არა ჰესის მშენებლობას: დაძაბულობა პანკისის ხეობაში

პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე მცირე ჰესის "ხადორი 3"-ის სამშენებლო სამუშაოების განახლებას ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. დღეს დილას სოფელ ბირკიანში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები დაუშინეს. სპეცრაზმმა კი  შეკრებილების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულია რამდენიმე ადგილობრივი მკვიდრი, მათ შორის სპეცდანიშნულების რაზმის წევრები. პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობა გასული წლის ივნისში მოსახლეობამ შეაჩერა. „ხადორი 3“-ის მშენებლობის დასრულება 2019 წლის დეკემბრამდეა დაგეგმილი. პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ახალ ამბებს გაეცანით  „Sputnik – საქართველოს“ ვებ–გვერდზე.