ანაკლია – მომავლის ქალაქი–2018

საკურორტო ქალაქი ანაკლია ახლო მომავალში რეგიონში ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სატრანზიტო და ლოჯისტიკური ცენტრი გახდება. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ერთ–ერთი მასშტაბური პროექტია საქართველოს ხელისუფლების. ცნობილია, რომ პირველი ფაზის მშენებლობისას 586 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. მარტის დასაწყისში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ პორტის განვითარების გენერალური გეგმა წარმოადგინა, რომელიც 50 წელზეა გათვლილი.