საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური

28 ოქტომბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით, ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოახერხა 50%-იანი ბარიერის გადალახვა. მეორე ტურში საპრეზიდენტო სავარძლისთვის იბრძოლებენ მმართველი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშია" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.