ყაზბეგი

საქართველოს პოპულარიზაციას ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული გამოცემა გაუწევს

45
(განახლებულია 21:28 10.07.2021)
ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული გამოცემის ჟურნალისტმა საქართველოში არაერთი ტურისტული ადგილი მოინახულა, რომელთა შესახებაც ვრცელ სტატიას მოამზადებს.

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. საქართველოში მაღალრეიტინგული საერთაშორისო გამოცემა Business Traveller Middle East-ის ჟურნალისტი მელანი სვანი (Melanie Swan) იმყოფება, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.

ვიზიტი სპარსეთის ყურის ქვეყნებში საქართველოს ტურისტული ცნობადობის ამაღლებისა და ტურისტების მოზიდვის მიზნით გაიმართა. მელანი სვანი ტურისტული ადგილების გაცნობის შემდგ საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას მოამზადებს, რომელსაც მსოფლიოში ცნობილი ავიაკომპანიების მგზავრები გაეცნობიან.

ოთხ დღიანი ტურის ფარგლებში სამოგზაურო და საავიაციო ჟურნალის წარმომადგენელი ყვარელს, ანანურს, სტეფანწმინდას, ჯუთასა და მცხეთას ესტუმრა.

„ასეთი ტურები საშუალებას გვაძლევს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სპარსეთის ყურის ქვეყნებში პოზიციონირება მოვახდინოთ იმ ტურისტული პროდუქტების, რომელსაც ჩვენს პოტენციურ ვიზიტორებს ვთავაზობთ“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.

მისივე ინფორმაციი, Business Traveller-ის ჟურნალი მხოლოდ აეროპორტებსა და თვითმფრინავის ბორტებზე არ ვრცელდება, გამოცემას ინტერნეტ სივრცეში 1.4 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

„ისინი საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას გაეცნობიან, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს მიმართ ინტერესს ტურისტებს შორის“, - აღნიშნა ჯანიაშვილმა. 

Business Traveller Middle East-ის ჟურნალი ახლო აღმოსავლეთის 20 საერთაშორისო აეროპორტში (ქუვეითი,  აბუ-დაბი, ჯიდა, დუბაი და სხვ.), ასევე ავიაკომპანიების ბორტებზე, სასტუმროებსა და ტურისტულ სააგენტოებში ვრცელდება.

ჟურნალი საერთაშორისო გამოცემის Business Traveller-ის ქსელის ნაწილია, რომელიც 14 ქვეყანასა და რეგიონში, მათ შორის - დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, საფრანგეთში, ჩინეთსა და აფრიკის ქვეყნებშია წარმოდგენილი. გამოცემას ყოველთვიურად 530 ათასზე მეტი ინტერნეტ მომხმარებელი ჰყავს, ხოლო ონლაინ გვერდის დამთვალიერებელთა რაოდენობა თვეში 1,4 მილიონს აჭარბებს.

45
ტურისტული საინფოემაციო ცენტრი აჭარაში

აჭარაში ცხრა საინფორმაციო ცენტრი მუშაობს: რა სერვისებს სთავაზობენ ტურისტებს

17
რეგიონში მყოფ ვიზიტორებს მოგზაურობასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება ცხელი ხაზის მეშვეობით შეუძლიათ.

თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. აჭარაში ჩამოსულ საერთაშორისო ვიზიტორებს ცხრა ტურისტული საინფორმაციო ცენტრი ემსახურება, ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

აჭარაში ტურისტული სეზონი 15 ივნისს გაიხსნა. მუშაობა განაახლეს აგრეთვე პანდემიის გამო შეჩერებულმა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებმა.

დეპარტამენტის ცნობით, საინფორმაციო ცენტრები აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მდებარეობს, მათ შორის ბათუმსა და ქობულეთში.

საინფორმაციო ცენტრები მოგზაურებს სხვადასხვა სერვისს სთავაზობს - უფასო რუკები, ტურისტული გზამკვლევები, მარშრუტები, ტურები მაღალმთიანი აჭარის მიმართულებით, სუვენირები, ადგილობრივი წარმოების პროდუქცია, ფასდაკლების ბარათი Batumi Discount Card.

ვიზიტორებს რეგიონში მოგზაურობასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ცხელ ხაზზე.

კორონავირუსის პანდემიამდე აჭარის რეგიონი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება იყო. პანდემიის გამო აჭარაში, როგორც მთლიანად საქართველოში, 2020 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი ფაქტობრივად ჩავარდა.

ტურიზმის სფერო ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსის პანდემიის შედეგად. საქართველოს რეკორდულმა წარმატებამ 2019 წელს, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, აიძულა ამ დარგში დასაქმებული ადამიანები უფრო საფუძვლიანად მომზადებულიყვნენ 2020 წლისთვის. მაგრამ პანდემიამ ტურიზმის ინდუსტრიის ყველა გეგმა და იმედი ჩაშალა. ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები 2020 წელს 427,7 ათას დოლარამდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა - 1,7 მილიონამდე.

მიმდინარე წლის ივნისში საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 294,2%-ით გაიზარდა. ამასთან, ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 286,8%-ით გაიზარდა.

2021 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში ვიზიტების რაოდენობამ 446,1 ათასი შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 66,4%-ით ნაკლებია.

რეგულარული ავიამიმოსვლა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო იყო შეჩერებული 2020 წლის მარტიდან, საქართველომ 1 თებერვლიდან აღადგინა, ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, მაისში, პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, ფრენების რაოდენობა 65%-ით აღდგა. 1 ივნისიდან კი საქართველომ სახმელეთო საზღვრებიც გახსნა.

 

17
ტურისტები

Forbes America საქართველოს ტურისტულ მიმართულებებზე სტატიას ამზადებს

27
(განახლებულია 08:07 27.07.2021)
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჟურნალისტისთვის იმერეთის, რაჭის, სვანეთის შესახებ პრეს–ტური მოაწყო

თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. Forbes America საქართველოს ტურისტული მიმართულებების პოპულარიზაციისთვის სტატიას ამზადებს – ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამოცემის წარმომადგენლისთვის სპეციალური ტური მოაწყო.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ Forbes–ის ჟურნალისტი რაჭაში ერთ–ერთ ოჯახურ მარანს ეწვია და ადგილობრივი ღვინო დააგემოვნა. რვადღიანი ტურის შემდეგ ავტორი მოამზადებს სტატიას Forbes–ისთვისთვის. ის მილიონობით მკითხველს გაუზიარებს თავის შთაბეჭდილებებს საქართველოს შესახებ, უამბობს მათ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებებზე, პროდუქტებზე, ღვინოსა და სამზარეულოზე.

„საქართველოში მშვენიერი დრო გავატარე, ძალიან მომეწონა. მე საქართველოს ბევრ განსხვავებულ კუთხეში ვიმოგზაურე, ვიყავი მთებში, ვნახე მდინარეები, დავათვალიერე თბილისი, თუმცა კიდევ ბევრი დამრჩა საქართველოში სანახავი. შემდეგ ჩამოსვლაზე მინდა დავათვალიერო ბორჯომი, ბათუმი და ყაზბეგი“, - აღნიშნა Forbes-ის ჟურნალისტმა რანა ბელინდა გუდმა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია ტურიზმის სწრაფი ტემპებით აღდგენა და სამინისტრო ამისთვის ყველაფერს აკეთებს.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შევინარჩუნოთ აღდგენის ტემპი და ყველა ინსტრუმენტს ვიყენებთ, რათა მსოფლიოს გავაგებინოთ, რომ საქართველო ღიაა ტურისტებისთვის და ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და სტუმართმოყვარე ქვეყანაა. ამიტომ Forbes-ის მოწვევა ასეთ მოკლე პერიოდში ხელს შეუწყობს ცნობადობის გაზრდასა და კიდევ უფრო პოზიციონირებას“ – აღნიშნა ქვრივიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ Forbes–ის წარმომადგენლისთვის შეირჩა იმერეთის, რაჭისა და სვანეთის მიმართულებები, რათა გაიზარდოს ამ რეგიონების ცნობადობა, და ამ რეგიონებს უფრო მეტი საერთაშორისო და შიდა ტურისტი ეწვიოს.

27
თემები:
ტურიზმი საქართველოში
ელექტროგადამცემი ხაზი

„თელასი" ნაძალადევის რაიონს ხვალ ელექტროენერგიას გაუთიშავს

0
(განახლებულია 18:01 29.07.2021)
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 30 ივლისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

0
თემები:
თბილისი დღეს