ბათუმი

აჭარაში საზღვაო სეზონი იხსნება ღონისძიებების პროგრამა

35
(განახლებულია 22:54 10.06.2021)
აჭარაში კვების და განთავსების ყველა ობიექტმა დანერგა ის სტანდარტები, რომლებიც სტუმრების უსაფრთხო მასპინძლობისთვისაა საჭირო.

თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. აჭარაში 15 ივნისს ახალი საზაფხულო ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება, რასთან დაკავშირებითაც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა გასართობი პროგრამა გამოაქვეყნა.

ბათუმში სეზონის გახსნასთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება დაიგეგმა, მათ შორისაა ფრანების შოუ, მოძრაობის თეატრის პანტომიმა, ავიაშოუ და სხვ.

სეზონის გახსნასთან დაკავშირებით რეგიონში მოქმედ ყველა მუზეუმში, ასევე პეტრას და გონიოს ციხეში შესვლა უფასო იქნება. მუზეუმები 10:00 საათიდან 20:00 საათამდე იმუშავებენ.

ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის ეზოში გაიმართება სპექტაკლი „ელადა“. სპექტაკლზე დასწრება თავისუფალია.

აჭარაში სეზონის გახსნის პროგრამა (ბათუმი):

  • ფრანების შოუ სანაპიროზე – 12:00–20:00 (კოლონადებთან)
  • DJ – 12:00–22:00 (საზაფხულო თეატრთან)
  • ბალეტი ღია ცის ქვეშ – 16:30–17:30
  • საზღვაო ტურისტული სეზონის ოფიციალური გახსნა – 16:00–16:30 (სანაპიროზე, ანბანის კოშკთან)
  • პანტომიმა – 16:00–17:30 (მოძრაობის თეატრი საზღვაო თემატიკით)
  • მოსწავლე ახალგაზრდობის ავიაშოუ – 16:00–17:00 (სანაპიროზე, ანბანის კოშკთან)
  • სპექტაკლი „ჰელადოსი“ – 20:30–22:00 (დრამატული თეატრის ეზო)
  • ფოიერვერკი – 22:00 (ბულვარი, კოლონადებთან)

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თინათინ ზოიძის თქმით, პანდემიის მიუხედავად სეზონი რეგიონში გაიხსნება, ამასთან დაკავშირებით კვებისა და განთავსების ყველა ობიექტმა დანერგა ის სტანდარტები, რომლებიც სტუმრების უსაფრთხო მასპინძლობისთვისაა საჭირო.

„ჩვენ მოგზაურებს ველოდებით როგორც ჩვენი მეზობელი, ისე იმ სამიზნე ქვეყნებიდან, საიდანაც ბათუმის მიმართულებით რეგულარული ფრენები ხორციელდება. რეგიონის სტუმრებს, ზღვის ტურისტულ პროდუქტებთან ერთად, მრავალფეროვან ტურისტულ მიმართულებებს ვთავაზობთ მთიან აჭარაში, სადაც ახალი ტურისტული მარშრუტები და პროდუქტები განვავითარეთ“, – განაცხადა ზოიძემ.

დღეისათვის უცხოელებს იმ შემთხვევაში შეუძლიათ საქართველოს საჰაერო საზღვრის გადმოკვეთა, თუ ხელთ აქვთ ორჯერადი ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და/ან PCR–ტესტის უარყოფითი პასუხი.

ტურიზმის სფერო ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსის პანდემიის შედეგად. საქართველოს რეკორდულმა წარმატებამ 2019 წელს, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, აიძულა ამ დარგში დასაქმებული ადამიანები უფრო საფუძვლიანად მომზადებულიყვნენ 2020 წლისთვის. მაგრამ პანდემიამ ტურიზმის ინდუსტრიის ყველა გეგმა და იმედი ჩაშალა. ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები 2020 წელს 427,7 ათას დოლარამდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა - 1,7 მილიონამდე.

 

35
თბილისის ცენტრი

Le Figaro საქართველოს შესახებ: აქ ყველა ქალის ძარღვებში თამარ მეფის სისხლი ჩქეფს

44
(განახლებულია 12:54 12.06.2021)
სტატიის ავტორმა შოთა რუსთაველის პატივსაცემად წოდებული საქართველოს მთავარი გამზირი ელისეის მინდვრებს შეადარა.

თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ფრანგულმა ჟურნალმა Le Figaro საქართველოს ტურისტულ მიმართულებებს 10-გვერდიანი სტატია მიუძღვნა.

ყოველკვირეული ჟურნალი Le Figaro 370 ათასიანი ტირაჟით გამოიცემა, მის ვებგვერდზე ყოველთვიურად 146 მილიონამდე ადამიანი სტუმრობს.

ჟურნალი აღწერს თბილისს, ქართულ სამზარეულოს და მეღვინეობას. საფრანგეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადის გაზრდის და ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ Le Figaro-ს ჟურნალისტისა და ფოტოგრაფისთვის საქართველოში პრესტური მოაწყო.

„ამ ქვეყანაში ღვინის დამზადების ტრადიციულ მეთოდს იყენებენ. საქართველომ, თავისი ნაყოფიერი და ღვთის მიერ დალოცვილი ნიადაგის წყალობით, ღვინის წარმოება რვა ათასი წლის წინ დაიწყო“, – წერს Le Figaro-ს ჟურნალისტი.

სტატიაში ასევე მოთხრობილია რუსთაველის გამზირზე, ოპერის თეატრზე და მწერალთა სახლზე. ავტორი საქართველოს და თბილისის მთავარ გამზორს ელისეის მინდვრებს ადარებს.

„ღვინო და ქართული სამზარეულო სულ უფრო მეტ ფრანგს იზიდავს. მე ყოველთვის მინდოდა მონაწილეობა მიმეღო ქვეყნის განვითარებაში ჩემი პროფესიული გამოცდილების გამოყენებით, თუმცა, ამდენზე არც მიოცნებია“, – მოჰყავს გამოცემას საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვები.

ავტორი სვამს კითხვას, რა მოხდებოდა, ეს პატრიარქალური და ტრადიციებით გაჟღენთილი ქვეყანა ქალებს აეღორძინებინათ?

„ამ ქვეყანაში ყველა ქალბატონში თამარ მეფის სისხლი ჩქეფს, რომელმაც სამეფო მე-12 საუკუნეში „ოქროს ხანად“ წოდებულ ეპოქამდე მიიყვანა“, - ნათქვამია სტატიაში.

 

 

44
ტურისტები თბილისში

საქართველოში მაისში ჩამოსული უცხოელების რაოდენობა 2,5-ჯერ გაიზარდა

70
(განახლებულია 10:26 12.06.2021)
1 თებერვლიდან საქართველომ საჰაერო საზღვარი გახსნა და გაზარდა იმ სახელმწიფოების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებს ქვეყანაში სტუმრობა სავალდებულო კარანტინის გარეშე შეუძლიათ.

თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. საქართველოში მაისში საერთაშორისო მოგზაურების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა 180,4%-ით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იტყობინება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

საერთო ჯამში, მაისში საერთაშორისო მოგზაურებმა საქართველოში 109,4 ათასი ვიზიტი განახორციელეს, აქედან 96,5 ათასი ტურისტული იყო. ამავდროულად, ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 264.1%-ით გაიზარდა.

ვიზიტების საერთო რაოდენობამ იანვრიდან მაისამდე პერიოდში შეადგინა 329,8 ათასი, რაც 76,6%-ით ნაკლებია, ვიდრე 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში იყო.

მაისში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი განახორციელეს თურქეთის, უკრაინის, ისრაელის, რუსეთისა და სომხეთის მოქალაქეებმა.

ამავდროულად, რუსეთის მოქალაქეების ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა 186,4%-ით, სომხეთის - 26,4%-ით, ხოლო ისრაელის - 24886,7% -ით.

რა გზით შემოდიან ტურისტები საქართველოში

მაისში ტურისტების დიდი ნაწილი საქართველოში საჰაერო გზით, ძირითადად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით შემოვიდა.

მეორე ადგილზეა საქართველოს სახმელეთო საზღვრები. აქ შემოსული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო-რუსეთის საზღვარზე ყაზბეგის საკონტროლო-გამშვები პუნქტი ლიდერობს, მეორე ადგილზეა საქართველო-თურქეთის საზღვარზე სარფის საკონტროლო-გამშვები პუნქტია.

რას აკეთებს საქართველო ტურიზმისთვის

ტურიზმის წილი საქართველოს ეკონომიკაში COVID-19-მდე დაახლოებით 10%-ს შეადგენდა. ამიტომ, მისი აღდგენა ძალზე მნიშვნელოვანია ქვეყანაში ბიზნესის გააქტიურებისთვის.

ეკონომიკის აღდგენისა და ქვეყანაში ტურისტების დასაბრუნებლად, საქართველომ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა და საზღვრების გახსნა დაიწყო.

1 თებერვალს გაიხსნა ქვეყნის საჰაერო საზღვრები და, ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, მაისში ფრენების რაოდენობა 65%-ით აღდგა პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით. უკვე 1 ივნისიდან საქართველომ სახმელეთო საზღვრები გახსნა.

აჭარაში საზღვაო სეზონი იხსნება – ღონისძიებების პროგრამა >>

საქართველოში ჩამოსული უცხოელი უნდა იყოს აცრილი და თან უნდა ჰქონდეს კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხი. უცხოელებს პირბადეების ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში და ღამით სასტუმროებში დარჩენა მოუწევთ. ამასობაში, ქართული კურორტები სტუმრებს მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობენ.

70

სიცოცხლის ხე და ამოყირავებული სამყარო: კონკურსის გამარჯვებული წლის ფოტოები

0
(განახლებულია 13:51 12.06.2021)
  • „ამოყირავებული სამყარო“ კონკურს Nature TTL Photographer of the Year 2021-ის გამარჯვებული. ავტორი ტომას ვიჯაიანი
  • ფოტო სახელწოდებით „თევზი“, ავტორი იოჰან ვანდრაგი. მეორე ადგილი კატეგორიაში „ცხოველების ქცევა“
  • ფოტო სახელწოდებით „რჩეული“, ავტორი ტომას ისტერბრუკი, კატეგორია „16 წლამდე“
  • ფოტო სახელწოდებით „3 ... 2 ... 1 ... გაფრინდა!“ ავტორი კრისტიან ბროკესი, კატეგორია „პატარა სამყარო“
  • ფოტო სახელწოდებით „მთვლემარე დათვი“, ავტორი დენის სტოგსდილი, ნომინაცია „ველური პორტრეტები“
  • ფოტო სახელწოდებით „ბლედი“, ავტორი ტომაშ როიეკი, კატეგორია „პეიზაჟები“
  • ფოტო სახელწოდებით „ბრძოლა მთებში“, ავტორი რაფაელ შენკერი, მეორე ადგილი კატეგორიაში „16 წლამდე“
  • ფოტო სახელწოდებით „მრგვალი“, ავტორი ჩჟიუე ში, მეორე ადგილი კატეგორიაში „წყალქვეშა სამყარო“
  • ფოტო „ტერმიტების ცეკვა“, ავტორი ჯეიმს გიფორდი, კატეგორია „პატარა სამყაროს“ გამარჯვებული
  • ფოტო „კარი“, ავტორი ხოსე ლუის ჰიმენესი, კატეგორია „ქალაქური სამყარო“
  • ფოტო „თვალი“, ავტორი ივან პედრეტი, კატეგორია „ღამის ცის“ გამარჯვებული
  • ფოტო „ხის თაგვის სილუეტი“, ავტორი ჯონ ფორმსტონი, კატეგორია „ფოტოხაფანგის“ გამარჯვებული
  • ფოტო „სიცოცხლის ხე“, ავტორი ჯეი როუდი, კატეგორია „პეიზაჟების“ გამარჯვებული
  • ფოტო „ოჯახური დასვენება“, ავტორი ტომას კაუდრონი, კატეგორია „ფოტოხაფანგი“
  • ფოტო „მეწამული ცა“, ავტორი ბენცე მატე, კატეგორია „ღამის ცა“
  • ფოტო „ოჯახის ფრთოსანი წევრები“, ავტორი კალოლ მუკერჯი, კატეგორია „ქალაქური სამყაროს“ გამარჯვებული
  • ფოტო „კოსმოსური ხომალდი მანტა“, ავტორი გრანტ ტომასი, კატეგორია „წყალქვეშა სამყაროს“ გამარჯვებული
  • ფოტო „შემოქმედების ქვაბი“, ავტორი ჯეიმს გიფორდი, მეორე ადგილი კატეგორიაში „ველური პორტრეტები“
ველური ბუნების ფოტოკონკურს Nature TTL Photographer of the Year-ის ჟიურიმ 2021 წლის გამარჯვებულები გამოავლინა. იხილეთ საოცარი ნამუშევრები Sputnik-ის ფოტოლენტაში

წელს კონკურსზე 8000-ზე მეტი ნამუშევარი იყო წარდგენილი მთელი მსოფლიოდან. 

მთავარი პრიზი კანადელმა ფოტოგრაფმა ტომას ვიჯაიანმა მიიღო ფოტოსთვის „ამოყირავებული სამყარო“. მასზე აღბეჭდილია ხეზე თავდაყირა ჩამოკიდებული ორანგუტანი, ტოტებს ზემოთ კი ღრუბლებით მოფენილი ცის ნაგლეჯი ჩანს. 

 

0
  • „ამოყირავებული სამყარო“ კონკურს Nature TTL Photographer of the Year 2021-ის გამარჯვებული. ავტორი ტომას ვიჯაიანი

    „ამოყირავებული სამყარო“ კონკურს Nature TTL Photographer of the Year 2021-ის გამარჯვებული. ავტორი ტომას ვიჯაიანი

  • ფოტო სახელწოდებით „თევზი“, ავტორი იოჰან ვანდრაგი. მეორე ადგილი კატეგორიაში „ცხოველების ქცევა“

    ფოტო სახელწოდებით „თევზი“, ავტორი იოჰან ვანდრაგი. მეორე ადგილი კატეგორიაში „ცხოველების ქცევა“

  • ფოტო სახელწოდებით „რჩეული“, ავტორი ტომას ისტერბრუკი, კატეგორია „16 წლამდე“

    ფოტო სახელწოდებით „რჩეული“, ავტორი ტომას ისტერბრუკი, კატეგორია „16 წლამდე“

  • ფოტო სახელწოდებით „3 ... 2 ... 1 ... გაფრინდა!“ ავტორი კრისტიან ბროკესი, კატეგორია „პატარა სამყარო“

    ფოტო სახელწოდებით „3 ... 2 ... 1 ... გაფრინდა!“ ავტორი კრისტიან ბროკესი, კატეგორია „პატარა სამყარო“

  • ფოტო სახელწოდებით „მთვლემარე დათვი“, ავტორი დენის სტოგსდილი, ნომინაცია „ველური პორტრეტები“

    ფოტო სახელწოდებით „მთვლემარე დათვი“, ავტორი დენის სტოგსდილი, ნომინაცია „ველური პორტრეტები“

  • ფოტო სახელწოდებით „ბლედი“, ავტორი ტომაშ როიეკი, კატეგორია „პეიზაჟები“

    ფოტო სახელწოდებით „ბლედი“, ავტორი ტომაშ როიეკი, კატეგორია „პეიზაჟები“

  • ფოტო სახელწოდებით „ბრძოლა მთებში“, ავტორი რაფაელ შენკერი, მეორე ადგილი კატეგორიაში „16 წლამდე“

    ფოტო სახელწოდებით „ბრძოლა მთებში“, ავტორი რაფაელ შენკერი, მეორე ადგილი კატეგორიაში „16 წლამდე“

  • ფოტო სახელწოდებით „მრგვალი“, ავტორი ჩჟიუე ში, მეორე ადგილი კატეგორიაში „წყალქვეშა სამყარო“

    ფოტო სახელწოდებით „მრგვალი“, ავტორი ჩჟიუე ში, მეორე ადგილი კატეგორიაში „წყალქვეშა სამყარო“

  • ფოტო „ტერმიტების ცეკვა“, ავტორი ჯეიმს გიფორდი, კატეგორია „პატარა სამყაროს“ გამარჯვებული

    ფოტო „ტერმიტების ცეკვა“, ავტორი ჯეიმს გიფორდი, კატეგორია „პატარა სამყაროს“ გამარჯვებული

  • ფოტო „კარი“, ავტორი ხოსე ლუის ჰიმენესი, კატეგორია „ქალაქური სამყარო“

    ფოტო „კარი“, ავტორი ხოსე ლუის ჰიმენესი, კატეგორია „ქალაქური სამყარო“

  • ფოტო „თვალი“, ავტორი ივან პედრეტი, კატეგორია „ღამის ცის“ გამარჯვებული

    ფოტო „თვალი“, ავტორი ივან პედრეტი, კატეგორია „ღამის ცის“ გამარჯვებული

  • ფოტო „ხის თაგვის სილუეტი“, ავტორი ჯონ ფორმსტონი, კატეგორია „ფოტოხაფანგის“ გამარჯვებული

    ფოტო „ხის თაგვის სილუეტი“, ავტორი ჯონ ფორმსტონი, კატეგორია „ფოტოხაფანგის“ გამარჯვებული

  • ფოტო „სიცოცხლის ხე“, ავტორი ჯეი როუდი, კატეგორია „პეიზაჟების“ გამარჯვებული

    ფოტო „სიცოცხლის ხე“, ავტორი ჯეი როუდი, კატეგორია „პეიზაჟების“ გამარჯვებული

  • ფოტო „ოჯახური დასვენება“, ავტორი ტომას კაუდრონი, კატეგორია „ფოტოხაფანგი“

    ფოტო „ოჯახური დასვენება“, ავტორი ტომას კაუდრონი, კატეგორია „ფოტოხაფანგი“

  • ფოტო „მეწამული ცა“, ავტორი ბენცე მატე, კატეგორია „ღამის ცა“

    ფოტო „მეწამული ცა“, ავტორი ბენცე მატე, კატეგორია „ღამის ცა“

  • ფოტო „ოჯახის ფრთოსანი წევრები“, ავტორი კალოლ მუკერჯი, კატეგორია „ქალაქური სამყაროს“ გამარჯვებული

    ფოტო „ოჯახის ფრთოსანი წევრები“, ავტორი კალოლ მუკერჯი, კატეგორია „ქალაქური სამყაროს“ გამარჯვებული

  • ფოტო „კოსმოსური ხომალდი მანტა“, ავტორი გრანტ ტომასი, კატეგორია „წყალქვეშა სამყაროს“ გამარჯვებული

    ფოტო „კოსმოსური ხომალდი მანტა“, ავტორი გრანტ ტომასი, კატეგორია „წყალქვეშა სამყაროს“ გამარჯვებული

  • ფოტო „შემოქმედების ქვაბი“, ავტორი ჯეიმს გიფორდი, მეორე ადგილი კატეგორიაში „ველური პორტრეტები“

    ფოტო „შემოქმედების ქვაბი“, ავტორი ჯეიმს გიფორდი, მეორე ადგილი კატეგორიაში „ველური პორტრეტები“