თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. საქართველოს აზერბაიჯანის ცნობილი გამოცემების ჟურნალისტები და ბლოგერები ესტუმრნენ საერთაშორისო პრესტურის ფარგლებში, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პოსტპანდემიურ პერიოდში პირველი მედიატური აზერბაიჯანიდან ჩამოსული ჟურნალისტებისთვის მოაწყო.
აზერბაიჯანის მაღალრეიტინგული გამოცემების (Qazet.az, Zerkalo, The Most და სხვ.) ჟურნალისტები და ბლოგერები თბილისს, მცხეთას, ქუთაისს, წყალტუბოს, მარტვილს, სენაკსა და შეკვეთილს ეწვივნენ.
ერთკვირიანი ტურის ფარგლებში უცხოელმა ჟურნალისტებმა პრომეთეს მღვიმე, სათაფლია, ოკაცეს კანიონი, კინჩხის ჩანჩქერი, მარტვილის კანიონი, ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალი, მცხეთაში არმაზის ციხე, ბაგინეთი და ჯვრის მონასტერი მოინახულეს.
ტურის დასრულების შემდეგ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიები და ვიდეობლოგები მომზადდება. პრესტური ტურიზმის აღდგენის გეგმის ფარგლებში ტურისტული ნაკადების მოსაზიდად ჩატარდა.
აზერბაიჯანი მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია საქართველოსთვის. 2019 წელს საქართველოს ამ ქვეყნიდან 1,5 მილიონი ვიზიტორი ესტუმრა.
თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. დაშბაშის კანიონზე ეკოტურისტული სივრცის მოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, აინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
საქართველოში პირველად დაცულ ტერიტორიაზე - წალკის (იგივე დაშბაშის) კანიონზე კერძო საერთაშორისო ინვესტიციის შედეგად მრავალფეროვანი ტურისტული ეკოსტრუქტურა ეწყობა, პროექტს ებრაული კომპანია KASS LAND ახორციელებს. თავდაპირველად პროექტის საინვესტიციო ღირებულება 50 მლნ ლარს შეადგენდა, შემდგომში ის 120 მილიონ ლარამდე გაიზარდა. სამშენებლო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
პროექტის მიხედვით, კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი მოეწყობა, სადაც დაკიდებული კაფე-ბარი განთავსდება. განსაკუთრებული დიზაინის პროექტზე ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად საერთაშორისო ექსპერტებმაც იზრუნეს. მიმდებარედ ასევე მოეწყობა ეკოტურისტული ბილიკები, ვიზიტორთა ცენტრი, სასტუმროები, აუზები, მუსიკალური და სხვა ტიპის კულტურული ღონისძიებებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.
როგორც კომპანიის დირექტორმა ეკატერინე თორდიამ აღნიშნა, წალკის კანიონში მიმდინარე სამშებებლო სამუშაოები გარემოს არ აზიანებს და მის პირვანდელ სახეს არ ცვლის.
დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ, რომ პროექტი ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვასა და ტურისტული პოტენციალის ზრდას.
დაშბაშის კანიონი ზღვის დონიდან 1100-1500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, სიგრძე კი 8 კილომეტრს უდრის. კანიონი 669 ჰექტარის ფართობის უზარმაზარ ტერიტორიას იკავებს. ეს ადგილი უამრავი სანახაობრივი ჩანჩქერით და გამოქვაბულით არის სავსე.
2016 წელს დაშბაშის კანიონს საქართველოს ბუნების ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამ დროიდან ის საქართველოს ღირსშესანიშნაობების რუკებსა და გზამკვლევებზე გაჩნდა.
გასული წლის დეკემბერში გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროში იუწყებოდნენ, რომ უნიკალური მინის ხიდი 2020 წლის აგვისტოში გაიხსნება. შუშის ხიდის შუაში იქნება განთავსებული ცაში დაკიდებული ბარი. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ღირსშესანიშნაობის გახსნის შემდეგ წალკას მინიმუმ 2 მილიონი ვიზიტორი ეწვევა.
თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. საქართველოს ავიაბაზარზე გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings შემოდის, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
ავიაკომპანია, რომელიც დიუსელდორფის აეროპორტშია ბაზირებული, თბილისის მიმართულებით ფრენებს 21 ივლისიდან გეგმავს.
Eurowings-ი დიუსელდორფსა და თბილისს შორის ავიარეისებს 21 ივლისიდან კვირაში ორჯერ განახორციელებს. ფრენები ყოველ ოთხშაბათსა და კვირას AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.
უწყების ცნობით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება 2017 წლიდან აქტიურად მუშაობდა ავიაკომპანია Eurowings-თან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების მიზნით.
„გვჯერა, რომ სამომავლოდ ავიაკომპანია Eurowings საქართველოდან ოპერირების არეალს კიდევ უფრო გაზრდის და გააფართოებს“, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა თამარ არჩუაძემ.
ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე დიუსელდორფი-თბილისი-დიუსელდორფის მიმართულებაზე ავიაბილეთების გაყიდვები უკვე დაწყებულია.
პირველ ეტაპზე ავიაკომპანია დიუსელდორფი-თბილისი-დიუსელდორფის საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენების შესრულებას ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (ოქტომბერი) გეგმავს.
„საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის დაწყებას ჯერ არ ვაპირებთ, იმიტომ რომ ეს საერთო ოპოზიციური შეთანხმების საკითხია. „გირჩის“ გეგმის შესაბამისად, პარლამენტის შენობაში შევდივართ. თუმცა, ცხადია არ ვღებულობთ მონაწილეობას არც საკანონმდებლო პროცესში, არ ვიღებთ არც ხელფასებს, არც პრემიებს. პარლამენტის შენობიდან უფრო მარტივი გვგონია ქართული ოცნების შეწუხება რომელიმე საკითხზე“, - ამბობს ხვიჩია.ხვიჩია: პარლამენტში კი არა, პარლამენტის შენობაში შევდივართ
გასულ კვირაში „გირჩმა“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. „გირჩს“, რომელსაც არჩევნების შედეგების მიხედვით პარლამენტში სამი ადგილი ერგო, სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, ბოლო დრომდე ნეიტრალური პოზიცია ეკავა, დეპუტატის მანდატებზე უარი არ უთქვამს, მაგრამ ბოიკოტის რეჟიმში რჩებოდა.