თბილისის აეროპორტი

გამოქვეყნდა საქართველოში ფრენების განრიგი ზაფხულში

115
(განახლებულია 16:07 31.03.2021)
საქართველოში ჩამოფრენისას მგზავრებმა საზღვარზე უნდა წარმოადგინონ PCR–ტესტის უარყოფითი პასუხი და ქვეყანაში ყოფნის მესამე დღეს ხელახლა ჩაიტარონ ტესტი.

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონის (2021 წლის მარტი–ოქტომბერი) რეგულარული ავიარეისების გრაფიკი დაამტკიცა, იუწყება სააგენტოს პრეს-სამსახური.

ავირეისების განრიგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან

ქალაქი ავიაკომპანია ფრენის სიხშირე კვირაში
ალმათი Air Astana შვიდჯერ
ამსტერდამი Georgian Airways ორჯერ
ბაქო Buta Airways ოთხჯერ
ბერლინი Georgian Airways ორჯერ
ერევანი Armenia ოთხჯერ
ვარშავა LOT Polish Airlines ექვსჯერ
ვენა Georgian Airways ორჯერ
დუბაი FlyDubai შვიდჯერ
დოჰა Qatar Airlines შვიდჯერ
თელ-ავივი Georgian Airways, Israir ექვსჯერ
კიევი UIA, SkyUp Airlines შვიდჯერ
მინსკი Belavia შვიდჯერ
მიუნხენი Lufthansa ოთხჯერ
რიგა AirBaltic ოთხჯერ
პარიზი Georgian Airways, AirFrance ოთხჯერ
სტამბული Turkish Airlines, Pegasus Airlines შვიდჯერ
ტაშკენტი Uzbekistan Airways ორჯერ
პეკინი China Southern Airlines სამჯერ
ქუვეითი Jazeera Airways სამჯერ
შარჯა Airarabia სამჯერ
შარმ-ელ-შეიხი Air Cairo ორჯერ
ფრანკფურტი Lufthansa ოთხჯერ
ანტალია Turkish Airlines ერთხელ

ავიარეისების განრიგი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან

ქალაქი ავიაკომპანია ფრენის სიხშირე კვირაში
აბუ-დაბი WizzAir ორჯერ
ათენი WizzAir ერთხელ
ბერლინი WizzAir ორჯერ
ბუდაპეშტი WizzAir ორჯერ
ვარშავა WizzAir ერთხელ
ვილნიუსი WizzAir ერთხელ
ვენა WizzAir ორჯერ
ვროცლავი WizzAir სამჯერ
გდანსკი WizzAir სამჯერ
დორტმუნდი WizzAir ერთხელ
კატოვიცე WizzAir ორჯერ
კრაკოვი WizzAir ერთხელ
მემინგემი WizzAir ორჯერ
მილანი WizzAir ორჯერ
ლარნაკა WizzAir ერთხელ
პრაღა WizzAir ორჯერ
ტალინი WizzAir ორჯერ
სალონიკი WizzAir სამჯერ
პოზნანი WizzAir ორჯერ
რიგა WizzAir ორჯერ
რომი WizzAir ორჯერ

ავირეისების განრიგი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან

ქალაქი ავიაკომპანია ფრენის სიხშირე კვირაში
კიევი SkyUP, Yan Air შვიდჯერ
მინსკი Belavia სამჯერ
თელ-ავივი Georgian Airways, Israir სამჯერ
ოდესა Yan Air ორჯერ
სტამბული Turkish Airlines, Pegasus Airlines შვიდჯერ
ხარკოვი Yan Air ორჯერ


დეტალური ინფორმაციის მიღება გრაფიკის შესახებ შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ან ავიაკომპანიების ვებ-გვერდებზე.

საქართველომ კორონავირუსის პანდემიის გამო საზღვრების ჩაკეტვიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ სხვა ქვეყნებთან რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენა დაიწყო.

საქართველოში ჩამოფრენისას მგზავრებმა უნდა წარმოადგინონ PCR–ტესტის უარყოფითი პასუხი, ხოლო მესამე დღეს ტესტი ხელმეორედ უნდა ჩაიტარონ.

ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც ჩატარებული აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, შესაბამისი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, საქართველოში შემოსვლა თავისუფლად შეუძლია.

115
თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (208)
ხიდის პროექტი დაშბაშის კანიონში

წალკის კანიონზე ეკოტურისტული სივრცის მოწყობა დასასრულს უახლოვდება

70
(განახლებულია 15:18 17.04.2021)
პროექტს ებრაული კომპანია KASS LAND ახორციელებს. ინვესტიცია 120 მილიონ ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოები კი დასასრულს უახლოვდება.

თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. დაშბაშის კანიონზე ეკოტურისტული სივრცის მოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, აინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

საქართველოში პირველად დაცულ ტერიტორიაზე - წალკის (იგივე დაშბაშის) კანიონზე კერძო საერთაშორისო ინვესტიციის შედეგად მრავალფეროვანი ტურისტული ეკოსტრუქტურა ეწყობა, პროექტს ებრაული კომპანია KASS LAND ახორციელებს. თავდაპირველად პროექტის საინვესტიციო ღირებულება 50 მლნ ლარს შეადგენდა, შემდგომში ის 120 მილიონ ლარამდე გაიზარდა. სამშენებლო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. 

პროექტის მიხედვით, კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი მოეწყობა, სადაც დაკიდებული კაფე-ბარი განთავსდება. განსაკუთრებული დიზაინის პროექტზე ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად საერთაშორისო ექსპერტებმაც იზრუნეს. მიმდებარედ ასევე მოეწყობა ეკოტურისტული ბილიკები, ვიზიტორთა ცენტრი, სასტუმროები, აუზები, მუსიკალური და სხვა ტიპის კულტურული ღონისძიებებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.

როგორც კომპანიის დირექტორმა ეკატერინე თორდიამ აღნიშნა, წალკის კანიონში მიმდინარე სამშებებლო სამუშაოები გარემოს არ აზიანებს და მის პირვანდელ სახეს არ ცვლის.

დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ, რომ პროექტი ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვასა და ტურისტული პოტენციალის ზრდას.

დაშბაშის კანიონი ზღვის დონიდან 1100-1500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, სიგრძე კი 8 კილომეტრს უდრის. კანიონი 669 ჰექტარის ფართობის უზარმაზარ ტერიტორიას იკავებს. ეს ადგილი უამრავი სანახაობრივი ჩანჩქერით და გამოქვაბულით არის სავსე.

2016 წელს დაშბაშის კანიონს საქართველოს ბუნების ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამ დროიდან ის საქართველოს ღირსშესანიშნაობების რუკებსა და გზამკვლევებზე გაჩნდა.

გასული წლის დეკემბერში გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროში იუწყებოდნენ, რომ უნიკალური მინის ხიდი 2020 წლის აგვისტოში გაიხსნება. შუშის ხიდის შუაში იქნება განთავსებული ცაში დაკიდებული ბარი. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ღირსშესანიშნაობის გახსნის შემდეგ წალკას მინიმუმ 2 მილიონი ვიზიტორი ეწვევა.

 

70
ავიაკომპანია Eurowings-ის თვითმფრინავი

საქართველოს ავიაბაზარზე გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია შემოდის

56
(განახლებულია 18:46 15.04.2021)
Eurowings-ი დიუსელდორფსა და თბილისს შორის რეისებს კვირაში ორჯერ შეასრულებს. ფრენები ყოველ ოთხშაბათსა და კვირას AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. საქართველოს ავიაბაზარზე გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings შემოდის, იუწყება  საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.

ავიაკომპანია, რომელიც დიუსელდორფის აეროპორტშია ბაზირებული, თბილისის მიმართულებით ფრენებს 21 ივლისიდან გეგმავს.

Eurowings-ი დიუსელდორფსა და თბილისს შორის ავიარეისებს 21 ივლისიდან კვირაში ორჯერ  განახორციელებს. ფრენები ყოველ ოთხშაბათსა და კვირას AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

უწყების ცნობით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება 2017 წლიდან აქტიურად მუშაობდა ავიაკომპანია Eurowings-თან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების მიზნით.

„გვჯერა, რომ სამომავლოდ ავიაკომპანია Eurowings საქართველოდან ოპერირების არეალს კიდევ უფრო გაზრდის და გააფართოებს“, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა თამარ არჩუაძემ.

ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე დიუსელდორფი-თბილისი-დიუსელდორფის მიმართულებაზე ავიაბილეთების გაყიდვები უკვე დაწყებულია.

პირველ ეტაპზე ავიაკომპანია დიუსელდორფი-თბილისი-დიუსელდორფის საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენების შესრულებას ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (ოქტომბერი) გეგმავს.

56
თბილისის სილიკონ ველი

თურნავა: ინვესტორები ქართული სტარტაპების გლობალურ ბაზარზე გატანით დაინტერესდნენ

0
(განახლებულია 13:16 18.04.2021)
ეკონომიკისა სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკელმა ინვესტორებმა ქართული სტარტაპების დასაფინანსებლად ნახევარმილიონიანი ფონდი შექმნეს.

თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. Silicon Valley-დან საუკეთესო სპეციალისტები და ინვესტორები ქართული სტარტაპებიы გლობალურ ბაზარზე გატანით დაინტერესდნენ, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და TECH Friends of Georgia-ს შორის მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ონლაინფორმატში გაფორმდა აშშ-ში, სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით. მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო სპეციალური შერჩევის პრინციპით გამოავლენს გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპებს, რომლებშიც TECH Friends of Georgia განახორციელებს 500 ათასი აშშ დოლარის ინვესტირებას.

მინისტრის თქმით, პანდემიის პერიოდში ძალიან ბევრი გრანტი გაიცა ახალგაზრდა, ნიჭიერ სტარტაპერებზე, რომლებმაც არაერთი ინოვაციური იდეა და პროექტი განავითარეს და  ყურადღება მიიპყრეს ყურადღება არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, არამედ უცხოეთშიც, მათ შორის, აშშ-ში, „სილიკონის ველიზე“.

„ამის ლოგიკური გაგრძელებაა მემორანდუმზე ხელმოწერა ჩვენს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ოთხ ამერიკელ ინვესტორს შორის. ესაა ვენჩურული ფონდები, რომლებიც საქმიანობენ „სილიკონ ველიზე“. მათ ერთობლივად შექმნეს ფონდი 500 ათასი აშშ დოლარის ოდენობით, რომლითაც მოხდება ჩვენ მიერ შერჩეული სტარტაპების თანადაფინანსება“, - განაცხადა თურნავამ.

მინისტრის ინფორმაციით, სტარტაპების  შერჩევის პროცესში ჩართულები არიან საუკეთესო სპეციალისტები და ინვესტორები „სილიკონ ველიდან“.

ონლაინ ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გახსნა, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით აშშ-ის მინესოტას შტატის სენატორმა (2003-2009) ნორმ კოლემანმა (Norm Coleman) მიმართა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძემ და TECH Friends of Georgia-ს მმართველმა პარტნიორებმა: ისააკ ეპლბაუმმა (Isaac Applbaum), ორი სასონმა (Ori Sasson), მარკ აბრამოვიჩმა (Marc Abramowitz) და ტედ ტუსინგმა (Ted Tussing). ღონისძიებას ესწრებოდა ასევე საქართველოს კონსული სან-ფრანცისკოში ლევან ბერიძე.

ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებაზე საქართველოში 22 მილიონი ლარი დაიხარჯება >>

Silicon Valley-ში განთავსებულია მაღალტექნოლოგიური კომპანიების დიდი ნაწილი, რომლებიც კომპიუტერებისა და მათი შემადგენლობის, განსაკუთრებით მიკროპროცესორების შემუშავებასთან არის დაკავშირებული, ასევე პროგრამულ უზრუნველყოფასთან, მობილური კავშირის მოწყობილობებთან და სხვა. ამ ტექნოლოგიური ცენტრის დაარსება და განვითარება დაკავშირებულია წამყვანი უნივერსიტეტების, დიდი ქალაქების თავმოყრასთან ერთმანეთისგან დაახლოებით ერთი საათის სავალ მანძილზე.

0