საქართველო ბერლინის ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს

© AFP 2024 / TOBIAS SCHWARZInternationale Tourismus Boerse, ITB
Internationale Tourismus Boerse, ITB - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2021
გამოწერა
ITB Berlin–ის ვირტუალურ გამოფენაში 180 ქვეყნიდან ტურიზმის სფეროს 10 ათასზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს.

 თბილისი, 12 მარტი – Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ტურისტული ბირჟის (ITB Berlin) გამოფენაში, რომელიც ბერლინში იმართება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

შავი ზღვის სანაპირო ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
აჭარის ტურისტული შესაძლებლობები ბერლინის ონლაინ გამოფენაზეა წარმოდგენილი

კორონავირუსის პანდემიის გამო წელს გამოფენა ონლაინ–ფორმატში ტარდება. მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს გამოფენაზე საქართველოს წელს სათავგადასავლო და მდგრადი ტურიზმის მიმართულებით პარტნიორი–ქვეყნის სტატუსი აქვს მინიჭებული.

საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტაციასთან ერთად, გამოფენაში 39 ქართული ტურისტული კომპანია, სასტუმრო, ტურისტული ასოციაცია და სახელმწიფო ორგანიზაცია მონაწილეობს. მათ შორისაა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, დაცული ტერიტორიების სააგენტო, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია, Mouzenidis Travel–ი,  Caucasus Travel–ი, Travel Door–ი, Elite Travel–ი, Georgian Travel Group–ი, New Adventure, Georgian Discovery Tours–ი, Sairme Resort–ი და სხვები.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის წარმომადგენელი ნატალია ბახტაძე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მუმლაძე და სხვები. 

სამგზავრო ჩანთები და ჩემოდნები - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2021
დასახელდა ტურისტებისთვის აბსოლუტურად ღია ხუთი ქვეყანა: UNWTO-ს ანგარიში

 „წელს ჩვენ გვაქვს პატივი, ვიყოთ ITB Berlin-ის ოფიციალური პარტნიორი. ეს არის უდიდესი შესაძლებლობა მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს გამოფენაზე საქართველო წარვადგინოთ, როგორც უსაფრთხო, მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების ქვეყანა. ჩვენ უნიკალური შესაძლებლობა მოგვეცა მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ საქართველოს ჯერ კიდევ აღმოუჩენელი ტურისტული მიმართულებები. დარწმუნებული ვარ, რომ ITB Berlin-თან პარტნიორობა კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს ცნობადობას, როგორც ტურიზმის სპეციალისტებში, ასევე იმ ტურისტებს შორის, რომლებიც პოსტკოვიდურ პერიოდში საქართველოში უსაფრთხო მოგზაურობით დაინტერესებული არიან და ხელს შეუწყობს ჩვენს კერძო სექტორს მაქსიმალურად სწრაფად შეძლოს აღდგენა და ტურისტების მიღება“, - განაცხადა  მედეა ჯანიაშვილმა.

ITB Berlin–ის ვირტუალურ გამოფენაში 180 ქვეყნიდან ტურიზმის სფეროს 10 ათასზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს.  გამოფენას 160 ათასი ვიზიტორი ჰყავს.

2023 წელს საქართველო ITB Berlin–ის  გამოფენაზე უკვე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარსდგება და 1–მილიარდიან აუდიტორიაზე წვდომა ექნება.

 

ყველა ახალი ამბავი
0