საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 90 პროცენტზე მეტით შემცირდა

გამოწერა
უზბეკეთია ერთადერთი სახელმწიფო, საიდანაც 2020 წლის ნოემბერში უფრო მეტი ვიზიტორი ჩამოვიდა, ვიდრე 2019 წლის ნოემბერში

თბილისი, 31 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში 2020 წლის ნოემბერში 45 363 საერთაშორისო ვიზიტი შესრულდა, რაც გასული წლის ნოემბერთა შედარებით 91,6%–ით ნაკლებია, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

ანგარიშის მიხედვით, 41 139 ვიზიტი საერთაშორისო მოგზაურებმა განახორციელეს სახმელეთო გზით, 3 530 – საჰაერო, 507 – საზღვაო გზითა და 187 – რკინიგზით.

იმ 15 ქვეყნის ჩამონათვალი, საიდანაც საქართველოს ყველაზე ხშირად სტუმრობდნენ

ქვეყანა ვიზიტორთა რაოდენობა პროცენტული ცვლილებები
თურქეთი 17 780 -78,2%
სომხეთი 8 510 -92,7%
საქართველო (არარეზიდენტები) 4 582 -88,6%
აზერბაიჯანი 3 902 -96,6%
რუსეთი 3 788 -95,4%
უზბეკეთი 1 785 +42,6%
უკრაინა 1 177 -90,9%
ბელარუსი 597 -83,5%
ყაზახეთი 531 -94,2 %
ყირგიზეთი 264 -84,3%
აშშ 239 -90,6%
გერმანია 234 -93,6%
ტაჯიკეთი 222 -58,8%
საფრანგეთი 218 -86,7%
ბულგარეთი 209 -70,9%


ამგვარად, ერთადერთი ქვეყანა, საიდანაც 2020 წლის ნოემბერში უფრო მეტი ვიზიტორი ჩამოვიდა, ვიდრე 2019 წლის ნოემბერში, ეს უზბეკეთია (+42,6%).

ტურიზმის სააგენტოს მოჰყავს ასევე 2020 წლის 11 თვის მონაცემები, საიდანაც ჩანს, რომ საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 79,6%–ით შემცირდა, ხოლო სხვა, არატურისტული ვიზიტების რაოდენობა – 84,5%–ით.

ყველა ახალი ამბავი
0