საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის ალიანსი შეზღუდვების გადახედვას ითხოვს

© Sputnik / Alexander Imedashviliკერძო ჰოსტელი
კერძო ჰოსტელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სექტორის კომპანიები საბანკო კრედიტების გადავადებას ითხოვენ 2021 წლის ზაფხულამდე როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვის, რომლებმაც პანდემიის გამო სამუშაო დაკარგეს.

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის ალიანსის წევრმა ორგანიზაციებმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ამ სექტორის მუშაობასთან დაკავშირებული შეზღუდვების გადახედვის თხოვნით მიმართეს.

რას აცხადებენ საქართველოს ბიზნეს–ასოციაციაში ახალი ლოკდაუნის შესახებ>>

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო საქართველოს ხელისუფლებამ კორონავირუსთან ბრძოლის ორთვიანი გეგმა დაამტკიცა, რომლის მიხედვით ამ პერიოდში ქვეყანაში რიგი შეზღუდვები იმოქმედებს. გეგმა 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე პერიოდს მოიცავს.

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო
სავაჭრო ცენტრებმა უნდა დაგვარწმუნონ, რომ აჟიოტაჟური მოთხოვნის მართვა შეუძლიათ – თურნავა

„საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი მხარს უჭერს მთავრობის ყველა, დროულ და აუცილებელ ზომას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად და კერძო სექტორის მხარდასაჭერად. ამავე დროს ალიანსის თითოეული წევრი გამოხატავს სრულ მზადყოფნას, ჩაერთოს ყველა არსებული ადამიანური რესურსით საერთო გამოწვევის დაძლევაში და ერთად შევიმუშაოთ დამატებითი მექანიზმები სექტორის გადასარჩენად“, – ნათქვამია მიმართვაში.

ალიანსის წევრები ითხოვენ „წარიმართოს პრობლემებზე უფრო ღრმად ორიენტირებული და ეფექტური დიალოგი“ ბიზნეს-სექტორსა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შორის.

ასოციაციის წევრები თავის მიმართვაში ითხოვენ დროებითი აკრძალვის გაუქმებას სარესტორნო სექტორის მუშაობაზე, ზამთრის კურორტების მუშაობის აღდგენას ყველა რეგულაციის სავალდებულო დაცვით. ასევე პრემიერ-მინისტრისადმი წერილში არის თხოვნა, რომ გადავადდეს საბანკო კრედიტები 2021 წლის ზაფხულამდე როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც ამ სფეროში იყვნენ დასაქმებული და პანდემიის გამო სამუშაო დაკარგეს.

სვანეთი - Sputnik საქართველო
საქართველო ტურიზმის აღდგენას 2021 წლიდან დაიწყებს

ასოციაციის წევრები პრემიერ-მინისტრს სთხოვენ სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომლის მუშაობაშიც ჩაერთვებიან სექტორის წარმომადგენლები ყველა რეკომენდაციის შესაბამისად.

მემორანდუმს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის დაარსების შესახებ 2020 წლის 5 მაისს მოეწერა ხელი. მასში 27 ორგანიზაცია შევიდა. ალიანსი შეიქმნა კომუნიკაციისა და იმ გამოწვევების გადასალახად, რომელთა წინაშე აღმოჩნდნენ ტურისტული სექტორის წარმომადგენლები კორონავირუსის პანდემიის გამო.

პრემიერ-მინისტრისადმი მიმართვას ხელს აწერს 27-ვე ორგანიზაცია, რომელთა შორის არიან საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია, სასტუმროების და რესტორნების ფედერაცია, საქართველოს გიდების ასოციაცია, გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს-ასოციაცია, საქართველოს ტურიზმის ასოციაცია, საქართველოს სომელიეთა ასიციაცია, გუდაურის ტურიზმის ასოციაცია და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0