მესტია

საქართველო საერთაშორისო ტურისტულ ონლაინ–გამოფენაში მონაწილეობს

57
(განახლებულია 21:10 10.11.2020)
მსოფლიოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე გამოფენა ვირტუალურ სივრცეში პირველად ტარდება.

თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ვირტუალურ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში WTM Virtual 2020 იღებს მონაწილეობას, ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

WTM (World Travel Market) – მსოფლიო ტურისტული გამოფენაა, რომელიც ტურიზმის სფეროს ერთ-ერთ მთავარ ყოველწლიურ მოვლენას წარმოადგენს, ევროპაში სიდიდით მეორე ყოველწლიური ტურისტული გამოფენაა, რომელიც 1980 წლიდან იმართება. გამოფენის ძირითადი მიზანია ტურისტული ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა, ამიტომაც WTM virtual გამოფენა ბიზნეს–კავშირების აღდგენასა და ახალი ურთიერთობების დამყარებაზეა ორიენტირებული.

მსოფლიოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო გამოფენა ვირტუალურ სივრცეში პირველად ტარდება. ღონისძიება ლონდონში ოფიციალურად გუშინ გაიხსნა.

საქართველოს გარდა, ღონისძიებაში 3500-მდე კომპანია და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.

გამოფენის ფარგლებში ყველა რეგისტრირებულ კომპანიას და ქვეყნის წარმომადგენელს ვირტუალური გვერდი აქვს, სადაც საერთაშორისო „ბაიერებთან“, სარეკლამო კომპანიებთან, მასმედიის წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ონლაინ–შეხვედრები ტარდება. გამოფენის ფარგლებში გამართული კონფერენციების, სესიებისა და ფორუმების ძირითადად თემას ტურიზმის ინდუსტრიის წინაშე მდგარი პრობლემები, კრიზისის დაძლევა და პოსტკოვიდურ პერიოდში სამოქმედო გეგმების შემუშავება წარმოადგენს.

გამოფენა 11 ნოემბრამდე გაგრძელდება.

57
გუდაური

საქართველოს ზამთრის კურორტები შესაძლოა თებერვლიდან გაიხსნას

43
28 ნოემბრიდან საქართველოს ზამთრის კურორტებმა მუშაობა შეწყვიტეს, ხოლო საბაგიროები და სათხილამურო ტრასები, დაიკეტა.

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik საქართველოს ზამთრის კურორტები დამსვენებლების მიღებას 1 თებერვლიდან შეძლებენ, თუ ქვეყანაში კეთილსაიმედო ეპიდვითარება იქნება, განაცხადა ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა მაია ქვრივიშვილმა.

28 ნოემბრიდან საქართველოს ზამთრის კურორტებმა მუშაობა შეწყვიტეს, სასტუმროებს კლიენტების მიღება აეკრძალათ, ხოლო საბაგიროები, სათხილამურო ტრასები, რესტორნები და კაფეები დაიკეტა.

„გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ორი თვის განმავლობაში საბაგიროებისა და უშუალოდ კურორტების ოპერირება არ მოხდეს, რაც ბუნებრივია. ძალიან რთულია. კარგად გვესმის, რომ ძალიან რთულია ამ კურორტებზე არსებული სასტუმროებისთვის, განთავსების ობიექტებისა, თუ სარესტორნო ბიზნესებისთვის. თუმცა ჩვენ გვაქვს პოზიტიური მოლოდინები, რადგან იანვრის ბოლომდე გრძელდება ეს შეზღუდვები და იმედი გვაქვს, რომ წლის დასაწყისიდან, ფაქტობრივად თებერვლიდან ჩვენი კურორტები კვლავ მზად იქნება. იმედი გვაქვს,  ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ყველაფერი ის, რასაც ჩვენს საზოგადოებასთან ერთად გავაკეთებთ, იმის საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

საქართველოში ზამთრის კურორტები ოთხ რეგიონში მდებარეობს: გუდაურში (მცხეთა-მთიანეთი), თეთნულდი და ჰაწვალი (სვანეთი), ბაკურიანი და კოხტა მიტარბი (სამცხე-ჯავახეთი), გოდერძი (აჭარა). ამ კურორტებზე ტურისტული სეზონი დეკემბრის დასაწყისში იხსნება და მარტის ბოლომდე გრძელდება.

43
თემები:
ტურიზმი საქართველოში
სვანეთი

საქართველო ტურიზმის აღდგენას 2021 წლიდან დაიწყებს

95
(განახლებულია 20:04 18.11.2020)
National Geographic-მა საქართველოს ერთ-ერთი რეგიონი – მთაგორიანი სვანეთი მსოფლიოში საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად დაასახელა.

თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა ტურიზმის სფეროში კრიზისი მინიმალური დანაკარგებით გადაიტანოს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა გავლენიანი გამოცემის კონკურსის შედეგების შეფასებისას. 

ტურისტული სექტორი, რომელშიც დაახლოებით 150 ათასი ადამიანია დასაქმებული, კორონავირუსის პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა, ამიტომაც ტურიზმთან დაკავშირებული დარგების დახმარება საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია.

„პოსტპანდემიურ პერიოდში ბევრი და ხარისხიანი ახალი გამოწვევები იქნება, თუმცა სახელმწიფო და ბიზნესი მაქსიმალურად მობილიზებულია ამ კრიზისული პერიოდის მინიმალური დანაკარგებით დაძლევისთვის. და ეკონომიკური სტიმულირებისთვის მიღებული ზომები, რასაც საქართველოს მთავრობა პანდემიის პირველივე ეტაპიდან თანმიმდევრულად ახორციელებს, აქ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ“, – განაცხადა ნადარეიშვილმა.

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ჟურნალმა National Geographic-მა სვანეთის რეგიონი 2021 წელს მსოფლიოს 25 საუკეთესო მიმართულებას შორის დაასახელა, რომელსაც ტურისტები პოსტპანდემიურ პერიოდში უნდა ეწვიონ.

„ის, რომ National Geographic-მა საქართველო და, კერძოდ, სვანეთი მსოფლიოში საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად დაასახელა, კიდევ ერთი სტიმულია ჩვენთვის, რათა 2021 წელს ტურისტული ინდუსტრიის აღდგენა დავიწყოთ“, – განაცხადა ნადარეიშვილმა. 

რთულ მდგომარეობაში მყოფი ტურისტული სექტორის დახმარება საქართველოს ხელისუფლებამ პანდემიის პირველივე დღეებში დაიწყო. ტურიზმთან დაკავშირებული 6 118 კომპანიისთვის 1 ნოემბრამდე ქონებისა და საშემოსავლო გადასახადები გაუქმდა.

გარდა ამისა, 2,2 ათასმა სასტუმრომ ექვსი თვის განმავლობაში საბანკო სესხების 80%-ის სუბსიდირება მიიღო. ამასთან კომპანიებს საკუთარი სესხების რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობა მიეცათ.

სახელმწიფო სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მცირე და საოჯახო სასტუმროების თანადაფინანსების მექანიზმის ფარგლებში განცხადებების მეოთხე ნაკადის მიღება დაიწყო. სააგენტო დაფარავს მეწარმეების სესხის პროცენტებს წლის განმავლობაში.

პროგრამის მიზანია დაეხმაროს საოჯახო, მცირე და საშუალო ტიპის სასტუმროებს კომერციული ბანკების წინაშე ფინანსური ტვირთის შემსუბუქებასა და ბაზარზე ოპერირების გაგრძელებაში.

95
თემები:
ტურიზმი საქართველოში
ლიანდაგი

1 დეკემბერს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

0
(განახლებულია 09:39 29.11.2020)
გაეცანით 1 დეკემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

23 ნოემბერი - 2 დეკემბრის პერიოდი

23 ნოემბერი - 2 დეკემბრის პერიოდი მშვილდოსნის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ზოდიაქოს ყველაზე გაბედული და კეთილშობილი ნიშნები – ტოპ-სამეული>>

ამ დეკადას მერკური მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს დამოუკიდებელ ხასიათს ანიჭებს. არიან მრავალმხრივი ნიჭის პატრონები და უკიდეგანო შესაძლებლობების მქონე ადამიანები.

მნიშვნელოვანი წლებია: 36, 40.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ხმალა (გლადიოლუსი).

ეს ადამიანები არიან მშვიდი, შრომისმოყვარე, ყურადღებიანი, არ ისწრაფვიან ლიდერის პოზიციების დასაკავებლად. გუნდში თანამოაზრეებთან ერთად დიდი წარმატებების მიღწევა შეუძლიათ.

1 დეკემბერს დაბადებულები

1 დეკემბერს ურთიერთსაწინააღმდეგო თვისებების მქონე პიროვნებები იბადებიან. ისინი, ერთი მხრივ, იდეალისტი არიან, ხოლო მეორე მხრივ - პრაქტიკოსი. ამ დღეს დაბადებულები ფსიქოლოგიური მოქნილობით გამოირჩევიან. თუ ადამიანის მიმართ გულგრილი არ არიან, პრაქტიკულად, ყველანაირ სიტუაციაში იპოვიან კომპრომისს, რომ ამ ადამიანთან კავშირი არ დაკარგონ. ერთადერთი, რაშიც სიხისტეს ამჟღავნებენ, ეს მათი პრინციპები, შეხედულებებია.

როგორც ოპტიმისტი, ენერგიული, აქტიური ადამიანები, 1 დეკემბერს დაბადებულები სწრაფად პოულობენ მეგობრებს. არიან გულღია, გულწრფელი, ერუდირებული, მჭევრმეტყველი სხვისი მოსაზრებები მათთვის სულერთი არ არის. ეს ადამიანები შესანიშნავი თანამოსაუბრეები არიან, და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, იციან სხვისი მოსმენა.

1 დეკემბერს დაბადებულები კომუნიკაბელური ადამიანები არიან, მზად არიან თანამშრომლობისა და პარტნიორობისთვის. უპირატესობას ანიჭებენ გუნდურ სამუშაოს. არ ისწრაფვიან ლიდერობისკენ, მაგრამ ხშირად არაფორმალური ლიდერები მაინც ხდებიან.

ამ დღეს დაბადებულებს ხშირად უყვართ ადამიანებისა და სამყაროს იდეალურად წარმოჩენა, ამასთან ზედმეტად მიმნდობსაც მათ ვერ უწოდებ. ყველაფერზე გააჩნიათ საკუთარი მოსაზრება. გადაწყვეტილებას ზეწოლით ძალიან იშვიათად იღებენ.

1 დეკემბერს დაბადებულებს ტყუილად ლაპარაკი არ უყვართ. თავიანთ სიტყვას საქმით ამტკიცებენ. ეს მათ სწრაფ კარიერულ ზრდას უწყობს ხელს. ამ ადამიანებს აფასებენ, ითვალისწინებენ მათ მოსაზრებებს. ამის მიზეზი კი, პირველ რიგში, მათი კომპეტენტურობაა.

ჯანმრთელობა

ჯანმრთელობის შენარჩუნების გარანტი 1 დეკემბერს დაბადებულებისთვის თავიანთი უსაზღვრო ენერგიის თანაბარი და სწორი განაწილებაა. ჭარბი ენერგია გარეთ უნდა გამოვიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია ფსიქოლოგიური პრობლემები წარმოიშვას. მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა, რათა მოჭარბებული ენერგია დაიხარჯოს. ფიზიკურად საკმაოდ კარგი ჯანმრთელობა აქვთ. ყურადღება უნდა მიაქციონ საჭმლის მომნელებელ სისტემას.

რჩევა:

ძალზე ენერგიული ბრძანდებით და ამით ახლობლებს ხანდახან თრგუნავთ. ზოგჯერ, სჯობს, თქვენი მგზნებარება მოთოკოთ, როდესაც ახლობლებთან საერთო საქმეს აკეთებთ.

0