გიორგი გახარია

გახარია რუსეთთან ფრენების აღდგენაზე: „ყველაფერი დამოკიდებულია რუსეთზე და კორონავირუსზე“

115
(განახლებულია 15:14 22.08.2020)
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვის განცხადებასთან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ქართულ-რუსული ურთიერთობების მოგვარების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ

თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. ავიამიმოსვლის აღდგენა საქართველოსა და რუსეთს შორის დამოკიდებულია რუსეთზე და ორივე ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას.

„დაინტერესებული ვართ“: აბაშიძე რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე >>

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაზეთ „ტრუდთან“ ინტერვიუში იმედი გამოთქვა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა არის საკითხი, რომელიც ახლო მომავალში გადაწყდება.

„საქართველოს ფრენები რუსეთის ფედერაციასთან არ შეუწყვეტია. რუსეთთან ფრენების აღდგენა დამოკიდებულია რუსეთს ფედერაციაზე და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, როგორც რუსეთის ფედერაციაში, ასევე საქართველოში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა გასულ წელს საქართველოში რუსეთის სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟისა და ამის გამო საპროტესტო აქციების საპასუხოდ აკრძალა (2019 წლის 8 ივლისს).

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლიდან გაწყვეტილია. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოს ხელისუფლების მიერ 1990-იანი წლებიდან არაკონტროლირებადი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტი აღიარა, ხოლო საქართველომ ამის საპასუხოდ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. შუამავალი ქვეყნებს შორის შვეიცარიაა.

ამ დროისათვის პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და რუსეთს შორის შენარჩუნებულია ჟენევის დისკუსიებისა და ასევე პრაღაში ორი ქვეყნის დიპლომატების შეხვედრების ფარგლებში. პრაღაში შეხვედრებზე განიხილება ჰუმანიტარული და ეკონომიკური საკითხები, პოლიტიკურ საკითხებზე კი ჟენევაში მსჯელობენ.

115
თემები:
ქართულ–რუსული ურთიერთობები (188)
მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტო

შობა ევროპაში: ქართველი მოგზაურის მოგონებები

163
(განახლებულია 21:41 07.01.2021)
დღეს ადამიანები უხილავ მტერს ებრძვიან, პანდემიამ ყველას ცხოვრება შეცვალა. თუმცა შობა–ახალ წელს სამყარო მაინც ახალი შემართებით და ხალისით ხვდება.

ალბათ ყველა ადამიანის ოცნებაა საშობაოდ მორთული ევროპის ქალაქების მონახულება, თუმცა ამჯერად ვირტუალურ მოგზაურობას დავჯერდეთ, სადაც გიდობას ხელოვანი თამუნა გაჩეჩილაძე გაგვიწევს. მან გასულ წელს, პანდემიამდე საშობაოდ მორთულ ევროპის სამ ქვეყანაში იმოგზაურა. ის სადღესასწაულოდ მოწყობილ ქალაქებზე, იქაურ ტრადიციებზე და საშობაო ბაზრობებზე მოგვითხრობს.

თამუნა გაჩეჩილაძე
თამუნა გაჩეჩილაძე

– ქართველები განებივრებულები ვართ დღესასწაულებით. მუდმივად ვულოცავთ ერთმანეთს ამ დღესასწაულებს და ბედნიერები ვართ ამით, მაგრამ შობა და ახალი წელი განსაკუთრებული დღეებია. ადრე, ჩემს ბავშვობაში შობის დღესასწაულზე დიდი თოვლიც იყო ხოლმე. რამდენჯერ გარეთ გავსულვარ 31 დეკემბერს და სიხარულით მივლია თოვლიანი თბილისის ქუჩებში. ახლა შესაძლებლობები მეტი გვაქვს, რომ შობას შევხვდეთ სადაც გვსურს და ვისთან ერთადაც გვსურს, მაგრამ გაზაფხულივით დღეებია, ვერაფრით იტყვი, რომ ახალი წელი მოდის. შობა და ახალი წელი ერთადერთი დღესასწაულია, რომელიც მსოფლიოში ალბათ ყველას ერთნაირ სიხარულს ჰგვრის. მე ნოემბრის დასაწყისში უკვე ვიწყებ საახალწლო სამზადისს, ვარჩევ დეკორაციებს, ვწყვეტ რა ფერის უნდა იყოს ამ წელს ნაძვის ხე და სახლის ინტერიერი. ხშირად ვცვლი განათებებს, რაც საოცარ ელფერს მატებს ახალ წელს. განათების ფერს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, გააჩნია რომელ წელს რა განწყობაზე ვარ.

შობა ევროპაში
შობა ევროპაში

– პანდემიამდე ხშირად მოგზაურობდით უცხო ქვეყნებში. გასულ წელს ესტუმრეთ საშობაოდ მორთულ ქალაქებს. გაიხსენეთ თქვენი ვოიაჟი.

– შობა ევროპაში არის ზღაპარი. ისეთი დაუვიწყარი ზღაპარი, რომელიც გაფიქრებინებს, რომ ამის ნახვის გამო ღირდა ცხოვრება. წელს სამი ქვეყანა ვნახე შობას და დავრწმუნდი, რომ საშობაოდ მოწყობილ სივრცეებს, ფანტაზიებს, ადამიანის შესაძლებლობებს არა აქვს საზღვარი. ესპანეთის დედაქალაქში ისეთი საშობაო აურზაური იყო და იმდენი ნაძვის ხე იდგა, თავისუფლად დაიკარგებოდა ადამიანი. ფერადი ნაძვის ხეების რიგი თვალზე ცრემლს და სასიამოვნო ღიმილს გვგვრიდა ყველას. ყველგან საშობაო მუსიკა ისმოდა და საშობაოდ მოწყობილ სივრცეებში ყველა ადამიანს შეეძლო არა მარტო საახალწლო სუფრას მიჯდომოდა, დაეგემოვნებინა კიდეც ცხელი ჩაი და მურაბა. ამდენი ფიფქი, ამდენი ულამაზესი დეკორაცია მართლა არსად მინახავს. ზღაპრული და მართლაც სამეფო იყო ესპანეთის მეფის ფელიპე VI-ის სასახლეში მოწყობილი შობის დროინდელი ბეთლემი და ქალაქის სცენები, რომელიც მეფემ მისი შვილისთვის, ტახტის მემკვიდრის ლეონორისთვის ფლორენციაში შეუკვეთა. მთელი ქალაქი და ყველა ტურისტი მიდის ამ საოცრების დასათვალიერებლად.

მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტო
მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტო

არანორმალურად ლამაზი იყო წინასაშობაოდ პორტუგალის დედაქალაქი ლისაბონიც. ოდნავ ამაღლებული ადგილებიდან საოცარი სანახაობა იშლება მნახველის თვალწინ. შორს ნისლებში მოჩანს ქრისტეს ქანდაკება, რომელიც ბრაზილიაში მდგარი ქრისტეს ქანდაკების ანალოგია და მასზე მხოლოდ ათი მეტრით პატარაა, ნისლებს ქვემოთ – მდინარე ტეჟუ და ატლანტის ოკეანე. ყველა ცენტრალურ მოედანზე დგას გიგანტური, ძალიან დახვეწილი ნაძვის ხეები. თვლა არა აქვს ქალაქში დეკორაციებს და საახალწლო განათებეს. თვით ოკეანერიუმში, რომელიც მსოფლიოს უნიკალურ ოკეანარიუმებს შორის არის, ისეთი საახალწლო განწყობა იდგა, გაოგნებული შევყურებდი. საახალწლო ბაზრობები ხომ სასწაული სანახაობაა. ბედნიერი, ღიმილიანი ადამიანები დიდი გულისყურით არჩევდნენ საახალწლო საჩუქრებს და ფერად ჩანთებში აწყობდნენ. საერთოდ რომ არ გინდოდეს განიცადო რა არის ახალი წელი, ერთხელ იქ გავლა მოგანდომებს შობას ბედნიერად შეხვდე. სპეციალურად ავიღე ტური ლისაბონთან ახლოს სინტრაში სამეფო სასახლის სანახავად. გაოგნებული დავრჩი, გაქვს განცდა, თითქოს მეფე გაგიღებს კარებს და მოგილოცავს ახალ წელს.

შობა ევროპაში
შობა ევროპაში

სადღესასწაულოდ იყო მორთული საფრანგეთის დედაქალაქი პარიზიც. ყველგან ცხელი ღვინის და საშობაო ნამცხვრების სუნი იდგა. საშობაოდ ევროპაში ყველაზე მეტად ბედნიერი სახეების მშურს. ღმერთო რა სიხარულია, როცა ამდენი ადამიანის სახეზე ბედნიერებას ხედავ. როგორ მინდა ოდესმე ჩვენი ქალაქის ქუჩებშიც ვხედავდე ამდენ ბედნიერ ადამიანს. ყველა ცენტრალურ მოედანს თავისი ნაძვის ხე აქვს და თავისი გმირები ჰყავს. ყველაზე ლამაზი ნაძვის ხე კი ლაფაიეტის ცენტრშია. ყოველ წელს ათასობით ადამიანი ელოდება ამ ნაძვის ხის განათებას და არც ერთ წელს ეს ნაძვის ხე ერთნაირი არ არის. ამ სილამაზეს კი უკვდავი ჩაიკოვსკის „მაკნატუნას“ ჰანგები ამშვენებს.

შობა ევროპაში
შობა ევროპაში

ჩემი მოგზაურობის კულმინაცია საშობაო „დისნეილენდი“ იყო. სიტყვებიც არ მყოფნის იმ ემოციების გადმოსაცემად, რაც იქ დამეუფლა. მიუხედავად იმისა, რომ მეორედ მოვხვდი ზღაპარში, მაინც აღფრთოვანებული დავრჩი. იქაურობას ვეძახი სამყაროს, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველა ადამიანმა აუცილებლად უნდა ნახოს. დავაძალებდი კიდეც ადამიანებს, რომ ეს სამყარო ერთხელ მაინც მოინახულონ. კლასიკური ზღაპრების ყველა გმირი – მიკი მაუსის 90 წლის იუბილე, ამ იუბილესთვის სპეციალურად შექმნილი დეკორაციები, საჩუქრები, სამკაულები და უამრავი ნივთები ამშვენებდა იქაურობას. სივრცე, სადაც ყველა ერთნაირად აღფრთოვანებული და ბედნიერია. ციოდა, საკმაოდ ციოდა, მაგრამ ამ სიცივეს სადღესასწაულო მსვლელობის დროს, რომელშიც ზღაპრის გმირები მონაწილეობენ, ათასობით ადამიანსთვის ხელი არ შეუშლია. საღამოს კი დღის დაგვირგვინებაა ლაზერული შოუ. უძლური ვარ, როცა ვცდილობ გადმოვცე ის სიხარული, რაც იქ სუფევდა. ყველამ, ყველამ დაისახეთ მიზნად ერთხელ მაინც მოინახულოთ ელფების, კეთილი ფერიების და სიყვარულის სამყარო.

თამუნა გაჩეჩილაძე
თამუნა გაჩეჩილაძე

– ადამიანებში როგორი განწყობა იგრძნობოდა?

– ის, რისთვისაც ღირს ევროპაში მოგზაურობა, არიან ადამიანები, ბედნიერი, დასვენებული, სიყვარულით აღსავსე სახეები. ვერსად იმდენ ბედნიერ ადამიანს ვერ შეხვდები, რამდენსაც აქ. ხანდახან ღიმილი სიცოცხლესაც შველის, სასოწარკვეთილ ადამიანსაც. ისე მინდა გვიყვარდეს ერთმანეთი, როგორც იქ. რამდენი ხანია აქ ადამიანის სახეებზე კმაყოფილება და ბედნიერება არ მინახავს...

თამუნა გაჩეჩილაძე
თამუნა გაჩეჩილაძე

– როგორ მიულოცავთ შობა–ახალ წელს ქართველ ხალხს?

– ვუსურვებ, რომ ყველას ჰქონდეს სამსახური და სტაბილურობის განცდა, რომ ადამიანი ერთხელ იბადება და ყველამ ისე ვიცხოვროთ, რომ ღირდეს ჩვენი ამ სამყაროში მოსვლა. ყველას მინდა ჰქონდეს სახლი, თბილი კერა და გემრიელი საკვები. ბედნიერი ხალხი მინდა დადიოდეს ჩემი ქალაქის ქუჩებში. იმედია ყოველთვის ოცნება არ იქნება ეს სურვილი და ოდესღაც ჩვენც შევხვდებით ისეთ ახალ წელს, სადაც ყველას ეყვარება, სადაც პატივისცემა და ადამიანის სიცოცხლე უზენაესი ღირებულება გახდება. ბედნიერებას და გამართლებას ვუსურვებ ყველას!..

 

163
ტურისტები

საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 90 პროცენტზე მეტით შემცირდა

49
(განახლებულია 09:43 31.12.2020)
უზბეკეთია ერთადერთი სახელმწიფო, საიდანაც 2020 წლის ნოემბერში უფრო მეტი ვიზიტორი ჩამოვიდა, ვიდრე 2019 წლის ნოემბერში

თბილისი, 31 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში 2020 წლის ნოემბერში 45 363 საერთაშორისო ვიზიტი შესრულდა, რაც გასული წლის ნოემბერთა შედარებით 91,6%–ით ნაკლებია, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

ანგარიშის მიხედვით, 41 139 ვიზიტი საერთაშორისო მოგზაურებმა განახორციელეს სახმელეთო გზით, 3 530 – საჰაერო, 507 – საზღვაო გზითა და 187 – რკინიგზით.

იმ 15 ქვეყნის ჩამონათვალი, საიდანაც საქართველოს ყველაზე ხშირად სტუმრობდნენ

ქვეყანა ვიზიტორთა რაოდენობა პროცენტული ცვლილებები
თურქეთი 17 780 -78,2%
სომხეთი 8 510 -92,7%
საქართველო (არარეზიდენტები) 4 582 -88,6%
აზერბაიჯანი 3 902 -96,6%
რუსეთი 3 788 -95,4%
უზბეკეთი 1 785 +42,6%
უკრაინა 1 177 -90,9%
ბელარუსი 597 -83,5%
ყაზახეთი 531 -94,2 %
ყირგიზეთი 264 -84,3%
აშშ 239 -90,6%
გერმანია 234 -93,6%
ტაჯიკეთი 222 -58,8%
საფრანგეთი 218 -86,7%
ბულგარეთი 209 -70,9%


ამგვარად, ერთადერთი ქვეყანა, საიდანაც 2020 წლის ნოემბერში უფრო მეტი ვიზიტორი ჩამოვიდა, ვიდრე 2019 წლის ნოემბერში, ეს უზბეკეთია (+42,6%).

ტურიზმის სააგენტოს მოჰყავს ასევე 2020 წლის 11 თვის მონაცემები, საიდანაც ჩანს, რომ საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 79,6%–ით შემცირდა, ხოლო სხვა, არატურისტული ვიზიტების რაოდენობა – 84,5%–ით.

49
ბაზრობა

როდის განახლდება სავაჭრო ცენტრების, სკოლებისა და ტრანსპორტის მუშაობა სამ დიდ ქალაქში

0
(განახლებულია 13:37 22.01.2021)
დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ხუთ დიდ ქალაქში 1 თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება.

თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. სამ დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები მუშაობას 1 თებერვლიდან განაახლებენ, განაცხადა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე.

ამასთან, ყველა ქალაქში, მათ შორის თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში ღია და დახურული ტიპის ბაზრობები მუშაობას 15 თებერვლიდან განაახლებენ.

თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა 1 მარტიდან იგეგმება, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე სკოლები 1 თებერვლიდან განაახლებენ ფუნქციონირებას.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ხუთ დიდ ქალაქში – ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში 1 თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება.

ასევე ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში თებერვლის განმავლობაში შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს ტრანსპორტი, ხოლო კვების ობიექტები და მაღაზიები დისტანციურად გააგრძელებენ მუშაობას.

ამასთან, საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვა გადაადგილებაზე 21:00 სააათიდან 05:00 საათამდე 1 მარტამდე ძალაში რჩება.

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები