აღმოაჩინე საქართველო: სალომე ზურაბიშვილი რაჭა-ლეჩხუმს ეწვია

© photo: Salome Zourabichvili / FBსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტი თანამემამულეებს მოუწოდებს, მიბაძონ მის მაგალითს, მეტი იმოგზაურონ ქვეყანაში და „აღმოაჩინონ საქართველო".

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღფრთოვანებულია რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობით და მოქალაქეებს მოუწოდებს, მიბაძონ მის მაგალითს და ეს ზაფხული უჩვეულო ადგილების აღმოჩენას დაუთმონ.

ეს სალომე ზურაბიშვილის პირველი მოგზაურობა არაა ქვეყანაში მას შემდეგ, რაც 15 ივნისს საქართველოში ოფიციალურად გაიხსნა შიდა ტურიზმი.

ზემო აჭარა აქტუალობას არ კარგავს: ჩირუხის მთა ტურისტული ცენტრი გახდება>>

„ფაქტია, რომ საქართველოს ყველა რეგიონსა და მხარეში ბევრი არაჩვეულებრივი ადგილია აღმოსაჩენი. მინდა ყველას მოვუწოდო, გამოიყენონ ეს ზაფხული. როცა ბევრს სხვაგან წასვლა არ შეუძლია, საქართველოში მოგზაურობა შესაძლებელია, ამით ვისარგებლოთ და აღმოვაჩინოთ ეს ფანტასტიკური ადგილები", – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ფარგლებში ზურაბიშვილი ცაგერის რაიონს ეწვია, სადაც უნიკალური კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი ლაშიჭალა მოინახულა.

უცხოელი ტურისტები - Sputnik საქართველო
როგორ მოემსახურებიან ტურისტებს საქართველოში: ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები

პრეზიდენტმა ცაგერში მურის ციხე და ორბელის გადმოსახედი დაათვალიერა. პირადად გაიარა მურის ციხეებთან დამაკავშირებელი ბილიკები, აღნიშნულია პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

პრეზიდენტი ასევე ეწვია ისტორიულ მრავალეროვნულ სოფელ ლაილაშს, სადაც ქართველებთან ერთად ბერძნები, ებრაელები და სომხები ცხოვრობდნენ.

„არა მხოლოდ თბილისსა და ქუთაისში, არამედ აქაც ერთად ცხოვრობდნენ ებრაელები, ქართველები, სომხები – ეს ჩვენს კულტურაზე მეტყველებს", – განაცხადა ზურაბიშვილმა.

„აღმოაჩინე ის, რაც შენია“ – რას ითვალისწინებს შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია>>

სალომე ზურაბიშვილი ესტუმრა ლეჩხუმის რაიონის სოფელ ქვემო ღვირიშს და ხორბლის ქართული ენდემური ჯიშების ყანები დაათვალიერა.

საქართველოში 15 ივნისიდან ოფიციალურად გაიხსნა შიდა ტურიზმი. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ივნისის ბოლოს პოსტპანდემიურ პერიოდში შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად დაიწყო ახალი კამპანია „აღმოაჩინე ის რაც შენია და იმოგზაურე საქართველოში".

ყველა ახალი ამბავი
0