ბორჯომი

ბორჯომი სტუმრებს სიურპრიზს უმზადებს

183
(განახლებულია 17:14 23.06.2020)
ეს ყველაფერი შიდა ტურიზმის წახალისების მიზნით კეთდება. ბორჯომი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია პანდემიის პირობებში დასასვენებლად.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ბორჯომის კურორტზე ზაფხულის სეზონი გაიხსნა და შიდა ტურიზმის წასახალისებლად ქალაქის ხელისუფლებამ ცენტრალურ პარკში შესვლის გადასახადი 2020 წლის ბოლომდე გააუქმა, ნათქვამია პარკის განცხადებაში.

ბორჯომის ცენტრალურ პარკს, ბუნებრივი მინერალური წყლისა და უნიკალური ლანდშაფტის წყალობით, ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტი წლის არც ერთ სეზონზე არ აკლია.

საკურორტო სეზონს ქალაქი განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდა. ორშაბათს გაიხსნა ცენტრალური პარკისკენ მიმავალი ახალი ხიდი, რომელიც ვიზუალურად ქალაქის არქიტექტურულ სტილს კარგად ერწმის.

საქმე ისაა, რომ ძველი ხიდი ავარულ მდგომარეობაში იყო და მისით სარგებლობა ბოლო წლებში დიდ საშიშროებას წარმოადგენდა.

„ბორჯომის“ დროა: ცნობილმა კურორტმა გადარჩენაზე უნდა იზრუნოს – ვიდეო>>

კურორტის უმთავრესი სიმდიდრე ვულკანური წარმოშობის მინერალური წყალია, რომლის სამკურნალო თვისებები მთელ მსოფლიოშია ცნობილი.

183
ბათუმის საბაგირო

ტურისტების მოლოდინში: აჭარაში 180-მდე სასტუმრო შეამოწმეს

74
ბათუმში ამუშავდა საბაგირო და დელფინარიუმი, სტუმრებისთვის უკვე გახსნილია რეგიონში არსებული ეროვნული პარკები

თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. აჭარაში სამუშაო პროცესის აღსადგენად აუცილებელი შემოწმება 180 სასტუმროში ჩატარდა, განუცხადეს Sputnik-საქართველოს აჭარის კურორტებისა და ტურიზმის დეპარტამენტში.

მათ შორის არის როგორც მაღალი კლასის ბრენდული სასტუმროები, ისე დაბალბიუჯეტიანი და ოჯახური ტიპის მცირე სასტუმროები.

იმ სასტუმროების სია, რომლებმაც შემოწმება გაიარეს, აჭარის კურორტებისა და ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტულ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. სია ყოველდღე ახლდება და მას ახალი შემოწმებული სასტუმროები ემატება.

სამთვიანი პაუზის შემდეგ ამუშავდა ბათუმის საბაგირო, რომელიც ტურისტებს სპეციალური აქციის ფარგლებში ფასდაკლებას სთავაზობს.

მუშაობას აგრძელებს ასევე ბათუმის დელფინარიუმი, სადაც დელფინების შოუს ნახვა შესაძლებელია სამშაბათობით, შაბათობით და კვირაობით 16:00 საათზე.

რეგიონის სტუმრებს შეუძლიათ დაათვალიერონ აჭარის ეროვნული პარკები, ბოტანიკური ბაღი და სხვა ტურისტული ადგილები. ზღვაზე დასვენების მოყვარულთათვის ნებადართულია აქტივობები წყალზე, აღნიშნავენ დეპარტამენტში.

კორონავირუსი და ფასები: ყველაფერი გაძვირდა, ეს – გაიაფდა >>

საქართველოს ტურისტული ინდუსტრიისთვის კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად აუცილებელი გახდა სავალდებულო ნორმატივების დაწესება. ეს ნორმები მოიცავს სოციალური დისტანციის დაცვას, დეზინფექციას, სივრცეების დალაგების ახალ წესებს და სხვა მოთხოვნებს.

ყველა სასტუმრომ, რომელსაც მუშაობის გაგრძელება სურს, უნდა დაიცვას დამტკიცებული რეკომენდაციები და ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირდეს, შემდეგ კი შრომის ინსპექციის შემოწმება გაიაროს.

როგორც პანდემიის გამო დაკეტილი სხვა ობიექტებისთვის, სასტუმრო სექტორისთვისაც მუშაობის ახალი წესები შემუშავდა. კერძოდ, ტურისტებს სასტუმროში გადაადგილება პირბადეებით მოუწევთ, ასევე სოციალური დისტანციის დაცვით. რესტორნებში, მათ შორის, სასტუმროების რესტორნებში მაგიდებს შორის ორმეტრიანი დისტანცია უნდა იყოს, ხოლო ერთ მაგიდასთან ექვს ადამიანზე მეტი არ უნდა იჯდეს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება კვების ობიექტების მდგომარეობაზე, ასევე ნომრების დალაგების, აუზების გაწმენდისა და სხვა სპეციფიკაზე.

სიხარულით, მაგრამ პირბადეებით – რა წესების დაცვა მოუწევთ სასტუმროებსა და მათ სტუმრებს >>

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შეიმუშავა ტრენინგ-პროექტი, რომელიც ივნისში დაიწყო. ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენელ ნებისმიერ მსურველს შეუძლია ტრენინგებში მონაწილეობა და ახალ პირობებში მუშაობის შესახებ აუცილებელი ინფორმაციის უფასოდ მიღება.

74
თემები:
ტურიზმი საქართველოში
მაია ცქიტიშვილი

ქვეყანა მხოლოდ უცხოელ ტურისტებზე ვერ იქნება დამოკიდებული ცქიტიშვილი

69
(განახლებულია 09:59 15.07.2020)
კორონავირუსმა აჩვენა, როგორ სჭირდება ქვეყანას მაგისტრალები და გამართული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, განაცხადა მინისტრმა.

თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. კორონავირუსმა აჩვენა, რომ შიდა ტურიზმი აუცილებელია და ქვეყანა მხოლოდ უცხოელ ტურისტებზე ვერ იქნება დამოკიდებული, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

გახარია: ჩვენ ვიწყებთ შიდა ტურიზმის მხარდაჭერას, ხელახლა უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენი სამშობლო>>

ცქიტიშვილმა შიდა სახელმწიფო გზების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მაგალითად აღნიშნა თბილისისა და რაჭის დამაკავშირებელი გზა, რომელიც ამ კუთხეში ჩასვლის დროს საათ-ნახევრით ამცირებს.

„როდესაც ვსაუბრობთ „კოვიდზე“, ალბათ „კოვიდმა“ ძალიან კარგად გამოაჩინა, რა შეიძლება იყოს პრიორიტეტები. ჩვენ ყველამ დავინახეთ, რომ, თურმე, შიდა ტურიზმი აუცილებელი ყოფილა. აუცილებელია, რა თქმა უნდა, უცხოელი ტურისტების რაოდენობის ზრდა, მაგრამ არ შეიძლება ქვეყანა იყოს დამოკიდებული მხოლოდ უცხოელ ტურისტებზე“, – განაცხადა ცქიტიშვილმა „პირველი არხის“ ეთერში.

მისი თქმით, სამინისტროს გრძელვადიანი გეგმები აქვს, მაგალითად, ახალი საერთაშორისო მაგისტრალის მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე, აღმოსავლეთი–დასავლეთის საავტომობილო გზის მშენებლობა. კორონავირუსმა აჩვენა, თუ როგორ სჭირდება ქვეყანას ამ ტიპის მაგისტრალი, გამართული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკური ჯაჭვის დალაგებული მუშაობა, განსაკუთრებით, საგანგებო მდგომარეობის დროს, აღნიშნა მინისტრმა.

მაია ცქიტიშვილი: პროექტის ერთ-ერთი ამოცანა იყო, ხელი შეგვეწყო ქართული კომპანიებისთვის>>

საქართველოში შიდა ტურიზმი ოფიციალურად 15 ივნისს გაიხსნა. ქვეყნის ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, დაისვენონ სამშობლოში და ქვეყანას ამ სფეროში დაეხმარონ.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ივნისის ბოლოს პოსტპანდემიურ პერიოდში შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად დაიწყო ახალი კამპანია „აღმოაჩინე ის, რაც შენია და იმოგზაურე საქართველოში".

ტრადიციულ ტურისტულ მიმართულებებთან ერთად ტურიზმის ადმინისტრაცია პოპულარიზაციას გაუწევს ახალ საინტერესო ტურისტულ პროდუქტებსა და აქტივობებს რეგიონებში. უწყების ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის აზრით, ეს ხელს შეუწყობს სასტუმროების, კვების ობიექტების, სატრანსპორტო კომპანიების, გიდების ინსტიტუტის განვითარებას. 

ტურისტული სფერო კორნავირუსის პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა, რადგან საქართველოს მთავრობამ მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად მარტში ყველა საზღვარი დაკეტა.

თენგიზ ცერცვაძე: საქართველო საზღვრების გახსნას თუ გაუძლებს, ეს იქნება...>>

ქვეყანაში მოგზაურობისას ვიზიტორებმა უსაფრთხოების წესები და ზოგიერთი შეზღუდვა უნდა დაიცვან, მათ შორის, დახურულ სივრცეებში, სერვის-ცენტრებსა და მღვიმეებში პირბადის ტარება. სავიზიტო ცენტრებში ერთდროულად მაქსიმუმ ხუთი ადამიანის ყოფნაა დაშვებული. აუცილებელია ორმეტრიანი დისტანციის დაცვა და პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვა.

69
თემები:
ტურიზმი საქართველოში
თბილისის ინფექციური საავადმყოფო

კორონავირუსის ახალი შემთხვევები და ინფიცირების წყაროები

0
(განახლებულია 14:50 15.07.2020)
ბოლო დღე–ღამეში გამოვლენილი კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევიდან სამი სატვირთო ავტომობილის მძღოლია

თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. გასულ დღე–ღამეში საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოცლინდა, აქედან სამი შემოტანილი შემთხვევაა, ხოლო ერთი პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

კორონავირუსი საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში>>

ინფექციონისტის თქმით, ერთი პაციენტის ინფიცირების წყაროს დასადგენად უფრო ღრმა ეპიდემიური კვლევა მიმდინარეობს. ეს შემთხვევა თბილისში გამოვლინდა. ახალი ინფიცირებულებიდან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

„ერთი სომხეთიდან და ორი ყირგიზეთიდან შემოტანილი შემთხვევაა. სამივესთან დადასტურებულია დიაგნოზი საკარანტინო სივრცეში კონტროლის პერიოდში. მათი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, მხოლოდ ერთთან აღინიშნება პნევმონია და ისიც არა მძიმე“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამ ჟამად COVID–ცენტრებში 115 პაციენტი მკურნალობს.

საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განთავსებული უახლესი ინფორმაციით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ოთხით გაიზარდა და 1003-ს მიაღწია.

ამავე დროს, კლინიკებიდან ვირუსისგან განკურნებული სამი პაციენტი გაეწერა. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა 873, გარდაიცვალა 15 ადამიანი.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე, მათ შორის 28 – სამხედრო მოსამსახურე.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5640, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 244 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში