Lonely Planet: „მწვანე ბარათი" საქართველოს, საბერძნეთს, პორტუგალიას, ხორვატიას, რუმინეთს

© Sputnik / STRINGERუშგული
უშგული - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტურისტული გამოცემის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 260-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე ევროპის ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებში.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველო 1 ივლისიდან საზღვრებს რამდენიმე ქვეყნისთვის გახსნის და როგორც მოგზაურთა, ისე საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით რიგ ზომებს გაატარებს, წერს ცნობილი ტურისტული გამოცემა Lonely Planet.

სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა - Sputnik საქართველო
„საქსტატი“ შიდა ტურიზმის შესახებ: რა მიზნით მოგზაურობენ მოქალაქეები ქვეყნის შიგნით

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, დღეს ტურისტებისთვის მთავარი კითხვა ისაა, რომელი მიმართულებაა ყველაზე უსაფრთხო მოგზაურობისთვის. მაგალითად მოყვანილია ტურისტული გამოცემის European Best Destination (EBD) სტატია, სადაც გამოქვეყნებულია ანგარიში რამდენიმე შესაფერისი ვარიანტის აღწერით.

ყურადღების ცენტრშია კორონავირუსისგან ნაკლებად დაზარალებული ტურისტული მიმართულებები, რომლებმაც რესტორნებში, სასტუმროებსა და სავაჭრო ობიექტებში ჰიგიენის წესების დაცვისთვის სპეციალური პროტოკოლები შეიმუშავეს.

სტატიის თანახმად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 260-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე ევროპის ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებში.

„მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში კორონავირუსის ნაკლები შემთხვევებია დაფიქსირებული. ქვეყანამ სწრაფად მიიღო საპასუხო ზომები და, კვლევის თანახმად, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 260-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ევროპის ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებში. საქართველო 1 ივლისიდან ზოგიერთი ქვეყნისთვის საზღვარს გახსნის და საკუთარი მოქალაქეებისა და ტურისტების უსაფრთხოების მიზნით რიგ ზომებს გაატარებს", – წერს Lonely Planet-ის ჟურნალისტი ჯეიმს გაბრიელ მარტინი.

საქართველოს გარდა, პუბლიკაციაში საუბარია საბერძნეთზე, პორტუგალიაზე, ხორვატიასა და რუმინეთზე.

ყველა ახალი ამბავი
0