ტურიზმის გამოწვევები: როდის და საიდან უნდა ელოდოს ტურისტებს საქართველო

© Sputnik / Viktor Kaminskyგაზაფხული თბილისში
გაზაფხული თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებულმა პანდემიამ მსოფლიო ტურიზმს დიდი ზარალი მიაყენა, მათ შორის საქართველოსაც. სამთვიანი კარანტინის შემდეგ ახლა ეტაპობრივად იხსნება შეზღუდვები და ქვეყანა ჩვეულ რიტმს ნელ-ნელა უბრუნდება.

როგორ გეგმავენ ტურისტული კომპანიები ტურისტთა მოზიდვას, რა გეგმები და მოლოდი აქვთ ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, ამის შესახებ ტურისტული კომპანია „გუდ თრეველის“ დირექტორი სოფიო ნაცვლიშვილი გვესაუბრა. 

© photo: courtesy of Sophio Natsvlishviliსოფიო ნაცვლიშვილი
ტურიზმის გამოწვევები: როდის და საიდან უნდა ელოდოს ტურისტებს საქართველო - Sputnik საქართველო
სოფიო ნაცვლიშვილი


- ალბათ როგორც ყველა, თქვენც მოუმზადებელი შეხვდით პანდემიას. რა გავლენა იქონია ამ პერიოდმა თქვენზე?

- რა თქმა უნდა, როგორც ყველა, ჩვენც მოუმზადებელი შევხვდით არსებულ სიტუაციას. გავლენა და ეფექტები სერიოზულად დამაზიანებელი იყო ზოგადად ყველასთვის და განსაკუთრებით ჩვენი სფეროსთვის. პირველი პრობლემები წარმოიქმნა გაუქმებული ჯავშნების სახით. მოგვიწია აბსოლუტურად ყველა გაზაფხული–ზაფხულის შეკვეთის გაუქმება. ეს შეეხო პირველ რიგში ავიაბილეთებს, სასტუმროებს, ტრანსფერებს და ასევე სრულ პაკეტებს. სიტუაციას ამძაფრებდა ის ფაქტი, რომ რიგი ავიაკომპანიები და სასტუმროები საწყის ეტაპზე (საგანგებო მდგომარეობამდე) უარს აცხადებდნენ თანხის დაბრუნებაზე, რამაც დიდი პრობლემები შეუქმნა ბევრ ტურისტულ კომპანიას და, მათ შორის, ჩვენც. სერიოზულ ზარალს განიცდის ტურიზმის სფერო, რაც, ვფიქრობ, გასათვალისწინებელია სახელმწიფო ორგანოების მიერ.

თბილისი - Sputnik საქართველო
ტურისტების მოლოდინში: რა კრიტერიუმების დაკმაყოფილებას ითხოვს ესტონეთი

- დღეს უკვე ეტაპობრივად იხსნება შეზღუდვები. რა გეგმები გაქვთ ზაფხულის სეზონისთვის, როგორ გეგმავთ ტურისტების მოზიდვას?

- კომპანია „გუდ თრეველის“ მთავარი მიმართულება არის გამყვანი ტურიზმი. ჩვენი მომხმარებლები არიან ძირითადად საქართველოს მოქალაქეები. ამ ეტაპისთვის მოლოდინის რეჟიმში ვართ, ველოდებით ინფორმაციებს რიგი ქვეყნებიდან, თუ რა მოთხოვნებს და კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ქართველი ტურისტი უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლისას. 

© photo: courtesy of Good Travelტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი"
ტურიზმის გამოწვევები: როდის და საიდან უნდა ელოდოს ტურისტებს საქართველო - Sputnik საქართველო
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი"

- ადგილობრივ ტურიზმზე რას გვეტყვით, ტუროპერატორებმა თუ დაიწყეს უკვე მუშაობა?

- მიუხედავად იმისა, რომ „გუდ თრეველის” ძირითადი მიმართულება გამყვანი ტურიზმია, წელს ვფიქრობთ შიდა ტურიზმზე გავაკეთოთ აქცენტი. ვგეგმავთ აქტიურად ჩავებათ შიდა მიმართულებებზე.

 Airzena - Georgian Airways - Sputnik საქართველო
ავიაბილეთები საქართველოში – როგორი იქნება საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის წესები

- ზაფხულის სეზონზე სად შეიძლება დავისვენოთ უსაფრთხოდ, ზოგადად რამდენად უსაფრთხოა მოგზაურობა საქართველოში?

- საქართველო, როგორც უკვე ყველასთვის ცნობილია, გამოცხადებულია ე.წ. მწვანე ზონად და, შესაბამისად, ჩვენი ქვეყანა ნაკლები საფრთხის შემცველია ტურისტებისთვის. მთავარია ყველამ, როგორც ტურისტმა ასევე მასპინძელმა, სრულად დაიცვას სახელმწიფოს მიერ მოწოდებული რეკომენდაციები.

- რა აუცილებელი წესები უნდა დაიცვან ადამიანებმა სხვადასხვა რეგიონში, კურორტებზე დასვენების დროს?

- წესების ზუსტი ჩამონათვალი გაიცემა უახლოეს მომავალში სახელმწიფოს მიერ, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად ამუშავებს. ამის შესახებ უკვე განაცხადა ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და ყველა ტურისტული ობიექტი გადამზადდება ამ მოთხოვნების შესაბამისად.

ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო
ტურიზმი პირბადით: რა გამოწვევების წინაშეა სექტორი კორონავირუსის პანდემიის გამო 

- როგორ ფიქრობთ, არიან მზად სასტუმროები დამსვენებელთა მისაღებად?

- როგორც მასმედია გადმოსცემდა, კარანტინის დროს საქართველოს ტერიტორიაზე სრული წესების დაცვით იმუშავა ბევრმა სასტუმრომ და მიიღო უცხოეთიდან ჩამოსული ათასობით ჩვენი თანამემამულე. თავისთავად ეს ფაქტი გვაძლევს იმედს, რომ მოთხოვნილი ნორმები დაცული იქნება მომავალშიც. ვფიქრობთ, შესაბამისი ორგანოები გააკონტროლებენ  ტურისტებისთვის სასტუმროს უსაფრთხო ფუნქციონირებას.

- ფასები თუ შეიცვალა შარშანდელთან შედარებით?

- ამ ეტაპისთვის ვერ გავცემთ ინფორმაციას ფასებთან დაკავშირებით, რადგან ჯერ მოთხოვნები ნალებად გვაქვს ტურისტებისგან. ანალიზის გაკეთებას შევძლებთ მოგვიანებით, როცა ჯავშნები შემოვა კომპანიაში. 

© photo: courtesy of Good Travelტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი"
ტურიზმის გამოწვევები: როდის და საიდან უნდა ელოდოს ტურისტებს საქართველო - Sputnik საქართველო
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი"

- თქვენ რა მოლოდინი გაქვთ ამ სეზონთან დაკავშირებით?

- თავისთავად არსებული სიტუაცია დიდ გავლენას მოახდენს წლევანდელ სეზონზე და მოლოდინიც, შესაბამისად, ნაკლები გვაქვს, ჩვენდა სამწუხაროდ. თუმცა ვიმედოვნებთ, რომ არსებული სიტუაცია დიდხანს არ გაგრძელდება და ვუსურვებთ ჩვენს ქვეყანას და ასევე მთელ სამყაროს ამ აგონიიდან დროულ გამოსვლას.

 

ყველა ახალი ამბავი
0