ძველი თბილისი

როგორ მიიღებს საქართველო ტურისტებს: გახარიამ დეტალებზე ისაუბრა

134
(განახლებულია 20:15 19.05.2020)
მთავრობის გეგმის მიხედვით, საქართველოში ჩამოსული ტურისტები იმ კურორტებსა და სასტუმროებში დაისვენებენ, რომლებიც კორონავირუსის პერიოდში მუშაობდნენ – წყალტუბოში, ბორჯომში, აბასთუმანში, ბაკურიანში, გუდაურში, ბათუმში და ა.შ.

თბილისი, 19 მაისი - Sputnik. საერთაშორისო ტურისტებისთვის საზღვრების გახსნამდე საქართველომ რიგ ქვეყნებთან ორმხრივ შეთანხმებას უნდა მოაწეროს ხელი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან კახეთის რეგიონში გამართულ შეხვედრაზე. 

საქართველო 1 ივლისიდან საერთაშორისო ტურისტების მიღებას გეგმავს. საქართველოში ჩამოსული ტურისტები ე.წ. „მწვანე ზონებში“ დაისვენებენ, სადაც უზრუნველყოფილი იქნება სრული უსაფრთხოება როგორც დამსვენებლებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ტურისტული სექტორი და სასტუმროები უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ სპეციალურ რეკომენდაციებს მიიღებენ.

„ჩვენ ყველა ქვეყანასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რათა საქართველომ შეძლოს გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც სტუმრების მიღებას შეძლებს. ე.წ. „სუფთა დერეფნების“ შექმნასა და „მწვანე ზონების“ გამოცხადებასთან დაკავშირებით ბევრ მათგანთან ორმხრივი შეთანხმების გაფორმება მოგვიწევს“, – განაცხადა გახარიამ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, 60–70 ქვეყანაში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ტურისტების მოსაზიდად ყველა ინსტრუქციას ხვალიდან მიიღებენ. 

მთავრობის გეგმის მიხედვით, საქართველოში ჩამოსული ტურისტები იმ კურორტებსა და სასტუმროებში დაისვენებენ, რომლებიც კორონავირუსის პერიოდში მუშაობდნენ – წყალტუბოში, ბორჯომში, აბასთუმანში, ბაკურიანში, გუდაურში, ბათუმში და ა.შ.

პანდემიის გამო ახალი გამოწვევების ფონზე ხელისუფლების მიერ შემუშავებული კონცეფციის თანახმად, საქართველო იმიჯს შეიცვლის და პოზიციონირდება როგორც უსაფრთხო ქვეყანა.

ტურისტების მიღებამდე საქართველოს ხელისუფლება ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჯანმოს მიერ რეკომენდებული უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვას უზრუნველყოფს.

ეს შეეხება როგორც აეროპორტებსა და საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს, ისე სასტუმროებს, გიდების მომსახურებას, კვების ობიექტების, ასევე ნებისმიერი სახეობის ტრანსპორტის მუშაობას.

134
თემები:
ტურიზმი საქართველოში (259)
ტურისტები ქალაქის ისტორიულ ნაეილში

ტურისტების ჩამოსვლა კვლავ შეიძლება გადაიდოს?

34
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დაასახელა ის მიზეზები, რომელთა გამოც ხელისუფლება არ ჩქარობს რეგულარული ავიამიმოსვლის განახლებას

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. ტურისტების მოსალოდნელი რაოდენობა, რომლებიც შეიძლება ჩამოვიდნენ საქართველოში წლის ბოლომდე, არის ძალიან მცირე, ხოლო კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით რისკი საკმაოდ მაღალია, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ბრიფინგზე მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

ევროკავშირმა საქართველო შეიყვანა ევროკავშირის არაწევრი 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში, რომელთათვის საზღვრებს 15 ივლისიდან ხსნის. საქართველო თავის ცას კონკრეტული ავიაკომპანიებისთვის 1 ივლისიდან ხსნის მიუხედავად იმისა, რომ რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენა 1 აგვისტომდე გადაიდო. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, საქართველოს მთავარი საზრუნავია მოქალაქეების ჯანმრთელობა და სწორედ ამით იყო განპირობებული გადაწყვეტილება რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენის გადავადების შესახებ.

„მაგალითს მოგიყვანთ. ჩვენ სავარაუდოდ 10 მილიონ ტურისტს ველოდებოდით წელს, 50 000 რომ შემოვიდეს წლის ბოლომდე, უბრალოდ განცდისთვის გეუბნებით, ეს პრაქტიკულად არის ზღვაში წვეთი ეკონომიკისთვის. მათი ერთი პროცენტიც რომ ინფიცირებული იყოს, საკმაოდ სერიოზული გავრცელება შეიძლება, გამოიწვიოს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო საერთოდ არცერთ ქვეყანასთან არ გახსნის მიმოსვლას.

„ეს ნიშნავს, რომ სიფრთხილით მოვეკიდებით და შევეცდებით, რომ სწორედ ის ქვეყნები, ან მიმოსვლის ის წესი შეირჩეს, იქნება ეს ტესტირება, თუ სხვა ტიპის უსაფრთხოების წესები ისე დადგინდეს, რომ, პირველ რიგში, ავიცილოთ ეპიდემიოლოგიური აფეთქება და მეორე რიგში, ხელი შევუწყოთ მიმოსვლას. ეს არის ძირითადი პრინციპი, რომელიც ამ ეტაპისთვის ადეკვატური პრინციპია. დარწმუნებული ვარ, შემდეგი ერთი-ორი თვისთვის ეს ადეკვატური მიდგომა იქნება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მინისტრის თვალსაზრისით, იმის მიხედვით, ზოგადი სიტუაცია როგორ განვითარდება მსოფლიოში, საქართველო გაცილებით უფრო გახსნილი შიძლება გახდეს და ნაკლები სიფრთხილით მოეკიდოს ამ საკითხს.

მოლაპარაკებები ევროპის ქვეყნებთან

საქართველო ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებთან საზღვრების ორმხრივი გახსნის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, განაცხადა ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. მან აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებების მიღების ტემპი ეპიდსიტუაციის შესაბამისი უნდა იყოს.

შედარებისთვის დიპლომატმა მოიყვანა გერმანიის, უნგრეთის და ბალტიის ქვეყნების მაგალითი, რომლებმაც უკვე განაცხადეს თავისი საზღვრების გახსნის შესახებ, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვისაც.

„გერმანიამ გამოაცხადა, რომ არანაირ წინაპირობას არ აყენებს, თუმცა იქ შეიძლება, რაღაც წესები დაწესდეს, თუმცა ის უშვებს და ემორჩილება რეკომენდაციას, რომელიც ევროკავშირმა მიიღო. ასევე, ბალტიისპირეთის ქვეყნები, უნგრეთი. ის ქვეყნები, რომლებმაც უკვე გამოაცხადეს, რომ მზად არიან, ბუნებრივია, მათთან უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ჩვენი გადაწყვეტილებაც საზღვრის კვეთის წესებთან დაკავშირებით იქნება ორმხრივად შეთანხმებული“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ავსტრია ჯერ არ ხსნის საზღვარს ევროკავშირის მიერ რეკომენდებულ სიაში შემავალი 15 ქვეყნისთვის. მისი თქმით, შვედეთი, დანია და ბულგარეთი ჯერ ფიქრობენ გადაწყვეტილებაზე.

ესპანეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრებს ხსნის >>

გარდა ამისა, ზალკალიანმა განაცხადა, რომ საქართველო ელოდება რამდენიმე ქვეყნიდან ინფორმაციას იმის შესახებ, როგორი რეჟიმი იმოქმედებს საქართველოს მიმართ. აქედან გამომდინარე გადაწყვეტილება, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლება მიიღებს მათ მიმართ, სარკისებური იქნება.

34
თემები:
ტურიზმი საქართველოში (259)

მთაწმინდის პარკი პანდემიის დროს: როგორ გამოიყურება პოპულარული დასვენების ადგილი ფოტო

91
(განახლებულია 21:26 01.07.2020)
  • დღის მეორე ნახევრამდე მთაწმინდის პარკში თითქმის არავინაა
  • დღის პირველ ნახევარში, იშვიათად მოდიან სტუმრები
  • ავტომობილების პარკინგიც ცარიელია. აქ ახლა დილაობით ძროხები სეირნობენ
  • მიუხედავად იმისა, რომ აქ სტუმრები იშვიათად მოდიან, პარკი მუდამ სუფთა და მოწესრიგებულია
  • სტუმრების აქტიურობაზე აისახა ისიც, რომ ქვეყანაში ახლა ტურისტები თითქმის არ არიან. ისინი პარკის სტუმრების დიდ ნაწილს შეადგენდნენ
  • თუმცა თბილისელებსაც არანაკლებ უყვართ მთაწმინდის პარკი
  • ახლა კაფეები, რესტორნები და გასართობი დაწესებულებები დაკეტილია
  • კვების ობიექტები მუშაობას დღის მეორე ნახევარში იწყებენ
  • დილის 11-12 საათიდან პარკში მუშაობას იწყებენ სანაყინეები და ყავის მაღაზიები
  • პანდემიის გამო ატრაქციონები კვლავ უფუნქციოდაა დარჩენილი
  • ზოგიერთი საერთოდ შეფუთულია გაურკვეველი დროით
  • ზოგიც უბრალოდ გამორთულია
  • ადრე ამ სკამებზე ყოველთვის ისხდნენ დამსვენებლები
  • ამბობენ, რომ საღამოობით აქ უამრავი ადამიანია და საპარკინგე ადგილებიც მთლიანად შევსებულია
  • ფუნიკულიორთან ხედისათვის მოწყობილ მოედანზე არავინაა. როგორც წესი, აქედან ტურისტები თბილისის ფონზე უამრავ ფოტოსა და ვიდეოს იღებენ ხოლმე
  • მოულოდნელად აქ გამოჩნდა ქალი სამედიცინო ნიღბით, რომელიც დიდხანს უყურებდა ქალაქს
  • დაახლოებით 13:00 საათზე რესტორნის პერსონალი მაგიდებისა და სკამების დეზინფექციას იწყებს და სტუმრების მისაღებად ემზადება
  • მაგრამ შუა დღისას ასეთი სურათის შემხედვარე, რთული დასაჯერებელია, რომ რამდენიმე საათში აქ უამრავი ხალხი იქნება
  • პარკის ტერიტორიაზე ასევე არის ქორწინების სახლიც, თუმცა ახლა კლიენტები თითქმის საერთოდ არ არიან
  • რა თქმა უნდა, აქ დილითაც არიან სტუმრები, თუმცა ისინი ერთმანეთისგან დისტანციის დაცვას ცდილობენ
  • ფოტო გადაღებულია ფუნიკულიორის სადგურთან. აქ ადრე სტუმრების რიგები შენობის გარეთაც კი გროვდებოდა ხოლმე
თბილისელებისა და ქალაქის სტუმრების საყვარელი მთაწმინდის პარკი დღის პირველ ნახევარში ცარიელია. ადრე აქ დღის ნებისმიერ დროს უამრავი სტუმარი იყო ხოლმე, ახლა კი დილითა და შუადღით ვერავის შეხვდებით. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ როგორ გამოიყურება პარკი.

მთაწმინდის პარკში კორონავირუსის პანდემიის გამო დაიკეტა ყველა კაფე, ბარი და რესტორანი, ატრაქციონები და კარუსელები, ასევე სხვა გასართობი და სავაჭრო ობიექტები. ამჟამად პარკი სიცოცხლეს ნელ-ნელა უკვე იბრუნებს. თუმცა დილაობით პარკში თითქმის არავინაა, მიუხედავად იმისა, რომ აქ, დანარჩენ თბილისთან შედარებით, საგრძნობლად გრილა.

91
  • დღის მეორე ნახევრამდე მთაწმინდის პარკში თითქმის არავინაა
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    დღის მეორე ნახევრამდე მთაწმინდის პარკში თითქმის არავინაა

  • დღის პირველ ნახევარში, იშვიათად მოდიან სტუმრები
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    დღის პირველ ნახევარში, იშვიათად მოდიან სტუმრები

  • ავტომობილების პარკინგიც ცარიელია. აქ ახლა დილაობით ძროხები სეირნობენ
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ავტომობილების პარკინგიც ცარიელია. აქ ახლა დილაობით ძროხები სეირნობენ

  • მიუხედავად იმისა, რომ აქ სტუმრები იშვიათად მოდიან, პარკი მუდამ სუფთა და მოწესრიგებულია
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    მიუხედავად იმისა, რომ აქ სტუმრები იშვიათად მოდიან, პარკი მუდამ სუფთა და მოწესრიგებულია

  • სტუმრების აქტიურობაზე აისახა ისიც, რომ ქვეყანაში ახლა ტურისტები თითქმის არ არიან. ისინი პარკის სტუმრების დიდ ნაწილს შეადგენდნენ
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    სტუმრების აქტიურობაზე აისახა ისიც, რომ ქვეყანაში ახლა ტურისტები თითქმის არ არიან. ისინი პარკის სტუმრების დიდ ნაწილს შეადგენდნენ

  • თუმცა თბილისელებსაც არანაკლებ უყვართ მთაწმინდის პარკი
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    თუმცა თბილისელებსაც არანაკლებ უყვართ მთაწმინდის პარკი

  • ახლა კაფეები, რესტორნები და გასართობი დაწესებულებები დაკეტილია
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ახლა კაფეები, რესტორნები და გასართობი დაწესებულებები დაკეტილია

  • კვების ობიექტები მუშაობას დღის მეორე ნახევარში იწყებენ
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    კვების ობიექტები მუშაობას დღის მეორე ნახევარში იწყებენ

  • დილის 11-12 საათიდან პარკში მუშაობას იწყებენ სანაყინეები და ყავის მაღაზიები
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    დილის 11-12 საათიდან პარკში მუშაობას იწყებენ სანაყინეები და ყავის მაღაზიები

  • პანდემიის გამო ატრაქციონები კვლავ უფუნქციოდაა დარჩენილი
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    პანდემიის გამო ატრაქციონები კვლავ უფუნქციოდაა დარჩენილი

  • ზოგიერთი საერთოდ შეფუთულია გაურკვეველი დროით
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ზოგიერთი საერთოდ შეფუთულია გაურკვეველი დროით

  • ზოგიც უბრალოდ გამორთულია
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ზოგიც უბრალოდ გამორთულია

  • ადრე ამ სკამებზე ყოველთვის ისხდნენ დამსვენებლები
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ადრე ამ სკამებზე ყოველთვის ისხდნენ დამსვენებლები

  • ამბობენ, რომ საღამოობით აქ უამრავი ადამიანია და საპარკინგე ადგილებიც მთლიანად შევსებულია
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ამბობენ, რომ საღამოობით აქ უამრავი ადამიანია და საპარკინგე ადგილებიც მთლიანად შევსებულია

  • ფუნიკულიორთან ხედისათვის მოწყობილ მოედანზე არავინაა. როგორც წესი, აქედან ტურისტები თბილისის ფონზე უამრავ ფოტოსა და ვიდეოს იღებენ ხოლმე
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ფუნიკულიორთან ხედისათვის მოწყობილ მოედანზე არავინაა. როგორც წესი, აქედან ტურისტები თბილისის ფონზე უამრავ ფოტოსა და ვიდეოს იღებენ ხოლმე

  • მოულოდნელად აქ გამოჩნდა ქალი სამედიცინო ნიღბით, რომელიც დიდხანს უყურებდა ქალაქს
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    მოულოდნელად აქ გამოჩნდა ქალი სამედიცინო ნიღბით, რომელიც დიდხანს უყურებდა ქალაქს

  • დაახლოებით 13:00 საათზე რესტორნის პერსონალი მაგიდებისა და სკამების დეზინფექციას იწყებს და სტუმრების მისაღებად ემზადება
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    დაახლოებით 13:00 საათზე რესტორნის პერსონალი მაგიდებისა და სკამების დეზინფექციას იწყებს და სტუმრების მისაღებად ემზადება

  • მაგრამ შუა დღისას ასეთი სურათის შემხედვარე, რთული დასაჯერებელია, რომ რამდენიმე საათში აქ უამრავი ხალხი იქნება
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    მაგრამ შუა დღისას ასეთი სურათის შემხედვარე, რთული დასაჯერებელია, რომ რამდენიმე საათში აქ უამრავი ხალხი იქნება

  • პარკის ტერიტორიაზე ასევე არის ქორწინების სახლიც, თუმცა ახლა კლიენტები თითქმის საერთოდ არ არიან
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    პარკის ტერიტორიაზე ასევე არის ქორწინების სახლიც, თუმცა ახლა კლიენტები თითქმის საერთოდ არ არიან

  • რა თქმა უნდა, აქ დილითაც არიან სტუმრები, თუმცა ისინი ერთმანეთისგან დისტანციის დაცვას ცდილობენ
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    რა თქმა უნდა, აქ დილითაც არიან სტუმრები, თუმცა ისინი ერთმანეთისგან დისტანციის დაცვას ცდილობენ

  • ფოტო გადაღებულია ფუნიკულიორის სადგურთან. აქ ადრე სტუმრების რიგები შენობის გარეთაც კი გროვდებოდა ხოლმე
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ფოტო გადაღებულია ფუნიკულიორის სადგურთან. აქ ადრე სტუმრების რიგები შენობის გარეთაც კი გროვდებოდა ხოლმე

სტოკჰოლმი

საქართველოს მოქალაქეებს შვედეთმა საზღვრები გაუხსნა

0
შვედეთის მთავრობამ ევროკავშირის არაწევრი 14 ქვეყნის მოქალაქეებისთვის მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება გადაწყვიტა. ამ ჩამონათვალში საქართველოც შევიდა

თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეები შვედეთში მოგზაურობას 4 ივლისიდან შეძლებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შვედეთის მთავრობამ ევროკავშირის არაწევრი 14 ქვეყნის მოქალაქეებისთვის მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების თაობაზე განაცხადა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შვედეთის ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულ სიაში შემდეგი ქვეყნები შევიდნენ: ალჟირი, ავსტრალია, საქართველო, იაპონია, კანადა, მაროკო, მონტენეგრო, ახალი ზელანდია, რუანდა, სერბეთი, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ევროკავშირმა 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეიყვანა. ერთადერთი გამონაკლისია ჩინეთი, რომელიც შვედეთმა თავის სიაში არ შეიყვანა.

შვედეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ სიაში შესული ქვეყნის მოქალაქეებს შვედეთში მოგზაურობა ნებისმიერი მიზნით, მათ შორის ტურისტულად შეეძლებათ.

შვედეთს უცხოელი სტუმრებისთვის საკარანტინო ზომები დაწესებული არ აქვს, თუმცა ყველა უნდა დაემორჩილოს კორონავირუსის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების გზამკვლევს, რომელიც გულისხმობს სოციალურ დისტანციას და დროის დატვირთული მონაკვეთში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე უარის თქმას.

20 ივლისიდან შვეიცარიაც აუქმებს  საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლაზე დაწესებულ შეზღუდვებს.

მანამდე ევროკავშირმა საქართველო უსაფრთხო 15 ქვეყნის სიაში შეიყვანა, რომელთათვისაც 1 ივლისიდან საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოსა და რამდენიმე მესამე ქვეყნისთვის საკუთარი საზღვრების გახსნის შესახებ განცხადება უკვე გააკეთეს შვეიცარიამ, გერმანიამ, ნიდერლანდებმა, ესპანეთმა, საფრანგეთმა და ლატვიამ.

ამასთანავე ცნობილი გახდა, რომ ავსტრია ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვებს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, მხოლოდ 30 სექტემბრიდან აუქმებს. ამის შესახებ იუწყება საქართველოს საელჩო ვენაში.

საფრანგეთი საქართველოდან ვიზიტორების მისაღებად მზადაა >>

საქართველომ, თავის მხრივ, კონკრეტული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე 1 ივლისიდან გახსნა, მიუხედავად იმისა, რომ რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენა 1 აგვისტომდე გადადო. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის მოქალაქეებზე ზრუნვითაა განპირობებული.

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში