სად და რა მიზნებით მიდიან საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშისტამბული
სტამბული - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი ტურისტები უცხოეთში საშუალოდ 4,5 ღამეს ატარებენ და ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ კვებაზე, საყიდლებზე და დაბინავებაზე.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ყოველმა მესამე მოქალაქემ, რომელიც 2019 წლის მეოთხე კვარტალში საზღვარგარეთ გავიდა, გამგზავრების მიზნად ნათესავებისა და მეგობრების მონახულება დაასახელა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.

სულ 2019 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ გავიდა 890,5 ათასი ადამიანი. აქედან 54,7% მოგზაურობდა როგორც ტურისტი. ქართველმა ტურისტებმა უცხოეთში საშუალოდ 3,8 ღამე დაჰყვეს.

საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა ეწვია თურქეთს (39,3%), აზერბაიჯანსა (16,7%) და ევროკავშირის ქვეყნებს (15,2%).)

ნაცნობების მონახულების გარდა, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეები მიდიან შოპინგისთვის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობისთვის.

საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ გამგზავრების მიზნები 2019 წლის მეოთხე კვარტალში

მგზავრობის მიზანი

ტურისტების რაოდენობა - ათასი წილი ტურისტების საერთო რაოდენობაში

მეგობრებისა და ნაცნობების მონახულება

223,5 35,6
შოპინგი 199,8 31,8
პროფესიული საქმიანობა 111,9 17,8
დასვენება 68,1 10,8
მკურნალობა 13,9 2,2
სხვა 11,4 1,8

საქართველოს მოქალაქეებმა აღნიშნულ პერიოდში საზღვარგარეთ დახარჯეს 505,4 მლნ ლარი. თითოეულმა მოქალაქემ ვიზიტის დროს საშუალოდ 857,7 ლარი დახარჯა. ყველაზე მეტ ფულს ქართველი ტურისტები ხარჯავენ კვებაზე, საყიდლებზე და დაბინავებაზე.

საქართველოს მოქალაქეების ხარჯები საზღვარგარეთ 2019 წლის მეოთხე კვარტალში

ხარჯის დასახელება ხარჯები - მლნ ლარი წილი საერთო ხარჯებში ვიზიტის ხარჯი - ლარი
კვება 175,0 34,6 278,4
საყიდლები 170,0 33,6 270,5
საცხოვრებელი 90,7 17,9 144,3
კულტურა და ექსკურსიები 27,3 5,5 43,5
ადგილობრივი ტრანსპორტი 25,4 5,0 40,3
სხვა ხარჯები 17,0 3,4 27,0

საქართველოს 2019 წლის მეოთხე კვარტალში უცხოელები ეწვივნენ 2,1 მილიონჯერ, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადრებით 12,1%-ით მეტია. უცხოელმა მოგზაურებმა საქართველოში მთლიანობაში დაახლოებით 1,7 მილიარდი ლარი დახარჯეს.

ყველა ახალი ამბავი
0