შავი ზღვის სანაპირო

ბათუმის პლაჟები სასტუმროების მართვაში გადავა

80
საზოგადოების ინტერესები არ შეილახება, პლაჟები არ ჩაიკეტება და სანაპიროზე მოწყობილი ინფრასტრუქტურით ყველა ისარგებლებს, განაცხადა მერმა

თბილისი, 24 თებერვალი - Sputnik. ბრენდული სასტუმროები, რომლებიც ბათუმის სანაპიროზე მდებარეობს, პლაჟებს იჯარით სამართავად მიიღებენ.

ეს გადაწყვეტილება ბათუმის მერიამ მიიღო. შესაბამისი დოკუმენტი უკვე გაგზავნილია ბათუმის საქალაქო საბჭოში და დეპუტატები მას 25 თებერვალს განიხილავენ. ბათუმის მერის, ლაშა  კომახიძის სიტყვებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არ უკავშირდება პლაჟების გაყიდვას და ისინი არ დაიხურება კერძო კომპანიების სასარგებლოდ.

ბათუმის მერიის პროექტით, სასტუმროებს სამართავად იჯარით გადაეცემათ სანაპიროს ის ზოლი, რომელიც უშუალოდ მათი შენობების გასწვრივ მდებარეობს. თუ ინიციატივა დამტკიცდება, „ბათუმი თაუერი“ პირველი სასტუმრო გახდება, რომელიც პლაჟს სამართავად მიიღებს.

„საზოგადოების ინტერესი იქნება დაცული და პლაჟი არ შემოიღობება. იქ გადაადგილება ყველასთვის იქნება თავისუფალი", - განაცხადა ლაშა კომახიძემ საინფორმაციო ბრიფინგზე, რომელიც აჭარის ტელევიზიით გადაიცა.

კომახიძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ მომხმარებელს აქვს მოთხოვნა, მიიღოს ღირსეული და ხარისხიანი სერვისი, რომლის შეთავაზებაც მხოლოდ დიდ კომპანიებს შეუძლიათ. 

„ვინაიდან ეს არის მაღალი დონის ბრენდული სასტუმროები, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მათ ინტერესებში იქნება ამ პლაჟების მაღალ დონეზე მოწყობა როგორც გამოყენების თვალსაზრისით, ასევე იმ ობიექტების განთავსების თვალსაზრისით, რომელზეც ნება ექნებათ დართული. აუცილებლად მათთან ხელშეკრულებაში იქნება გათვალისწინებული, რომ საზოგადოების ინტერესები იყოს დაცული და არ დაიხუროს. პირიქით, იყოს სრული წვდომა ყველა იმ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც იქნება პლაჟზე", - განაცხადა ლაშა კომახიძემ.

გახარია: წელიწად-ნახევარში „ოცნების ქალაქში“ 582 ბინა აშენდება >>

კომახიძემ აღნიშნა, რომ შეთანხმების მითითებულ პირობას მკაცრად გააკონტროლებს ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია. ასევე მკაცრად გაკონტროლდება ვიზუალური მხარე ობიექტებისა, რომლებიც პლაჟზე განთავსდება. გათვალისწინებული იქნება ბათუმის ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შენარჩუნების პირობა და გადაწყვეტილებებიც მხოლოდ ამ პირობასთან შესაბამისობის შემთხვევაში მიიღება.

80
თემები:
საქართველოს რეგიონები (197)
პრაღა

რომელი ქვეყნიდან ჩამოვლენ საქართველოში პირველი ტურისტები - შეთანხმება მიღწეულია

157
(განახლებულია 23:56 03.06.2020)
ქვეყნები, რომლებიც კარგად გაუმკლავდნენ კორონავირუსის გავრცელებას, მათ შორის, საქართველო და კიდევ რამდენიმე ქვეყანა, შესაძლოა ერთობლივად შევიდნენ უსაფრთხო ქვეყნების სიაში

თბილისი, 3 ივნისი - Sputnik. საქართველო ივლისის დასაწყისიდან გაიხსნება ჩეხი ტურისტებისთვის, ამის შესახებ განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტომაშ პეტრშიჩეკმა ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან სატელეფონო საუბრისას.

როგორ უზრუნველყოფს მგზავრთა უსაფრთხოებას თბილისის აეროპორტი >>

ზალკალიანის თქმით, მსგავსი გადაწყვეტილება თითქმის მიღებულია უკვე ისრაელში და ისრაელისთვისაც საქართველო გამოცხადებულია როგორც უსაფრთხო ქვეყანა. მისივე თქმით, საქართველოს საგარეო უწყებაში ელოდებიან ოფიციალურ დადასტურებას, თუ რა თარიღიდან მოხდება ეს და ვარაუდობენ, რომ ისრაელი გადაწყვეტილებას ივნისის მეორე ნახევრიდან მიიღებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საგარეო უწყება და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები აქტიურად არიან ჩართულნი უსაფრთხო ტურიზმის კონცეფციის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის პროცესში.

ასევე იგეგმება მინისტრის სატელეფონო საუბარი ბერძენ კოლეგასთან, რომლის დროსაც საუბრის მთავარი თემა იქნება ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციით ე.წ. უსაფრთხო დერეფნების გამოყენებით ტურისტების მასპინძლობა.

„ქვეყნები, რომლებიც კარგად გაუმკლავდნენ კორონავირუსის გავრცელებას, მათ შორის, საქართველო და კიდევ რამდენიმე ქვეყანა, შეიძლება ერთობლივად შევიყვანოთ იმ ქვეყნების სიაში, რომლებთანაც გავხსნით საზღვრებს სამოგზაუროდ ივნისის ბოლოს, ივლისის დასაწყისში“, – განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დავით ზალკალიანის თქმით, აღნიშნულ სიაში შემავალი ქვეყნების მოქალაქეებს ორივე მიმართულებით მოგზაურობის საშუალება მიეცემათ.

„ტურისტებს მიეცემათ შესაძლებლობა ორივე მიმართულებით მოგზაურობისთვის. ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს ასევე პოლონელ და ბალტიელ კოლეგებთან. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ უახლოეს პერიოდში ყველა ეს მიმართულება გაიხსნება ქართველი ტურისტებისთვის და ასევე, ტურისტებისთვის ამ ქვეყნებიდან საქართველოს მიმართულებით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველომ 21 მარტიდან საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულებით შეაჩერა. კორონავირუსის პანდემიასთან წარმატებული ბრძოლის წყალობით, ხელისუფლებამ 15 ივნისიდან შიდა ტურიზმის განახლება, 1 ივლისიდან კი უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ეს ნიშნავს, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში აღდგენილი იქნება სახმელეთო, სარკინიგზო და ავიამიმოსვლა.

წინასწარი ინფორმაციით, პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო ტურისტებს მიიღებს, ისრაელი იქნება. ბალტიის ქვეყნებთან ერთად, საქართველო მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩეხეთთან, პოლონეთთან, ავსტრიასთან და მეზობელ ქვეყნებთან.

ამ დროისთვის 20–ზე მეტმა ავიაკომპანიამ საქართველოში ფრენების განახლების სურვილი გამოთქვა.

„სრული უფლება აქვთ“ – ფაშინიანი სომეხი ტურისტებისთვის საქართველოში შემოსვლის აკრძალვაზე >>

საქართველოში ტურისტული ინდუსტრიის აღორძინების ამბიციური გეგმის რეალიზაციისთვის, რომელიც პანდემიისგან ყველაზე მეტად დაზარალდა და შემოსავლის 70% დაკარგა, ხელისუფლებამ საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის პოზიციონირების გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოში ჩამოსული ტურისტები ე.წ. „მწვანე ზონებში“ დაისვენებენ, სადაც უზრუნველყოფილი იქნება სრული უსაფრთხოება როგორც დამსვენებლებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

157
თემები:
ტურიზმი საქართველოში
თბილისი

ტურისტების მოლოდინში: რა კრიტერიუმების დაკმაყოფილებას ითხოვს ესტონეთი

97
(განახლებულია 19:20 03.06.2020)
პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო ტურისტებს მიიღებს, ისრაელი იქნება. ბალტიის ქვეყნებთან ერთად, საქართველო მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩეხეთთან, პოლონეთთან, ავსტრიასთან და მეზობელ ქვეყნებთან.

თბილისი, 3 ივნისი - Sputnik.  საქართველო ერთ–ერთი პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც ბალტიის ქვეყნებიდან, მათ შორის ესტონეთიდან ტურისტებს მიიღებს, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში. 

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ და ესტონეთის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ტაავი აასმა ონლაინ–კონფერენციაზე ორმხრივი ეკონომიკური, კერძოდ, ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

თურნავამ ესტონელ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს 1 ივლისიდან საერთაშორისო მოგზაურების მიღების მზადყოფნასთან დაკავშირებით და მათ უსაფრთხო დასვენების პირობები შესთავაზა.

 „საქართველო ძალზე კარგად პასუხობს უსაფრთხოების ყველა ნორმას. ქვეყანა ერთ–ერთი პირველი გახდება, სადაც ტურისტები ჩამოვლენ ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, მათ შორის ესტონეთიდან, ამასთან, ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ ესტონეთის მონახულებას. ჩვენ ძალზე აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ევროპის ქვეყნების მინისტრებთან, განსაკუთრებით მათთან, რომლებიც ტურიზმისა ტრანსპორტის საკითხებს კურირებენ. მათთან საუბრისას ჩვენ კიდევ ერთხელ დავაზუსტეთ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნები გაიხსნას ტურისტებისა და ვიზიტორებისთვის“, – განაცხადა თურნავამ.

ესტონეთმა უკვე გამოაქვეყნა კრიტერიუმები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ქვეყანა, თუ იგი ესტონეთთან სატრანსპორტო და ტურისტული კონტაქტების აღდგენას გეგმავს. ესტონეთში ტურისტი ორკვირიანი კარანტინისგან თავისუფლდება, თუ იგი იმ ქვეყნიდან ჩავა, სადაც ბოლო 14 დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 100 ათას ადამიანზე 15–ს არ გადააჭარბებს.

საქართველომ 21 მარტიდან საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულებით შეაჩერა. კორონავირუსის პანდემიასთან წარმატებული ბრძოლის წყალობით, ხელისუფლებამ 15 ივნისიდან შიდა ტურიზმის განახლება, 1 ივლისიდან კი უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ეს ნიშნავს, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში აღდგენილი იქნება სახმელეთო, სარკინიგზო და ავიამიმოსვლა. 

წინასწარი ინფორმაციით, პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო ტურისტებს მიიღებს, ისრაელი იქნება. ბალტიის ქვეყნებთან ერთად, საქართველო მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩეხეთთან, პოლონეთთან, ავსტრიასთან და მეზობელ ქვეყნებთან.

ამ დროისთვის 20–ზე მეტმა ავიაკომპანიამ საქართველოში ფრენების განახლების სურვილი გამოთქვა.

საქართველოში ტურისტული ინდუსტრიის აღორძინების ამბიციური გეგმის რეალიზაციისთვის, რომელიც პანდემიისგან ყველაზე მეტად დაზარალდა და შემოსავლის 70% დაკარგა, ხელისუფლებამ საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის პოზიციონირების გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოში ჩამოსული ტურისტები ე.წ. „მწვანე ზონებში“ დაისვენებენ, სადაც უზრუნველყოფილი იქნება სრული უსაფრთხოება როგორც დამსვენებლებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

97
თემები:
COVID-19 საქართველოში
გია ჯაჯანიძე: ნუ დამათვლევინებთ, ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი

ვირის შემდეგ გია ჯაჯანიძე სამსახურში უცნაური მანქანით მივიდა - ფოტო

0
(განახლებულია 16:22 04.06.2020)
გია ჯაჯანიძე ექსტრავაგანტულ გამოსვლებს არ წყვეტს. მისი თითოეული გადაწყვეტილება სულ უფრო და უფრო მრავალფეროვნდება. „სამსახურში მოვედი“- რა მანქანა ჰყავს შოუმენს?

გია ჯაჯანიძის ცხოველებისამდე განსაკუთრებული სიყვარული მის ინტერვიუებშიც შეიმჩნევა, მაგრამ სოციალურ ქსელში ეს განსაკუთრებულად თვალშისაცემი გახდა. გარდა ამისა, რამდენიმე ხნის წინ, ის გადაცემა „სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად“ გადაღებაზე ტელეკომპანიის ეზოში ვირით მივიდა, რომელიც მას საშობაოდ აჩუქეს. ტელესახემ ვირს კოკროჭინა დაარქვა. ვირის ჩოჩორი გია კოლეგებმა და შემოქმედებითმა ჯგუფმა უსახსოვრა.

View this post on Instagram

მთელი სერიოზულად უნდა შეიცნო ადამიანი, დააკვირდე ყველა მის ქცევას, ხასიათს, მდგომარეობას და მიდგომას. ისაუბრე მასთან ბევრი, მოუსმინე ყურადღებით, გაიგე მის შესახებ ყველაფერი, რით ცხოვრობს და როგორ ცხობრობს, გაიგე მისი წრისა და მეგობრების შესახებ. ამ ყველაფრის შემდეგ შეგიძლია დაუახლოვდე. ნაადრევმა და ნაჩქარევმა ურთიერთობამ შეიძლება სერიოზულად დაგაზიანოს და დაგაზარალოს. არ შეიძლება ყველასთან ურთიერთობა, განსკუთრებით თუ ადამიანი ჭკუა მხიარულია, ბევრს ლაპარაკობს და ტრაბახობს. თუმცა, არსებობენ დახვეწილი, გონიერი, სანდომიანინი სახის კეთილგანწყობილი ნაძირალა ადამიანები. ფრთხილად.

A post shared by Giorgi Jajanidze (@jajanidze.g) on

ახლა კი, მწვანე ფერებში გამოწყობილი ჯაჯანიძე, ამ არაორდინალური პიკაპით ცდილობს სამსახურამდე მიღწევას. მანქანაცის კი ტანსაცმლის ფერებს შეუხამა. უცნობია, თუ ვიცია აღნიშნული ავტომობილი, თუმცა გია ჯაჯანიძის მიზანს წინ ვერაფერი აღუდგება. თავად შეაფასეთ გიას ექსტრავაგანტული არჩევანი- როგორ მოგწონთ ასეთი გადაადგილების საშუალება?

View this post on Instagram

A post shared by Giorgi Jajanidze (@jajanidze.g) on

უკვე რამდენიმე კვირაა გია ჯაჯანიძეს ახალი გადაცემის სცენარი არ დაუწერია და სტუმრები არ მოუწვევია. ეს ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ მსოფლიოში კორონავირუსი მძვინვარებს და ყველაფერი პარალიზებულია. მათ შორის თოქ-შოუების ჩაწერაც. ამიტომ გია ჯაჯანიძემ ალტერნატიულ ხერხს მიმართა და თაყვანისმცემლების წინაშე ლექსით წარდგა. ტელეწამყვანმა „ფოლოვერები“ სოციალური ქსელის გარშემო გააერთიანა და პოზიტიური პოსტების გამოქვეყნებას არ წყვეტს. მათ შორის არის უკანასკნელი „ინსტაგრამ-სთორი“. „სამსახურში მოვედი“- მწვანე მანქანის ფონზ გადაღებულმა სურათმა განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. საინტერესოა, როგორ მართავს ამ უზარმაზარ მანქანას ჯაჯანიძე...

გია (გიორგი) ჯაჯანიძე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახეა ქართულ ტელესივრცეში. მსახიობობით დაწყებული კარიერა მყარი არ გამოდგა და ჯაჯანიძემ ბედ-იღბალი ტელევიზიაში სცადა, და საკმაოდ წარმატებითაც. მისი თქმით, რთული ცხოვრება ჰქონდა. სტუდენტობის პერიოდში ხშირად საჭმლის ფულიც კი ენატრებოდა... თუმცა, ამჟამად უზრუნველყოფილი ცხოვრება აქვს და ახლა გია ჯაჯანიძე ამერიკასა და ევროპაში ყოველ შვებულებაზე უპრობლემოდ მიემგზავრება. მართალია, პანდემიამ ყველაფერი შეაჩერა, თუმცა გია მხიარულ მეგობრებთან ერთად დაუვიწყარ გართობას საკუთარი სახლის ეზოშიც ახერხებს.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება