ეკოტურიზმი საქართველოში: რა გაკეთდა დარგის განვითარებისთვის 2019 წელს

© photo: courtesy of Faig Huseynovდაშბაშის კანიონი
დაშბაშის კანიონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, ეკოტურიზმის განვითარება რეგიონებში და მუნიციპალიტეტებში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ნიშნავს. 

თბილისი, 30 იანვარი - Sputnik. 2019 წელს, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 30-მდე ეკოტურისტული ატრაქცია მოეწყო და ჯამში 2 900 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სამინისტროს 2019 წლის საქმიანობის შეჯამებისას.

მისივე თქმით, 2020 წელს დაგეგმილია ვიზიტორთა ცენტრების, 100 კმ-მდე ბილიკის და მინიმუმ 10 კოტეჯის მოწყობა სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე. ჯამში, დაახლოებით, 5 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება.

 გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი  - Sputnik საქართველო
აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი გაიხსნა

„ეკოტურიზმის განვითარება, რეგიონებში და მუნიციპალიტეტებში, ნიშნავს ვიზიტორების რაოდენობის ზრდას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მცირე და საშუალო ბიზნესის შექმნას და განვითარებას, მუნიციპალიტეტებში მაცხოვრებლების დაბრუნებას“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა

გარდა ამისა, პირველად საქართველოში, 2019 წელს, დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარებაში კერძო საერთაშორისო ინვესტიციები ჩაერთო, რომელთა საერთო ღირებულება 40 მილიონ ლარს გადააჭარბებს.

მინისტრის განცხადებით, ეს ინვესტიციები გადანაწილდება წალკის, იგივე დაშბაშის კანიონის ეკოტურისტული სივრცის მოწყობაზე, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ხის კენწეროების ბილიკის და საბადურის ტყის ნაწილში ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე.

რა სიახლეები დახვდებათ ტურისტებს ალგეთის ეროვნულ პარკში >>

დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, დარგობრივი ასოციაციებისა და მედიის წარმომადგენლებს სამინისტროს 2019 წლის საქმიანობის შედეგები გააცნო.

ყველა ახალი ამბავი
0