ვინ ლიდერობს ავიაგადაზიდვების ქართულ ბაზარზე – კომპანიების ტოპ-ხუთეული

CC BY-SA 2.0 / Alec Wilson / HA-LWFკომპანია Wizz Air-ის თვითმფრინავი
კომპანია Wizz Air-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან თვითმფრინავები ივლისიდან აღარ დაფრინავენ, ორი რუსული ავიაკომპანია ათეულში მაინც ინარჩუნებს ადგილს.

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით საქართველოს საავიაციო ბაზარზე ლოუკოსტერი Wizz Air ლიდერობს, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) განცხადებაში.

ავიაკომპანია Wizz Air-მა 2019 წელს დაახლოებით 825,3 ათასი მგზავრი გადაიყვანა, რაც ავიაგადაზიდვების ქართული ბაზრის 16%-ია.

უნგრული კომპანია Wizz Air ბაზირებულია ქუთაისის აეროპორტში, რომელიც დაბალბიუჯეტიანი ავიაგადამზიდავებისთვის ჰაბი უნდა გახდეს.

აეროპორტი - Sputnik საქართველო
ფრენები საქართველოში: საქართველოს აეროპორტებმა დაგეგმილზე ნაკლები მგზავრები მიიღეს

ლიდერი კომპანიების ხუთეულში ასევე შედიან: Turkish Airlines, Georgian Airways, Ukraine International Airlines და Fly Dubai.

საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა მიმდინარე წლის 8 ივლისიდან შეჩერდა. მიუხედავად ფრენების შეწყვეტისა, რუსული ავიაკომპანიები „ურალის ავიახაზები" და „პობედა" (Ural Airlines და Pobeda Airlines) ქართულ ავიაბაზარზე ლიდერთა ათეულში რჩებიან იმ მგზავრების რაოდენობის წყალობით, რომლებიც მათ წლის პირველ ნახევარში გადაიყვანეს. გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით მათ ქართულ ავიაბაზარზე ოთხ-ოთხი პროცენტი უკავიათ.

ქართულმა ავიაკომპანიებმა 2019 წელს დაახლოებით 565,8 ათასი მგზავრი გადაიყვანეს, რამაც მათ საშუალება მისცა, დაეკავებინათ ბაზრის 11%, მაშინ, როცა უცხოურ ავიაგადამზიდავებს 89% უკავიათ (4,5 მლნ-ზე მეტი მგზავრი).

რეგულარული ავიარეისები 2019 წელს სულ განახორციელა 52-მა ავიაკომპანიამ, რაც 2018 წელთან შედარებით 10,3%-ით ნაკლებია.

საქართველოს აეროპორტები 2019 წელს მოემსახურნენ 5,2 მილიონზე მეტ მგზავრს, რაც 2018 წლის მონაცემზე 3,5%-ით მეტია. ამასთან თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადი შემცირდა თითქმის 3,1%-ით, ბათუმის აეროპორტში გაიზარდა 4,2%-ით, ხოლო ქუთაისის აეროპორტში ზრდამ 41,5% შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0