ქართველი სპეციალისტები გუდაურში ზვავის მართვას ისწავლიან

© courtesy of RedCoგუდაური
გუდაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუდაურში ზვავის საშიშროება აღარ იქნება – ჭკვიანი სისტემები ზვავის პროვოცირებას ხელოვნურად მოახდენს ღამის საათებში, რათა დღისით სრიალი უსაფრთხო იყოს.

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. გუდაურში ზვავის კონტროლისა და მართვის სისტემას ნერგავენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ახალი სისტემის ტესტირებისთვის საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდნენ გერმანელი და ფრანგი სპეციალისტები. ახალი ტექნოლოგიის დანერგვის შემდეგ გუდაურში შესაძლებელი გახდება ზვავის წინასწარი მართვა. დანადგარები უკვე ამუშავდა სატესტო რეჟიმში.

თოვლი „სამხედრო გზაზე - Sputnik საქართველო
ინტენსიური თოვა და ზვავსაშიშროება - გუდაურის მიმართულებით მოძრაობა აიკრძალა

უცხოელმა სპეციალისტებმა ქართველ კოლეგებს უჩვენეს სისტემის მუშაობის პრინციპები, რათა მათ შემდგომ მისი მუშაობა თავად გააკონტროლონ.

როგორც „საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიაში" აცხადებენ, ახალი პრაქტიკის დანერგვა საშუალებას იძლევა, რომ არა მხოლოდ უსაფრთხო გახდეს თხილამურებით სრიალი, არამედ ეს ასევე გაახანგრძლივებს სამთო-სათხილამურო სეზონს.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა თამაზ გამცემლიძემ აღნიშნა, ზვავსაშიშროების გამო ხშირად უწევდათ კობი-გუდაურის გზის გადაკეტვა. ეს სისტემა კი იძლევა საშუალებას, რომ ეს არეალი მხოლოდ რამდენიმე საათით გადაიკეტოს და ისიც უპირატესად ღამის საათებში.

ზვავის ხელოვნური გამოწვევისთვის გამოიყენება ფრანგული კომპანია TAS-ის მიერ წარმოებული დანადგარები DAISYBELL და GAZEX.

პროექტის საერთო ღირებულება 21 მილიონი ლარია.

ყველა ახალი ამბავი
0