რაზე ხარჯავენ ფულს საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში მოგზაურობისას

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliქორწინების სახლი. სათაფლია
ქორწინების სახლი. სათაფლია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მცხოვრებლები ქვეყანაში ძირითადად ნათესავების ან მეგობრების მონახულების მიზნით მოგზაურობენ, ასევე დასასვენებლად და გართობისთვის.

თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში შიდა ტურისტების რაოდენობა 2019 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13,9%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.

უწყების ცნობით, ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოში თვეში საშუალოდ 918,4 ათასმა მოქალაქემ იმოგზაურა. მათ სხვა დასახლებულ პუნქტებში 1,1 მილიონი მგზავრობა განახორციელეს, აქედან ტურისტული მიზნით – 710,3 ათასი.

რა მიზნით დადიან საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ>>

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ტურისტული ვიზიტების რიცხვი საშუალოდ თვეში 11,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მონაცემებზე.

ამასთან, მესამე კვარტალში ქვეყნის მცხოვრებლები უმეტესად ნათესავებსა და მეგობრებს სტუმრობდნენ. ასევე ხშირი იყო მგზავრობა დასვენებისა და გართობისთვის.

ტურისტი-რეზიდენტების ვიზიტების მიზნები საქართველოში. თვის საშუალო მაჩვენებლები

ვიზიტის მიზანი

ვიზიტების რაოდენობა - ათასი

ილი ვიზიტების საერთო რაოდენობიდან - %
ვიზიტი ნათესავებთან და მეგობრებთან 630,6 45,4
დასვენება და გართობა 229,6 16,5
მეორე სახლში (აგარაკზე) სტუმრობა 159,8 11,5
შოპინგი 158,4 11,4
მკურნალობა 102,5 7,4
პროფესიული საქმიანობა 52,8 3,8
მომლოცველობა 28,0 2,0
განათლება 13,2 1,0
სხვა 14,8 1,0

ამასთან, მოსახლეობის უმეტესობა მესამე კვარტალში ესტუმრა თბილისს, იმერეთს, აჭარას, სამეგრელო–ზემო სვანეთსა და კახეთს.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის ტურიზმიდან შემოსავლები დაითვალა>>

მოგზაურობისას მოქალაქეებმა ყველაზე მეტი ფული დახარჯეს საყიდლებზე, საკვებსა და სასმელზე, ტრანსპორტზე.

საქართველოს მოქალაქეების, როგორც ტურისტების ხარჯები. თვის საშუალო მაჩვენებლები

ხარჯის სახეობა ხარჯი - მლნ ლარი ერთი ვიზიტის ხარჯი - ლარი
საკვები და სასმელი 74,0 53,3
საყიდლები 69,2 49,8
ტრანსპორტი 37,8 27,2
განთავსება 16,5 11,9
გართობა 3,9 2,8
სხვა 34,0 24,5

შიდა ტურისტებს შორის 55,6% ქალია.

ყველა ახალი ამბავი
0