პრემია Welcome to Georgia-ს დაჯილდოების ცერემონია

Welcome to Georgia: თბილისში ტურისტული „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

55
ტრადიციულად, ზედიზედ მეხუთე წელია საქართველოს დედაქალაქში ტურიზმის სფეროში მოღვაწე საუკეთესო კომპანიებს ირჩევენ

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. თბილისში პრემია Welcome to Georgia-ს ფარგლებში ტურისტული სექტორის საუკეთესო წარმომადგენლები დააჯილდოვეს.

შიდა ტურიზმი საქართველოში: რაში ხარჯავს მოსახლეობა ფულს ქვეყნის შიგნით მოგზაურობისას >>

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსი მარიამ ქვრივიშვილი და აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე.

„თქვენ, ტურისტული სექტორის წარმომადგენლები, ჩამოსული სტუმრების თვალში საქართველოს იმიჯის შექმნაში განსაკუთრებულ როლს თამაშობთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისა და ეკონომიკის განვითარებისთვის“, - მიმართა დამსწრეთ თურნავამ.

Церемония награждения Welcome to Georgia за достижения в сфере развития туризма
© Sputnik / Alex Shlamov
პრემია Welcome to Georgia-ს დაჯილდოების ცერემონია

საზეიმო ცერემონიაზე ტურისტული ბიზნესის სასტუმრო, სარესტორნო, სარეკრეაციო და გასართობი სეგმენტების წამყვანი წარმომადგენლები დააჯილდოვეს.

Welcome to Georgia! — ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში ყოველწლიური ეროვნული პრემია, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან ტარდება. საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველო“ პრემია Welcome to Georgia-ს საინფორმაციო პარტნიორია.

55
თემები:
ტურიზმი საქართველოში (277)
ბათუმი

ტურიზმი პანდემიის დროს: რამდენმა სასტუმრომ მიიღო მუშაობის ნებართვა

79
(განახლებულია 13:28 13.08.2020)
კორონავირუსის პანდემიის პირობებში მუშაობის ნებართვის მისაღებად ბიზნეს-ობიექტებმა მკაცრი წესები უნდა დაიცვან.

თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. ამ დროისათვის საქართველოში ინსპექცია კორონავირუსის საწინააღმდეგო რეკომენდაციების შესაბამისობაზე ჩატარდა 2 964 სასტუმროში. მუშაობის ნებართვა მისცეს 1 454 ობიექტს, განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ.

„ფოტოგრაფები საქართველოსთვის“: დაიწყო პროექტი შიდა ტურიზმის სტიმულირებისთვის>>

მისი თქმით, შემოწმებები ტარდება ფიტნეს-კლუბებსა და საცურაო აუზებშიც, რომლებიც ასევე შრომის ინსპექციის დადებითი დასკვნის საფუძველზე მუშაობენ.

„ფიტნესის მიმართულებით შემოწმებულია 297 დარბაზი, რომელთაგან ნებართვა გაიცა 166-ზე. აუზებს რაც შეეხება, შემოწმებულია 140 აუზი და ნებართვა 91 მათგანზე გაიცა“, – განაცხადა ბექა ფერაძემ ტელეარხ „იმედის“ ეთერში.

იმისთვის, რომ ობიექტს მუშაობის დაწყების ნებართვა მიეცეს, დაცული უნდა იყოს ძირითადი რეკომენდაციები: დისტანციის დაცვა, დეზინფექცია, თერმოსკრინინგი. ეს მოთხოვნები განსხვავებულია ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე.

მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბიზნეს-ობიექტებს აფრთხილებენ, ხოლო განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში – აჯარიმებენ.

თურნავა: ქუჩებში შევძლებთ მონატრებული უცხოელი ტურისტების დანახვას>>

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე ჯარიმის ოდენობაა 10 ათასი ლარი იურიდიული პირებისთვის და 2 ათასი ლარი – ფიზიკური პირებისთვის.

79
თემები:
COVID-19 საქართველოში
სოფელი მერისი

კლდეზე დაკიდებული კოტეჯი აჭარაში, რომელმაც ინტერნეტ-სივრცე აღაფრთოვანა

776
(განახლებულია 15:01 12.08.2020)
საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე – აჭარა არაჩვეულებრივი, თვალწარმტაცი, მდიდარი ბუნებით გამოირჩევა. აქ მთისა და ზღვის პეიზაჟები, ბუნებრივი ნაკრძალების და ულამაზესი პარკების სიმდიდრე, საუცხოო სამზარეულო და თვითმყოფადი ტრადიციები ერთმანეთს ავსებს.

დაუსრულებელად შეგვიძლია ვისაუბროთ აჭარის რეგონზე, სოფლებსა თუ ქალაქებზე, ღირსშესანიშნაობებზე, თუმცა ამჯერად სოფელ მერისზე მოგიყვებით, რომელიც ბათუმიდან 50 კილომეტრის დაშორებითაა და მასზე ბევრს არ სმენია.

მერისის ხეობა ქედის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და ზღვის დონიდან დაახლოებით 700 მეტრზე მდებარეობს. ცოტას თუ სმენია ამ საოცარი ადგილის შესახებ. მწვანეში ჩაფლულ ამ პატარა ხეობაში ნახავთ მერისის წყალუხვ ჩანჩქერს, რომელიც ღრმად შეჭრილ მთებშია ჩამალული, ზენდიდის უძველესი ციხე-სიმაგრის ნანგრევებს, რომლის კედლებშიც ახლა სოფლის მკვიდრნი ცხოვრობენ. აქვეა გუნდაურის სამკურნალო-მინერალური წყლებიც.

მერისის ჩანჩქერი
მერისის ჩანჩქერი

სოფელი მერისი განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით და უგემრიელესი, ტრადიციული კერძების სიმრავლით გამოირჩევა. აჭარაში გემრიელი ბორანო და სინორი არავის უკვირს, მაგრამ მერისში ბევრ სხვა ტრადიციულ, აჭარულ კერძსაც ამზადებენ. მაგალითად, ყათმერს, ფხალ-ლობიოს, ქალაჯოს და ქათამს ნიგვზით. ყათმერი არის ტკბილეული და ცომში ნიგვზითა და შაქრის გულით ცხვება. ქალაჯოს მოსამზადებლად კი ადუღებულ იაღს, ნადუღს და ნიორს დაფშვნილ მჭადს უმატებენ.

ზენდიდის უძველესი ციხე-სიმაგრის ნანგრევები.
ზენდიდის უძველესი ციხე-სიმაგრის ნანგრევები.

მერისის ხეობა უცხოელი ეთნოლოგების, ფოლკლორისტების საყვარელი ადგილია. სოფელი მერისი აჭარის სხვა სოფლებისგან გამოირჩევა იმით, რომ ქართული სიმღერები აქ, შეიძლება ითქვას, ყოფაში დღემდე ცოცხლობს და განაგრძობს არსებობას. აქ გვხვდება ჟანრობრივი მრავალფეროვნება. სწორედ ამიტომ მერისის ხეობა გამორჩეული ცეკვისა და სიმღერის ტრადიციითაა ცნობილი აჭარაში. აქ  მოისმენთ სიმღერებს: „მერისული მაყრული“, „თირინი“, „ცაგუნა“, „ჩაღმა ჩაყრილო ვენახო“, „ხინწკალა“, „ჩათხრობილი“ და სხვ.

აქაურობის მოსანახულებლად ერთი დღე ძალიან მცირე დროდ მოგეჩვენებათ. მერისის ხეობაში რამდენიმე საოჯახო სასტუმროა, სადაც შვებულების სასიამოვნო დღეების გატარებას შეძლებთ.

სოფელი მერისი
სოფელი მერისი

თუმცა ბოლო დღეებია განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო „ეკო სასტუმრო მერისმა“, საიდანაც ბუნების ულამაზესი, ეგზოტიკური ხედი იშლება. სასტუმრო სულ ახლახან გაიხსნა და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელში.

კოტეჯი მერისი
კოტეჯი მერისი

ბათუმელებმა ვიქტორ ლიმანეცმა და ლარისა გავრილიუკმა და მერისელმა ლაშა ჯიჯავაძემ კლდის პირზე ულამაზესი კოტეჯი „დაკიდეს”. ბათუმიდან ამ კოტეჯამდე მისასვლელად საათ-ნახევარია საჭირო.

„აქ ბევრი ტურისტი არ დადის, არადა ულამაზესი ბუნებაა, ჩანჩქერებით, კანიონით, ტბებით, მინერალური წყლით. საოცარი ადგილია. ჩვენ შეგვიყვარდა ეს ადგილი და სწორედ ამიტომ ავირჩიეთ სასტუმროსთვის“, – ამბობს ლარისა გავრილიუკი.

კოტეჯი მერისი
კოტეჯი მერისი

ადგილობრივები სკეპტიკურად უყურებდნენ კოტეჯის აშენების იდეას, თუმცა შედეგმა მოლოდინს ბევრად გადააჭარბა.  სასტუმროში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს კლდეზე გადაკიდებული მინის საძინებელი, ჯაკუზი და ჰამაკი.

კოტეჯში ჯერჯერობით ოთხი ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. მომავალში პარტნიორები გეგმავენ რამდენიმე კოტეჯის აშენებას.

კოტეჯი მერისი
კოტეჯი მერისი

სასტუმროში ერთი ღამის ღირებულება 1-2 ადამიანისთვის – 250 ლარი, ხოლო 3-4 ადამიანისთვის – 300 ლარი ღირს. ადგილზე ფუნქციონირებს საოჯახო სამზარეულო და მარანი, სადაც სტუმრებს შეუძლიათ აჭარული სამზარეულოს დაგემოვნება და მასპინძელი ოჯახის მიერ დაყენებული ჩხავერის, ცოლიკაურის და ჭაჭის გასინჯვა.

თუ მერისის მონახულებას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, სოფელში არის ულამაზესი საპიკნიკე ადგილი, სადაც იბანავებთ, ითევზავებთ, ადგილობრივ აგროპროდუქტებს დააგემოვნებთ და სუფთა ჰაერზე ისეირნებთ ტყეში.

 

776
მთვარე

მთვარის კალენდარი: 14 აგვისტო რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 12:39 13.08.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

14 აგვისტო, პარასკევი. ამ დღეს ვენერა მართავს. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია.

სწრაფი და ენერგიული საქმეების დროა. მომატებულია იმპულსურობა, ამიტომ ეცადეთ, თავი აარიდოთ ისეთ საქმეებს, რომლებიც დიდ ყურადღებას მოითხოვს.

ტყუპის დღეები კარგია კონტაქტებისა და ურთიერთობებისთვის, გაცნობისა და იდეების ურთიერთგაცვლისთვის. ხელსაყრელი დროა ინფორმაციების მოპოვებისა და დამუშავებისთვის, სწრაფად გასაკეთებელი საქმეებისთვის.

მთვარე ტყუპში – ესაა მსუბუქი ურთიერთობების დრო, რომელიც არაფერს ავალდებულებს ადამიანებს. კარგად ეწყობა ახალი ნაცნობობა. ადამიანები უფრო გულგახსნილი, მიმნდობი და კომუნიკაბელური ხდებიან.

რეკომენდებულია ინტუიციის ნდობა დღის მეორე ნახევარში, განსაკუთრებით ფულთან დაკავშირებულ საკითხებში, მარტივი საკითხების გადაჭრა, მიმდინარე საქმეების განხილვა, სავაჭრო ოპერაციების ჩატარება, პასიურობა და საკუთარ თავში ჩაღრმავება, ნეიტრალიტეტის დაცვა კოლეგებთან მიმართებით.

არარეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა, დღის პირველ ნახევარში გუნდთან ერთად საქმიანობა, რთული მოლაპარაკებები, შეთანხმებების დადება, კონტრაქტებზე ხელმოწერა, საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღება.

კარგი დღეა მგზავრობისთვის, მაგრამ აჩქარების გარეშე.

თმის შეჭრა, შეღებვა: თმის შეჭრისთვის ნეიტრალური დღეა. დაჩქარდება თმის ზრდის პროცესი, მაგრამ თმა დაუმორჩილებელი გახდება. ხელსაყრელია ჰაეროვანი ვარცხნილობის გაკეთებისთვის. შეღებვისთვის ძალიან კარგი დღეა.

მანიკურისთვის არასასურველი დღეა.

მებაღეობა: მთვარის კლების ფაზის დროს, ტყუპის ნიშანში, მცენარეები ისვენებენ, მათი წვენი ფესვებისკენ ისწრაფვის, მცირდება მცენარეების სიცოცხლისუნარიანობა. არახელსაყრელი დღეა ბალახეული კულტურების დარგვა–გადარგვისთვის. ეფექტური იქნება ზედმეტი ყლორტების მოშორება გაკრეჭა, გამარგვლა, კულტივირება, მულჩირება, სამკურნალო მცენარეების მოგროვება, ხილისა და კენკროვანების დაკრეფა.

0