ნორვეგია

საქართველოსა და ნორვეგიას შორის შესაძლოა პირდაპირი ავიამიმოსვლა დაინიშნოს

48
საქართველოსა და ნორვეგიას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ოსლოში იმსჯელეს

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ელჩი ნორვეგიაში მაია ყიფშიძე ნორვეგიული კომპანია „ავინორის“ (Avinor) საავიაციო მიმოსვლის განვითარებისა და ტვირთების დეპარტამენტის დირექტორს, მარტინ ლანგოს შეხვდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საელჩოს ცნობით, მარტინ ლანგოსთან შეხვედრაზე ნორვეგიასა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დანიშვნის შესაძლებლობები განიხილეს.

ამ დროისთვის სკანდინავიის რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველო პირდაპირი ავიაფრენებით უკვე დაკავშირებულია დანიასთან. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული ავიარეისები კოპენჰაგენში სრულდება.

ტელეკომპანიის ცნობით, იგეგმება ფრენების დაწყება შვედეთისა და ფინეთის მიმართულებითაც.

საქართველოს ავიაბაზარი 2018 წელს
© Sputnik / Konstantin Ivanov.
საქართველოს ავიაბაზარი 2018 წელს
48
თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (80)