ავიაკომპანია Wizz Air-ის თვითმფრინავი

WizzAir-ი საქართველოდან შვიდ ახალ მიმართულებას ამატებს

162
(განახლებულია 21:33 10.09.2019)
პირდაპირი რეგულარული რეისები ბაზელის, კოპენჰაგენის, ბრიუსელის, ტალინის, ეინდჰოვენის, ბარისა და პოზნანის მიმართულებით განხორციელდება

თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. 10 სექტემბრიდან უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახალი მიმართულებით იფრენს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

რა აჩუქეს ქუთაისში Wizz Air-ის  მეორმილიონე მგზავრს - ვიდეო >>

გავრცელებული ინფორმაციით, პირდაპირი რეგულარული რეისები ბაზელის, კოპენჰაგენის, ბრიუსელის, ტალინის, ეინდჰოვენის, ბარისა და პოზნანის მიმართულებით შესრულდება. ჯერჯერობით კი საქართველოდან შვეიცარიაში, დანიის სამეფოსა და ესტონეთში პირდაპირი რეისები არ სრულდება.

„არსებული 21 ევროპული მიმართულების გარდა, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ავიაკომპანია Wizz Air 10 სექტემბრიდან, ეტაპობრივად 7 ახალი ევროპული მიმართულებით დაიწყებს ფრენებს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიის ბაზაზე, რიგით მესამე თანამედროვე, AIRBUS A 320 ტიპის საჰაერო ხომალდი დაიწყებს ოპერირებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ რეისებზე ეკიპაჟი მთლიანად ადგილობრივებისგან იქნება დაკომპლექტებული. გარდა იმისა, რომ ეს შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ასევე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოში ევროპიდან ახალი ტურისტული ნაკადის მოზიდვაში, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია“, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ.

ავიაკომპანიამ Wizz Air-ი ქუთაისის საეთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო. 2016 წლის სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რეგიონში ავიაკომპანია Wizz Air-ის პირველი ბაზა გაიხსნა.

Wizz Air–ი  მსხვილი ავიაკომპანიაა საქართველოში, რომელიც ბაზრის 12%–ს იკავებს. 2018 წელს ლოუკოსტერი 587,2 ათას მგზავრს მოემსახურა. იგი 14 ევროპული ქვეყნის 21 ქალაქში ახორციელებს ფრენებს. ეს ავიაკომპანია 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ავიაგადამზიდავების ტოპ-ხუთეულში ლიდერობს. ლოუკოსტერის მომსახურებით 2019 წლის იანვარ-მარტში დაახლოებით 152,7 ათასმა მგზავრმა ისარგებლა.

162
თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (63)