ნარიყალა

თბილისი ტურისტული ქალაქების მსოფლიო ფედერაციაში გაწევრიანდა

85
კახა კალაძემ ტურისტული ქალაქების მსოფლიო ფედერაციის წევრობის უპირატესობებზე ისაუბრა

თბილისი, 4 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს დედაქალაქი გაწევრიანდა ტურისტული ქალაქების მსოფლიო ფედერაციაში (WTCF), რომელიც მსოფლიოს თბილისს უკეთ გააცნობს, განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

„აწარმოე საქართველოში“ დღეიდან ახალ პროგრამას იწყებს >>

WTCF 2012 წლის 15 სექტემბერს პეკინში დაფუძნდა. ეს არის მსოფლიოში პირველი საერთაშორისო ტურისტული ორგანიზაცია, რომელიც ქალაქების ტურისტული პოტენციალის განვითარებაზეა ორიენტირებული.

„მინდა გაგიზიაროთ ქალაქისთვის კიდევ ერთი სასიხარულო და საინტერესო სიახლე. ჰელსინკიში გაიმართა სამიტი სახელწოდებით „გონივრული ტურიზმი – ქალაქების განვითარებისა და ინოვაციების გზა“, რომელზეც ოფიციალურად წარადგინეს თბილისი ასოციაციის ახალი წევრის სახით“, – განაცხადა კალაძემ.

მერმა ორგანიზაციის წევრობის უპირატესობებზე ისაუბრა.

„ესაა აქტიური თანამშრომლობა წევრ ქალაქებს შორის ტურიზმის სფეროში, ახალი კავშირების დამყარება სხვადასხვა დარგობრივ ასოციაციასთან, თემატური და საქმიანი შეხვედრები, ტურისტული პროდუქტების გატანა და ცნობადობის ამაღლება და სხვ.“, – აღნიშნა კალაძემ.

თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში მგზავრთანაკადი 10%-ით შემცირდა >>

მერის განცხადებით, აუცილებელია ყველა შესაძლო საშუალების გამოყენება, რათა საქართველო, მისი დედაქალაქი, ღირსშესანიშნაობები და ტრადიციები მსოფლიომ გაიცნოს.

„ჩვენ უგემრიელესი სამზარეულო, ღვინო გვაქვს და, რაც მთავარია, სტუმართმოყვარე ადამიანები ვართ და ნებისმიერი ტურისტი, რომელიც აქ ჩამოდის, აუცილებლად ბრუნდება თბილისში თავის მეგობრებთან და ოჯახთან ერთად. აი რატომ სჭირდება ტურიზმს დიდი მხარდაჭერა“, – ხაზი გაუსვა კალაძემ.

დღეისათვის WTCF–ში 218 წევრია, მათ შორის 145 მონაწილე ქალაქი, 73 ინსტიტუციური წევრი და 6 ფილიალი. ორგანიზაციის ინსტიტუციური წევრები მოიცავენ ტურისტულ სააგენტოებს, მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს, აეროპორტებს, ავიაკომპანიებს, სასტუმრო ჯგუფებს, კრუიზის კომპანიებს და ფინანსურ ფირმებს.

WTCF–ის ძირითადი მიმართულებაა – ქალაქის ცხოვრების გაუმჯობესება ტურიზმის მეშვეობით. ორგანიზაცია მომსახურებას უწევს თავის წევრებს, რომლებიც ტურიზმის მთელ ინდუსტრიულ ჯაჭვს აერთიანებენ. იგი ხელს უწყობს წევრებს შორის თანამშრომლობის გაღვივებას, ქალაქის ტურისტული პოტენციალის განვითარებაში დაგროვილი გამოცდილების ურთიერთგაზიარებას, ტურისტული პროდუქტებისა და რესურსების, ასევე ტურიზმის მსოფლიო ინდუსტრიის განვითარებასა და აყვავებას.

ტურიზმის ინდუსტრიაში მზარდი მიმზიდველობის, შესაძლებლობების, ლიდერობისა და გავლენის წყალობით WTCF მიჩნეულია სწრაფად მზარდ საერთაშორისო ტურისტულ ორგანიზაციად. 

85
თემები:
ტურიზმი საქართველოში (288)
მაჭახელას ეროვნული პარკი

მაჭახელას ხეობაში ეთნოსოფელი შენდება

48
(განახლებულია 19:31 29.10.2020)
ეთნოსოფელი მდინარე მაჭახელას ულამაზეს ხეობაში შენდება და ის ტურისტებისთვის კიდევ ერთი მიმზიდველი ადგილი გახდება.

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. აჭარაში, მაჭახელას ხეობაში ეთნოსოფლის მშენებლობა დაიწყო, იუწყება „პირველი არხი“.

პროექტი მიმართულია ხეობის უნიკალური კულტურულ–ეთნოგრაფიული ფასეულობების, ისტორიისა და ტრადიციების მაქსიმალური დაცვისა და არსებული ლანდშაფტის შენარჩუნებისკენ.

ეთნოსოფელი შენდება ტურიზმის განვითარების, ეკონომიკური აქტივობის ზრდის, გარემოს დაცვისა და ასევე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მიზნით.

პროექტი თანამედროვე სტანდარტების საინფორმაციო ცენტრის მშენებლობით დაიწყო. ის სრულად 2021 წლის სექტემბერში დასრულდება.

მაჭახელას საინფორმაციო ცენტრში მოეწყობა სამუშაო და საგამოფენო სივრცეები, ასევე საკონფერენციო დარბაზი.

მაჭახელას ეროვნული პარკი ფინანსურ დახმარებას მიიღებს>>

აღსანიშნავია, რომ გაეროს განვითარების პროგრამა მაჭახელას ხეობისთვის დაცული ლანდშაფტის სტატუსის მინიჭებაზე მუშაობს.

მაჭახელას ხეობა ბათუმიდან 20 კილომეტრში, ზღვის დონიდან 300–800 მეტრ სიმაღლეზეა და უნიკალური ბუნებით გამოირჩევა.

48
თემები:
ტურიზმი საქართველოში (288)
ჩანჩქერი აჭარაში

აჭარაში განვითარდება ექსტრემალური ტურიზმი კანიონინგი

46
(განახლებულია 16:46 26.10.2020)
საქართველოში კანიონინგის პოპულარიზება დაიწყო – აჭარაში ტურიზმის ამ ექსტრემალური სახეობისთვის უკვე იქმნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. აჭარაში, სადაც ზღვასთან ერთად ულამაზესი მთები და ჩანჩქერებია, კანიონინგისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობა დაიწყეს, იუწყება რეგიონის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის პრეს-სამსახური.

კანიონინგი – ესაა კანიონების გადალახვა მცურავი საშულებების გარეშე, სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით: კლდეზე ცოცვა, თოკით დაშვება, წყალში ხტომა, ცურვა და სხვ.

კანიონინგისთვის ინფრასტრუქტურა უჩხოს ხეობაში 12 კასკადოვან ჩანჩქერზე ეწყობა. ამ ეტაპზე უკვე მოწყობილია 22 სადგური, სადაც თავგადასავლების მოყვარულები უჩხოს კილომეტრ-ნახევრიანი კანიონის დალაშქვრასა და ჩანჩქერებზე დაშვებას შეძლებენ.

„უჩხოსწყლის ხეობა გამორჩეულია კასკადოვანი ჩანჩქერების რაოდენობითა და ბიომრავალფეროვნებით, რამაც საშუალება მოგვცა, აჭარაში პირველად შეგვექმნა ტურისტული პროდუქტი კანიონერებისთვის. ჩანჩქერებიდან ყველაზე მაღალი, სადაც კანიონერები თოკით დაშვებას შეძლებენ, 25 მეტრია, რაც საკმაოდ მიმზიდველი იქნება ახალი ემოციებისა და თავგადასავლების მაძიებლებისთვის“, – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ლელა გოგუაძემ.

მისი თქმით, სააგენტოსთვის მნიშვნელოვანია უჩვეულო და საინტერესო ტურისტული პროდუქტების შექმნა მაღალმთიან აჭარაში, რაც მეტი რაოდენობის ტურისტებს მიიზიდავს.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით პროგრამა ENPARD-ს ფარგლებში.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაზრდაზე 2015 წლიდან მუშაობს. სააგენტოს მიერ ამ დროისათვის აჭარაში მარკირებულია 15 ტურისტული მარშრუტი. მიმდინარეობს მუშაობა სხვა ტურისტული პროდუქტების შექმნაზეც.

46
თემები:
ტურიზმი საქართველოში (288)
არჩევნები საბურთალოზე

IPSOS: თბილისში მაჟორიტარული ოლქების უმრავლესობაში მეორე ტური გაიმართება

0
Ipsos Global-ის ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ 41% აიღო. ჯამურად მთელ ოპოზიციას კი  57% აქვს.

თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში, მაჟორიტარული ოლქების უმრავლესობაში მეორე ტური გაიმართება, ასეთია ეგზიტპოლის შედეგები, რომელიც რეიტინგულმა ფრანგულმა კომპანია IPSOS-მა ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დაკვეთით შეადგინა.

Ipsos Global-ის ეგზიტპოლების მიხედვით ასეთია მონაცემები თბილისის 8 მაჟორიტარულ ოლქში:

1. მთაწმინდა-კრწანისი

1. შალვა შავგულიძე - ევროპული საქართველო 46%

2. ბექა ოდიშარია - ქართული ოცნება 35%

2. ვაკე

1. ელენე ხოშტარია 47%

2. ნოდარ ტურძელაძე 33%

3. საბურთალო

1. დავით სერგეენკო 35%

2. ალექსანდრე ელისაშვილი 21%

3. ბადრი ჯაფარიძე 19%

4. ისანი

1. კახა კახიშვილი 35%

2. ხატია დეკანოიძე 32%

3. გიორგი ვაშაძე 19%

5. სამგორი

ლევან ხაბეიშვილი 49%

სოზარ სუბარი 33%

6. დიდუბე-ჩუღურეთი

1. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 35%

2. გია ვოლსკი 33%

3. ანა დოლიძე 16%

7. ნაძალადევი

1. მიხეილ ყაველაშვილი 35%

2. შალვა ნათელაშვილი 33%

8. გლდანი

1.ნიკა მელია - 53%

2. ლევან კობიაშვილი 38%

Ipsos Global-ის ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით „ქართულმა ოცნებამ“ 41% აიღო. ჯამურად მთელ ოპოზიციას კი  57% აქვს.

ეგზიტპოლი – გამოკითხვა, რომელიც არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობის გარეთ ტარდება.  იგი არ არის იურიდიული ძალის მქონე, უბრალოდ ასახავს არჩევნების საერთო ტენდენციას.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით.

მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნებში 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020