„გაატარე შენი ზაფხული საქართველოში“- ამ სლოგანით ფოთის აკვატორიაში 8 იახტა შევიდა

© photo: Poti Municipality Assembly / FBფოთის აკვატორიაში, თურქეთისა და გერმანიის დროშების ქვეშ მცურავი 8 იახტა შემოვიდა
ფოთის აკვატორიაში, თურქეთისა და გერმანიის დროშების ქვეშ მცურავი 8 იახტა შემოვიდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიება სახელწოდებით „DADD rally შავი ზღვა 2019“ სამოყვარულო მეზღვაურთა ასოციაციის (DADD) ორგანიზებით იმართება

თბილისი, 20 ივლისი - Sputnik. „გაატარე შენი ზაფხული საქართველოში“- ამ სლოგანით ფოთის აკვატორიაში, თურქეთისა და გერმანიის დროშების ქვეშ მცურავი 8 იახტა შემოვიდა, იუწყება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

ტურისტული სეზონი ჩავარდა თუ პრობლემის მასშტაბი გაზვიადებულია? >>

გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიება სახელწოდებით „DADD rally შავი ზღვა 2019“ სამოყვარულო მეზღვაურთა ასოციაციის (DADD) ორგანიზებით იმართება.

იახტებს თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ.

„თავიდან ნაოსნობა მხოლოდ ხოფამდე იყო დაგეგმილი, მაგრამ რადგანაც მხარს ვუჭერთ სლოგანს „გაატარე შენი ზაფხული საქართველოში“, ამიტომ გადავწყვიტეთ ფოთში შემოსვლა. მომავალ წელს იმედია, ამ ღონისძიებას უფრო მასშტაბური სახე მიეცემა. მოხარული ვარ, რომ ასეთი გულთბილი დახვედრა მოგვიწყვეს“, – განაცხადა თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში მაქბულე ქოჩაკმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო
მიზანი – ტურიზმის ხელშეწყობა: საქართველომ ინდოეთთან მორიგი მემორანდუმი გააფორმა

იახტები ფოთის საიალქნო კლუბის ტერიტორიაზეა განლაგებული. ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიება სამოყვარულო ნაოსნობის განვითარებას და შავი ზღვის ქვეყნების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

„გაატარე ზაფხული საქართველოში“ – აქტიური სოციალური კამპანიაა, რომელიც ქვეყნის ტურისტული იმიჯის შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად შეიქმნა.

 

ყველა ახალი ამბავი
0