რამდენი გამოიმუშავა საქართველომ ტურიზმით ნახევარ წელიწადში

გამოწერა
საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციაში შიშობენ, რომ რუსი მოგზაურების დაკარგვის შემდეგ შემოსავლები ტურიზმიდან შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს.

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. 2019 წლის პირველ ექვს თვეში შემოსავლებმა საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში 1,5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ეს თანხა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 95,4 მილიონით მეტია (ზრდა +7%).

ალავერდაშვილი: რუსი ტურისტები აღარ გვეკონტაქტებიან, უბრალოდ, ჯავშანს აუქმებენ>>

მხოლოდ მიმდინარე წლის ივნისში შემოსავლებმა საერთაშორისო მოგზაურობიდან 340 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 14,6 მილიონით მეტია 2018 წლის ივნისის მაჩვენებელზე (ზრდა +4,5%).

საქართველოში 2019 წლის პირველ ექვს თვეში დაახლოებით 3,9 მილიონი უცხოური ვიზიტი დაფიქსირდა.

ტურიზმი დარტყმის ქვეშაა

რუსეთთან ურთიერთობების გამწვავების შემდეგ ტურიზმის სფერო საქართველოში დიდი გამოწვევის წინაშე დადგა. თბილისში ანტირუსული აქციების ფონზე მოსკოვმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა. რუსეთის ტუროპერატორებმა საქართველოში ტურებზე განაცხადების გაფორმება შეწყვიტეს.

დამსვენებლები სარფში - Sputnik საქართველო
ტურიზმის ადმინისტრაცია: საქართველოს, შესაძლოა, 1 მილიონი რუსი ტურისტი მოაკლდეს

ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ტურისტებს შორის რაოდენობით წამყვანი ადგილი უკავიათ. ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსმა მარიამ ქვრივიშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ 2019 წლის ბოლოსთვის საქართველო რუსეთიდან 1,7 მილიონი ტურისტის ჩამოსვლას ელოდებოდა. ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოში უკვე იმყოფებოდა რუსეთის 700 ათასამდე მოქალაქე. დღესდღეობით კითხვის ნიშნის ქვეშ დგას დანარჩენი მილიონი რუსი ტურისტის საკითხი – ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, უცნობია, ჩამოვა თუ არა ასეთი ნაკადი რუსეთიდან.

უფრო ადრე საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციაში განაცხადეს, რომ რუსული სანქციების შემდეგ ზარალმა, შესაძლოა, 2,1 მილიარდ ლარს მიაღწიოს.

ყველა ახალი ამბავი
0