ბახტაძე: ჩვენ ვართ საქართველოსა და ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური სიძლიერის სადარაჯოზე

© photo: Mamuka Bakhtadze / FBმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერის განცხადებით, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკისა და მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა და მთავრობა დიდი პასუხისმგებლობით უდგება ამ საკითხს.

თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. ჩვენ შევძელით, რომ საქართველოში ტურიზმი გამხდარიყო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი, სადაც მოქალაქეების ძალიან დიდი ნაწილია დასაქმებული, იღებს შემოსავლებს. ჩვენი ამოცანა და ვალდებულებაა, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური ინტერესები, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პირველი არხის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების აკრძალვის შესახებ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებას ეხებოდა.

პრემიერის განცხადებით, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკისა და მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა.

რუსი ტურისტები აბანოთუბანში - Sputnik საქართველო
რამდენს დაკარგავს საქართველო რუსული შეზღუდვების გამო

„ჩვენ ვართ ქართული სახელმწიფოს ინტერესების და ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური შემოსავლის დაცვის სადარაჯოზე. ეს არის ჩვენი ვალდებულება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს პრობლემა მოკლე ვადაში იყოს დაძლეული. ამავე დროს გავაგრძელებთ კიდევ უფრო ინტენსიურ პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს ჩვენი ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის კიდევ უფრო ამაღლებას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ბახტაძის განმარტებით, ტურიზმს, ეკონომიკური დატვირთვის გარდა, მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, რადგან საქართველოს სტუმრებს საზღვარგარეთ ქვეყნის პოზიტიური იმიჯის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.

კალაძე: ჩვენს ქვეყანაში დაცულია ტურისტების, მათ შორის რუსი ტურისტების უსაფრთხოება>>

„ხალხთაშორისი ურთიერთობები, რაც ტურიზმის სექტორის განვითარებამ გამოიწვია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რუსეთიდან, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები, საქართველოში სტუმრობის შემდეგ, რეალურად მონაწილეობენ საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის პოზიტიური იმიჯის განმტკიცებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით“, – განაცხადა ბახტაძემ.

ტურისტი აეროპორტში - Sputnik საქართველო
აისახა თუ არა პუტინის ბრძანება ავიამიმოსვლის აკრძალვის შესახებ ქართულ სასტუმროებზე

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, საქართველო, როგორც სახელმწიფო, და თბილისი, როგორც ქალაქი ტურისტებისთვის, ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ადგილებია.

„საქართველო არის ღია ქვეყანა. ჩვენ გვსურს მივიღოთ მეტი ტურისტი, მეტი ვიზიტორი. სტუმარმასპინძლობა გახლავთ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფასეულობა, რითიც თითოეული ჩვენგანი ამაყობს. ეს ჩვენი ეროვნული ინტერესების განუყოფელი ნაწილია“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მისივე თქმით, მთავრობა დიდი პასუხისმგებლობითა და შედეგზე ორიენტებულად უდგება ამ საკითხს.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი:შეუძლებელია ავუკრძალოთ ადამიანებს საქართველოში გამგზავრება>>

თბილისში არეულობის ფონზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 ივნისს გამოსცა ბრძანებულება, რომლის თანახმად, 2019 წლის 8 ივლისიდან დროებით იკრძალება რუსული ავიაკომპანიების ფრენები რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით. ტუროპერატორებს მიეცათ რეკომენდაცია, არ გაყიდონ საგზურები საქართველოს მიმართულებით. მთავრობას რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა დაევალა. გარდა ამისა, 8 ივლისიდან იკრძალება ქართული ავიაკომპანიების მიერ პირდაპირი ფრენების განხორციელებაც.

ყველა ახალი ამბავი
0