რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი:შეუძლებელია ავუკრძალოთ ადამიანებს საქართველოში გამგზავრება

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის მთავრობა რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით საქართველოში ტურისტული ნაკადის შესამცირებლად ზომებს იღებს.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. შეუძლებელია აეკრძალოს რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში გამგზავრება, შესაძლებელია მხოლოდ მივცეთ რეკომენდაცია - ყურადღება მიაქციონ მათი პირადი უსაფრთხოების საფრთხეებს, რომელიც ამ ქვეყანაში შეიძლება შეექმნათ, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.

სასტუმროებისა და რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელის შალვა ალავერდაშვილის განცხადებით, რუსი ტურისტების საქართველოში შემოყვანის მიზნით ბაქოს, ერევნისა და ტრაპიზონის აეროპორტებიდან უფასო ავტობუსები დაინიშნება.

ტურისტი აეროპორტში - Sputnik საქართველო
აისახა თუ არა პუტინის ბრძანება ავიამიმოსვლის აკრძალვის შესახებ ქართულ სასტუმროებზე

„შეუძლებელია საუბარი იმის შესახებ, რომ ადამიანები საერთოდ შეწყვეტენ საქართველოში სიარულს. და შეუძლებელია ადამიანებს ავუკრძალოთ წასვლა საქართველოში, ამის გაკეთებას არავინ აპირებს. შესაძლებელია მხოლოდ მიეცეთ რეკომენდაცია ჩვენს მოქალაქეებს - ყურადღება მიაქციონ მათი პირადი უსაფრთხოების იმ საფრთხეებს, რომელიც ამ დროს საქართველოში შეიძლება შეექმნათ. და ასევე შესაძლებელია ზომების მიღება ტურისტული ნაკადის შესამცირებლად ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა პესკოვმა.

თბილისში არეულობის ფონზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 ივნისს გამოსცა ბრძანებულება, რომლის თანახმად, 2019 წლის 8 ივლისიდან დროებით იკრძალება რუსული ავიაკომპანიების ფრენები რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით. ტუროპერატორებს მიეცათ რეკომენდაცია, არ გაყიდონ საგზურები საქართველოს მიმართულებით. მთავრობას რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა დაევალა. გარდა ამისა, 8 ივლისიდან იკრძალება ქართული ავიაკომპანიების მიერ პირდაპირი ფრენების განხორციელებაც.

ყველა ახალი ამბავი
0