საქართველოს რუსეთიდან ყოველი მეათე მოგზაური ეწვევა

© Sputnik / Vladimir Umikashviliტურისტები ბათუმში
ტურისტები ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში გამგზავრების ბილეთის ფასი, გასულ წელთან შედარებით, 2%-ით შემცირდა.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა შუა ზაფხულში დამოუკიდებელი მოგზაურებისთვის ყველაზე პოპულარული მიმართულებების სიაში, იუწყება Ozon.travel.

ონლაინ-სერვისმა გააანალიზა ბილეთების ღირებულება პოპულარულ ქვეყნებში ივლისში – შვებულებების სეზონის პიკზე.

რომელი ქვეყნებიდან ჩამოდიან ტურისტები საქართველოში>>

ანალიტიკოსების მონაცემებით, საქართველოში ჩამოვა ტურისტების 11%, ხოლო ავიაბილეთის საშუალო ღირებულებაა 11,5 ათასი რუბლი (დაახლოებით 480 ლარი), რაც გასული წლის მონაცემზე 2%-ით დაბალია.

ბათუმი - Sputnik საქართველო
საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტი რუსეთიდან ჩამოდის

მეორე ადგილზეა იტალია, სადაც დამოუკიდებლად მიემგზავრება მოგზაურების 8%. ამ მიმართულებით ავიაბილეთების ფასი, ლოუკოსტერების ფრენების გეოგრაფიის გაფართოების წყალობით, 6%-ით შემცირდა და საშუალოდ 17,7 ათასი რუბლი შეადგინა.

მესამე ადგილზეა სომხეთი – მოგზაურთა 7%, თუმცა ბილეთის ფასმა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 19%-ით მოიმატა და საშუალოდ 8,6 ათასი რუბლი ღირს.

მეოთხე ადგილზეა ესპანეთი და მონტენეგრო.

ბათუმი ტურისტული ბუმის ზღვარზე - საკურორტო ქალაქის ფოტოები>>

წლის დასაწყისიდან ხუთი თვის განმავლობაში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველოში უცხოელების ვიზიტების რაოდენობამ თითქმის სამი მილიონი შეადგინა. აქედან რუსეთის მოქალაქეების რაოდენობაა 539,4 ათასი, რაც 31,4%-ით მეტია წელიწადზე გათვლით.

ყველა ახალი ამბავი
0