ყოველი მეოთხე ტურისტი აზერბაიჯანიდან საქართველოში მოდის

© press-service of Heydar Aliyev Airportბაქოს აეროპორტი
ბაქოს აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზერბაიჯანელი მოქალაქეები მოგზაურობისთვის, წინა წლებთან შედარებით, საქართველოს უფრო ხშირად ირჩევენ.

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. საქართველო აზერბაიჯანელ მოგზაურთათვის მეორე ადგილზე იმყოფება, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი" ქვეყნის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტზე დაყრდნობით.

უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანის მოქალაქეების ტურისტული გასვლების 27,2% საქართველოზე მოდის.

ადამიანები მშვიდობის ხედზე სეირნობენ - Sputnik საქართველო
საქართველოში ტურისტების რაოდენობა კვლავ იზრდება

სულ 2019 წლის იანვარ-აპრილში ქვეყნის საზღვრებს გარეთ აზერბაიჯანის 1,6 მილიონი ადამიანი გავიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 26,9%-ით ჭარბობს.

ქვეყანა, რომელსაც ყველაზე ხშირად სტუმრობენ აზერბაიჯანის მოქალაქეები, ირანია - 39,2%, ხოლო მესამეზეა რუსეთი - 18,3%. ამ მოქალაქეებს შორის 66,6^ მამაკაცია, ხოლო დანარჩენი - ქალი.

ირანის მიმართულებით მოგზაურთა რაოდენობა გაიზარდა 79,7%-ით, საქართველოს მიმართულებით - 10,6%-ით, ხოლო რუსეთის - 6%-ით.

ყველა ახალი ამბავი
0