საქართველოში ჩამოფრენას მსოფლიოს უფრო მეტი ქალაქიდან შეძლებენ

© photo: Sputnik / Stringerქუთაისის აეროპორტი
ქუთაისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზაფხულის სეზონზე საქართველოში 39 უცხოური ავიაკომპანია იფრენს.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან 2019 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე (მარტის ბოლო კვირიდან ოქტომბრის ბოლო შაბათამდე) კვირაში საშუალოდ 590 რეისი განხორციელდება – გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-ით მეტი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დაამტკიცა ავიაკომპანიების ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ფრენების გრაფიკი, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

აღნიშნულ პერიოდში ავიარეისებს განახორციელებს ორი ქართული და 39 უცხოური ავიაკომპანია, მათ შორის, სამი სატვირთო.

საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებით 2019 წლის პირველ კვარტალში 1 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 21%-ით მეტია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული სამგზავრო რეისები 52 მიმართულებით შესრულდება.

ავიარეისების მიმართულებები თბილისის აეროპორტიდან

ქვეყანა ქალაქი

საბერძნეთი

ათენი, სალონიკი

ყაზახეთი

ნურსულთანი, აქთაუ

ჰოლანდია

ამსტერდამი

ესპანეთი

ბარსელონა

აზერბაიჯანი

ბაქო

ბაჰრეინი

მანამა

იტალია

ბოლონია
ბელგია ბრიუსელი

გერმანია

ბერლინი, მიუნხენი
რუმინეთი ბუქარესტი
კატარი დოჰა
არაბთა გაერთიანებული საამიროები დუბაი, შარჯა

რუსეთი

 

 

ეკატერინბურგი, ვორონეჟი, კრასნოდარი, მოსკოვი, ნოვოსიბირსკი, პერმი, ჟუკოვსკი, დონის როსტოვი, სამარა, სოჭი, სანქტ-პეტერბურგი, უფა, ყაზანი
კვიპროსი ირაკლიონი
თურქეთი სტამბული, ანკარა
დიდი ბრიტანეთი ლონდონი
ქუვეითი ელ-ქუვეითი
სომხეთი ერევანი
პოლონეთი ვარშავა
ავსტრია ვენა
ირანი თეირანი
ისრაელი თელ-ავივი
უკრაინა კიევი
ბელარუსი მინსკი

საფრანგეთი

პარიზი
ჩინეთი პეკინი-ურუმჩი
ჩეხეთი პრაღა
ლატვია რიგა
საუდის არაბეთი ელ-რიადი, ჯიდა, ედ-დამამი
ეგვიპტე შარმ-ელ-შეიჰი, ხურგადა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან აღნიშნულ პერიოდში ფრენები შესრულდება 28 მიმართულებით.

ავიარეისების მიმართულებები ქუთაისის აეროპორტიდან

ქვეყანა ქალაქი
საბერძნეთი ათენი, სალონიკი
ესპანეთი ბარსელონა
გერმანია ბერლინი, დორტმუნდი, მემინგენი
უნგრეთი ბუდაპეშტი
პოლონეთი ვარშავა, ვროცლავი, კატოვიცე, გდანსკი, კრაკოვი
ლიეტუვა ვილნიუსი
ავსტრია ვენა
კვიპროსი ლარნაკა
დიდი ბრიტანეთი ლონდონი
იტალია მილანი, რომი, ბარი
რუსეთი მოსკოვი
საფრანგეთი პარიზი
ჩეხეთი პრაღა
ლატვია რიგა
შვეიცარია ბაზელი
ბელგია ბრიუსელი
ნიდერლანდები ეინდჰოვენი
დანია კოპენჰაგენი
ესტონეთი ტალინი

ბათუმის აეროპორტიდან ზამთრის პერიოდში რეისები შესრულდება 14 მიმართულებით.

ავიარეისების მიმართულებები ბათუმის აეროპორტიდან

ქვეყანა ქალაქი
აზერბაიჯანი ბაქო
არაბთა გაერთიანებული საამიროები დუბაი
ისრაელი თელ-ავივი
უკრაინა კიევი
ბელარუსი მინსკი
რუსეთი მოსკოვი, ეკატერინბურგი, ნოვოსიბირსკი, პერმი, დონის როსტოვი, სანქტ-პეტერბურგი, ყაზანი
თურქეთი სტამბული
საუდის არაბეთი ელ-რიადი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2019 წლის ზაფხულის სეზონზე კომპანიები Silk Way Airlines, Cargolux და Turkish Cargo განახორციელებენ რეგულარულ სატვირთო რეისებს შემდეგი მიმართულებებით: ბაქო, ლუქსემბურგი (თბილისი-თურქმენბაში) და სტამბული.

სულ 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტებში განხორციელდა 5,2 ათასი სამგზავრო და სატვირთო რეისი, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 24%-ით მეტია. აქედან რეგულარული რეისი იყო 4 640, ხოლო ჩარტერული – 560.

© Sputnik / Maria Tsimintiaსად შეიძლება საქართველოდან გაფრენა
საქართველოში ჩამოფრენას მსოფლიოს უფრო მეტი ქალაქიდან შეძლებენ - Sputnik საქართველო
სად შეიძლება საქართველოდან გაფრენა
ყველა ახალი ამბავი
0