ყველაზე იაფი დასვენება რუსი ტურისტებისთვის საქართველოშია – კვლევა

© Sputnik / Alexander Imedashviliდამსვენებლები ლისის ტბაზე
დამსვენებლები ლისის ტბაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სერვისმა Туту.ру ჩაატარა კვლევა თემაზე „მალე ზაფხულია: სად შეიძლება ყველაზე იაფად ფრენა „ცხელ დღეებში".

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. საქართველო რუსი ტურისტებისთვის ყველაზე „ცხელ დღეებში" ყველაზე იაფი მიმართულებების ათეულში შევიდა. ასეთია მოგზაურობების სერვისის Туту.ру-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები.

Туту.ру-მ, მომწოდებლების მომსახურების შედარების სერვისის Сравни.ру თხოვნით, გამოარკვია, რომელ კურორტებზე ამახვილებენ ყურადღებას ის ტურისტები, რომელთა შვებულება ზაფხულის ყველაზე ცხელ პერიოდს ემთხვევა. ამისთვის სპეციალისტებმა შეისწავლეს 2018 წლის ზაფხულის სტატისტიკა ავიაბილეთების მოთხოვნის ძიების მიხედვით ზაფხულის აღნიშნული პერიოდის განმავლობაში.

მინისტრი მაია ცქიტიშვილი - Sputnik საქართველო
ტურიზმისთვის 138 მილიონი: როგორ განვითარდება საქართველოს რეგიონები

ყველაზე იაფი საზღვარგარეთის მიმართულებების (გაფრენა მოსკოვიდან) ტოპ-ათეული 2019 წლის ზაფხულში ამგვარად გამოიყურება: ერევანი, ბერლინი, კიშინიოვი, მილანი, პრაღა, სტამბული, ბაქო, თბილისი, ლარნაკა, ანტალია.

კვლევამ აჩვენა, რომ ფრენა ორი მიმართულებით (მოსკოვი-თბილისი) რუს ტურისტებს 15 ათას რუბლზე (235 აშშ დოლარი) მეტი დაუჯდებათ.

ექსპერტებმა ასევე დაადგინეს ყველაზე „ცხელი", ანუ პოპულარული დრო შვებულებისთვის – ესაა ორი კვირა ივლისის ბოლოსა და აგვისტოს დასაწყისში.

მონაცემების ანალიზის საფუძველზე, წელს „ცხელი სეზონი" 29 ივლისს დაიწყება. გასულ წელს შვებულება მგზავრების 8,27%-ს დაეწყო 30 ივლისს და 12 აგვისტოს დაუმთავრდა.

საქართველო რეკორდს ამყარებს - ტურისტების რიცხვი ისევ იზრდება>>

Туту.ру მოგზაურობების რუსული სერვისია, სადაც შესაძლებელია მატარებლის, თვითმფრინავისა და ავტობუსის ბილეთების ყიდვა, ტურისტული საგზურების მოძიება, სასტუმროებისა და ექსკურსიების დაჯავშნა და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0