საქართველო იაპონელ ტურისტებს ღვინით იზიდავს

© photo: Wines of Georgia / FBღვინის საერთაშორისო კონკურსი Sakura Japan Women's Wine Awards 2019 ტოკიოში
ღვინის საერთაშორისო კონკურსი Sakura Japan Women's Wine Awards 2019 ტოკიოში    - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველ მეღვინეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საკუთარი პროდუქცია იაპონიის წამყვანი ტურისტული კომპანიებისთვის გაეცნოთ.

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. იაპონიის ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისთვის ტოკიოში საქართველოს ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია ჩატარდა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

ღონისძიება გაიმართა პროექტის „საქართველო – ღვინის სამშობლო" ფარგლებში. ორგანიზატორები არიან საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს საელჩო იაპონიაში.

იაპონიაში გამოფენა „საქართველო-ღვინის სამშობლო“ გაიხსნა>>

ქართველმა მეღვინეებმა თავიანთი პროდუქცია მსოფლიოში უდიდესი კომპანია Sony Music Communication-თან და კომპანია TOPPAN-თან პარტნიორობით უკვე მეორედ წარადგინეს.

 Sakura Japan Womens Wine Awards 2019 - Sputnik საქართველო
ქართულმა ღვინომ იაპონიაში „ბრილიანტის" ჯილდო მოიპოვა

ქართული ღვინის, ისტორიის, კულტურისა და გასტრონომიის შესახებ დეტალური ინფორმაცია წარადგინა იაპონიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელმა დავით გოგინაშვილმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ისეთი კომპანიების წარმომადგენლები, როგორებიცაა Intourist Japan, Toyota tsusho corporation, Turkish Air & Travel, Latera International, Europe Expres და სხვ. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ქართული და იაპონური მხარეების წარმომადგენლებს შორის გაიმართა საქმიანი შეხვედრები, რომლებზეც შემდგომი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ორი ორმაგი ოქრო, 15 ოქრო და შვიდი ვერცხლი: ქართული ღვინის გამარჯვება „საკურას“ კონკურსზე>>

ღვინის დამზადების ტრადიცია საქართველოში რვა ათას წელს ითვლის. მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ კულტურაში. ღვინისა და ვაზის გამოსახულებები გამოყენებულია ხალხურ ხელოვნებაში, სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლებში. 2017 წელს საერთაშორისო სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ საქართველო მეღვინეობის სამშობლოა.

ყველა ახალი ამბავი
0