ციხისძირი

საქართველოს შავი ზღვის ორი კურორტი ახალ სიცოცხლეს შეიძენს

133
ხელისუფლებამ ტურისტულ-სარეკრეაციო ტერიტორიების განვითარების მიზნით აჭარის კურორტების განაშენიანების გეგმა შეიმუშავა

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო იწყებს ორი კურორტის - ჩაქვის და ციხისძირის განვითარებას, ნათქვამია უწყების პრესსამსახურის განცხადებაში.

სამინისტრომ უკვე მოამზადა კურორტების განაშენიანების გეგმა, რომელიც ტურისტულ-სარეკრეაციო ტერიტორიების განვითარებას ითვალისწინებს. ტერიტორიის საერთო ფართობი 350 ჰექტარს შეადგენს, საიდანაც 180 ჰექტარი ციხისძირშია, 170 - ჩაქვში.

პროექტის ფარგლებში იგეგმება სწორი ურბანული პოლიტიკის ჩამოყალიბება, დაბა ჩაქვისა და ციხისძირის ტურისტულ-სარეკრეაციო, საკურორტო და სამკურნალო პოტენციალის მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენება. დაგეგმილია სპორტულ-გასართობი კომპლექსების განვითარება და ახალი საბაგირო ს მშენებლობა. განაშენიანების გეგმის მიხედვით, ტერიტორიაზე გადაადგილება მხოლოდ ელექტრომობილებით განხორციელდება.

„დარწმუნებული ვარ, აღნიშნული უნიკალური ტერიტორია ძალიან ეფექტურად განვითარდება და გვექნება კიდევ ერთი მიმზიდველი საკურორტო ზონა“, - განაცხადა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ.

ფუტკარაძემ ტერიტორია პირველ მოადგილესთან თორნიკე კუჭავასთან, სივრცითი მოწყობის დეპარტამენტის უფროსთან ნუგზარ ძნელაძესთან და სხვა არქიტექტორებთან ერთად დაათვალიერა.

„ყველაზე საშიში საქართველოში არის ჭაჭა“ - ქვეყანა საუკეთესო მიმართულებათა სიაშია >>

კურორტი ციხისძირი ზღვის დონიდან 60-90 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. კურორტის უნიკალურობა იმაშია, რომ აქ ერთმანეთს ერწყმის ზღვისა და მთის ჰაერი, ამიტომ ზაფხულში აქ გაცილებით უფრო გრილა, ვიდრე ბათუმსა ან მახინჯაურში, ხოლო ზამთარში - უფრო თბილა.

რაც შეეხება ჩაქვს, ეს ერთ-ერთი ყველაზე პატარა, მყუდრო და წყნარი სანაპიროა შავ ზღვაზე. აქ მდებარეობს ბათუმის ბოტანიკური ბაღი და ეროვნული პარკი მტირალა. ზღვის სუბტროპიკული კლიმატი, თბილი სუფთა ზღვა და მშვენიერი კენჭოვან-ქვიშიანი პლაჟი, ულამაზესი ფიჭვნარი და ევკალიპტების კორომები, უამრავი პარკი და ბაღი ჩაქვს დასვენებისა და მკურნალობისთვის შესანიშნავ ადგილად აქცევს.

133
თემები:
საქართველო - ტურისტული ცენტრი–2018 (408)