თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

რომელი ავიაკომპანია ლიდერობდა საქართველოს ავიაბაზარზე 2018 წელს

53
(განახლებულია 11:59 12.01.2019)
გასულ წელს აეროპორტების დატვირთვა 23,6%-ით გაიზარდა

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. საქართველოში სულ უფრო მეტი ავიაკომპანია დაფრინავს - რეგულარულ ავიარეისებს 2018 წელს 58 ავიაკომპანია ახორციელებდა, რაც 2017 წელთან შედარებით 9,4%-ით მეტია.

2018 წელს ავიაკომპანიებმა 5 მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანეს, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

მგზავრთა ავიაგადაზიდვების ლიდერები ქართულ ბაზარზე 2018 წელს

ავიაკომპანია მგზავრთა რაოდენობა ბაზრის წილი, %
Wizz Air 5897 179 12
Turkish Airlines 559 749 11
Georgian Airlines 550 831 11
Ural Airlines 294 000 6
Fly Dubai 250 296 5

2018 წელს საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული ავიარეისებით 5 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც 2017 წელთან შედარებით 23,6%-ით მეტია - მაღალი ზრდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა.

ყველაზე პოპულარულ აეროპორტად რჩება თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - მან 3,8 მილიონზე მეტი მგზავრი მიიღო.

მგზავრთნაკადი საქართველოს აეროპორტებში 2018 წელს

აეროპორტი მგზავრთა რაოდენობა ზრდა, %
თბილისი 3 808 619 20,4
ქუთაისი 617 373 52,4
ბათუმი 598 891 20,8

შემდეგ მოდის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი - საანგარიშო პერიოდში ის დაახლოებით 613,4 ათას მგზავრს მოემსახურა. მესამე ადგილზეა ბათუმის საერთაშირისო აეროპორტი - აღნიშნულ პერიოდში მისი სერვისით დაახლოებით 599 ათასი მგზავრმა ისარგებლა.

საქართველოს აეროპორტებში 2018 წელს შესრულებული რეისები

რეისები რეისების რაოდენობა ზრდა, %
რეგულარული 21 519 23,3
ჩარტერული 3 017 -14,3
სულ 24 536  

2018 წელს საქართველოს აეროპორტებში 24,5 ათასზე მეტი სამგზავრო და სატვირთო რეისი განხორციელდა, მათგან - 21,5 ათასზე მეტი - რეგულარული, ხოლო 3 ათასზე მეტი - ჩარტერული, რაც 2017 წლის მაჩვენებლებს 17%-ით აღემატება.

53
თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (96)