ბათუმი

The New York Times მოგზაურებს ბათუმში ჩასვლას ურჩევს

91
(განახლებულია 15:23 11.01.2019)
როგორც გამოცემა წერს, ბათუმი მზადაა, მთელი მსოფლიოს ტურისტების გული დაიპყროს

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. ამერიკულმა გამოცემა The New York Times-მა ბათუმი მსოფლიოს იმ 52 ადგილის სიაში შეიყვანა, რომლებიც 2019 წელს აუცილებლად მოსანახულებელია.

ბათუმს ამ ადგილების ნუსხაში 38-ე პოზიციაზეა.

„ბოლო ათწლეულია, თბილისი, საქართველოს მომაჯადოებელი დედაქალაქი ტურისტებით აივსო. თუმცა ბათუმი, წყნარი ზღვისპირა ქალაქი, სადაც მწვანე მთები შავი ზღვის გლუვკენჭოვანი პლაჟებისკენ ეშვება, სხვა გამოცდილებას გთავაზობთ. უკვე პოპულარული რუსებს, ირანელებს, თურქებსა და ისრაელელებს შორის, მიმზიდველი ქალაქი მსოფლიოს დანარჩენი ნაწილისთვის გარდაუვალი აღმოჩენისთვის ემზადება", - ნათქვამია სტატიაში.

The New York Times-მა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ბათუმში ახალი სასტუმროების მშენებლობასა და მეღვინეობას საქართველოში, ასევე აღნიშნა საბაგირო გზის მშენებლობა, რომელიც ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან სანაპირომდე მოძრაობს.

The New York Times-ის რეიტინგის პირველ ათეულში შედიან: პუერტო-ტიკო, ჰამპი (ინდოეთი), სანტა-ბარბარა (აშშ), პანამა (პანამა), მიუნხენი (გერმანია), ეილატი (ისრაელი), სეტოუტი (იაპონია), ოლბორგი (დანია), აზორის კუნძულები. ონტარიოს ყინულის გამოქვაბულები (კანადა).

91
თემები:
საქართველო - ტურისტული ცენტრი–2018 (408)
ნათია თურნავა

თურნავა: საქართველოს სასტუმრო სექტორმა მოქნილობა გამოავლინა და ახალ ნორმებზე აეწყო

32
(განახლებულია 14:24 01.06.2020)
საქართველო ტურისტებს ელოდება იმ ქვეყნებიდან, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მეტ-ნაკლებად საქართველოს ვითარებას ჰგავს, განაცხადა მინისტრმა.

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. საქართველოს არ სჭირდება დამატებითი დრო ტურიზმის ინდუსტრიის ადაპტაციისთვის, რადგან ეს საქმიანობა ჩვენს ისტორიულ ტრადიციებთან ძალიან ახლოსაა, ჩვენ ხშირად ვამბობთ „სტუმარი ღვთისაა“, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გაზეთ Washington Post-თან ინტერვიუში.

საქართველოს სასტუმრო სექტორმა მოქნილობა გამოავლინა და ახალ ნორმებზე აეწყო, ამიტომ საქართველო, შესაძლოა, ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა, რადგან იცავს პროტოკოლებს, აღნიშნა მინისტრმა.

გამოცემამ საქართველოს დიდი სტატია მიუძღვნა, რომელშიც ქვეყანას ტურიზმისთვის უსაფრთხოს უწოდებს კორონავირუსის პანდემიის ფონზე.

როგორც თურნავამ ინტერვიუში განაცხადა, საქართველო თავის საზღვრებს ტურიზმისთვის 1 ივლისიდან გახსნის, მაგრამ ეს ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იქნება. 

საქართველო ტურისტებს ელოდება იმ ქვეყნებიდან, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მეტ-ნაკლებად საქართველოს ვითარებას ჰგავს, განაცხადა მინისტრმა.

„ზოგიერთი ქვეყნიდან შემოსულ ტურისტს, შესაძლოა, დასჭირდეს კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი შედეგის წინასწარ წარმოდგენა. სამწუხაროდ, ყველა ქვეყანა თანაბარ მდგომარეობაში არ არის და ნებისმიერი ტურისტისთვის ჩვენი ბაზრის გახსნა გაანადგურებს ჩვენს უსაფრთხოებას, თუმცა გვჯერა, რომ პანდემიასთან ბრძოლის შემდეგ სულ უფრო მეტი ქვეყანა შემოუერთდება ჩვენს უსაფრთხო დერეფანს’’, – განაცხადა თურნავამ.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ კორონავირუსული პერიოდის ახალ პირობებში საქართველო ახლებურად გაუწევს პოპულარიზებას ტურისტულ ღონისძიებებს, როგორიც, მაგალითად, ღვინის რეგიონში და ეროვნულ პარკებში სტუმრობაა.

საზღვრები არ გაიხსნება: რას ნიშნავს ტურისტული სეზონის გახსნა საქართველოში>>

გარდა ამისა, საქართველოში ზოგიერთი რეგიონი „მწვანე ზონად“ არის გამოცხადებული, რაც მას ტურისტებისთვის ექსკლუზიურს ხდის.

32
თემები:
ტურიზმი საქართველოში
ციხისძირში ახალი ტურისტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყო

ციხისძირში ახალი ტურისტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყო

53
პროექტში განხორციელებული ინვესტიციების მთლიანი მოცულობა 70 მილიონ ლარს შეადგენს. კომპლექსის მშენებლობაში ჩართული იქნება 200 ადამიანი.

თბილისი, 31 მაისი - Sputnik. ციხისძირში კომპლექს Bamboo Beach-ის მშენებლობა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი პროექტი გახდება, ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მშენებლობა დაიწყო იმ დროს, როდესაც ტურიზმის გლობალური ინდუსტრია სერიოზულ პრობლემებს გადააწყდა.

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ნათია თურნავამ მიიღო მონაწილეობა სასტუმრო კომპლექსის მშენებლობაში, რომელიც 2021 წლისთვის უნდა დასრულდეს. პროექტი მოიცავს პრემიუმ-კლასის 521 აპარტამენტს და Marriott International-ის საერთაშორისო ბრენდ სასტუმრო Аloft -ის 119 სასტუმრო ნომერს მოიცავს.

როგორც თურნავამ აღნიშნა, პროექტში განხორციელებული ინვესტიციების მთლიანი მოცულობა 70 მილიონ ლარს შეადგენს. კომპლექსის მშენებლობაში ჩართული იქნება 200 ადამიანი. მისი თქმით, საერთაშორისო სასტუმრო ბრენდი Аloft წარმოდგენილია მსოფლიოს 25 ქვეყანაში, ახლა კი საქართველოშიც.

„ეს პროექტი სიმბოლურია, რადგან იწყება მაშინ, როდესაც ბევრ ქვეყანაში სასტუმროები იხურება. ჩვენთვის ესაა იმის სიმბოლო, რომ მიუხედავად ყველა გამოწვევისა – პანდემიისა, გლობალური ეკონომიკური კრიზისისა და ა.შ., ჩვენი ტურიზმის ინდუსტრია არა თუ გადარჩება, არამედ იმაზე უფრო მეტად ძლიერი იქნება, ვიდრე აქამდე იყო“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მისი თქმით, განვლილ პერიოდში საქართველომ შეიძინა ახალი, უნიკალური კონკურენტული უპირატესობა. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად სწორია, რომ დღეს ახალ სასტუმროებს საფუძველი ჩაეყარა.

ციხისძირში მდებარე კომპლექს Bamboo Beach-ის ინფრასტრუქტურა მოიცავს: ნავსადგომს, ღია და დახურულ საცურაო აუზებს, აკვაპარკს, ზიპლაინს, საბავშვო გასართობ მოედანს, სპა და ფიტნეს ცენტრს, საკონფერენციო დარბაზს, ღია და დახურულ ავტოსადგომებს, რესტორნებსა და ბარებს. კომპლექსი განთავსდება სანაპიროს პირველ ზოლში, რომელიც შემოფარგლულია ბამბუკის ტყით.

საზღვრები არ გაიხსნება: რას ნიშნავს ტურისტული სეზონის გახსნა საქართველოში >>

ციხისძირი - პატარა საკურორტო დასახლება შავი ზღვის სანაპიროზე. მდებარეობს ბათუმიდან 15 კილომეტრში და ქობულეთიდან 8 კილომეტრში. ციხისძირი ცნობილია იმითაც, რომ მის ტერიტორიაზე მდებარეობს უძველესი ბიზანტიური პეტრას ციხის ნანგრევები.

53
თემები:
ტურიზმი საქართველოში

წესდება ტოტალური კომენდანტის საათი: მეორე ტალღამ კიდევ ერთ ქვეყენაში იფეთქა

0
(განახლებულია 15:33 01.06.2020)
მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელისუფლებამ დაწესებული შეზღუდვები მოხსნა, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აუცილებლად მიიჩნევს ერაყში ტოტალური კომენდანტის საათის განმეორებით შემოღებას კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში, ვინაიდან ბოლო პერიოდში ქვეყანაში COVID–19–ით დაავადებულთა რაოდენობა ისევ გაიზარდა.


გავრცელებული ინფორმაციით, ერაყის ხელისუფლებამ გასულ შაბათს მიიღო გადაწყვეტილება, ერთი კვირით განეახლებინა სადღეღამისო კომენდანტის საათი, რომელიც აპრილში გაუქმდა მუსლიმებისთვის წმიდა თვის, რამადანის დაწყებასთან დაკავშირებით. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მკვეთრად მატება.

„სადღეღამისო კომენდანტის საათის დაბრუნება ერთი კვირით აუცილებელი ზომაა კორონავირუსთან ბრძოლისთვის“, — ნათქვამია ჯანმოს განცხადებაში.

ერაყში ჯანმოს წარმომადგენელმა ადჰამ ისმაილმა მოუწოდა ქვეყნის მოსახლეობას, მკაცრად დაიცვან შეზღუდვები, რათა ხელისუფლებამ ეპიდემიასთან გამკლავება შეძლოს.

მაისში ერაყის ჯანდაცვის სამინისტრომ და ქვეყნის პარლამენტის პირველმა ვიცე–სპიკერმა  გაავრცელეს გაფრთხილება, რომ  მოსახლეობის მხრიდან შეზღუდვების სისტემატური დარღვევა სერიოზულ საფრთხეს ქმნიდა, რასაც შესაძლოა სანიტარული კატასტროფაც მოჰყოლოდა.  

ამ დროისათვის ერაყში, სადაც ინფიცირების 6439 შემთხვევაა დაფიქსირებული, კვლავ დახურულია სახელმწიფო დაწესებულებები, სკოლები და უნივერსიტეტები, შეჩერებულია ავიამიმოსვლა. ამასთან, პროდუქტების მაღაზიებსა თუ აფთიაქებში, რომლებიც მუშაობას განაგრძობენ, იკრძალება ერთდროულად ხუთ ადამიანზე მეტის შესვლა.

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს