ქირურგიული ოპერაცია

სამედიცინო ტურიზმი საქართველოში სტომატოლოგიიდან პლასტიკურ ქირურგიამდე

316
(განახლებულია 20:27 04.01.2019)
საქართველოს სამედიცინო და გამაჯანსაღებელ ტურიზმში პერსპექტივები აქვს, აცხადებს ქვეყნის პრემიერ–მინისტრი

თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრი მამუკა ბახტაძე ქვეყნის სამედიცინო ტურიზმში დიდ მომავალს ხედავს, ამის შესახებ მან 2018 წლის ვიზიტორების სტატისტიკური მონაცემების პრეზენტაციის დროს განაცხადა.

2018 წელს ქვეყანამ  8,6 მილიონზე მეტი უცხოელი ვიზიტორი მიიღო, რაც 9,8%–ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ტურისტების რაოდენობამ 4,7 მილიონზე მეტს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16,9%–ით მეტია.

„საქართველოს აქვს დიდი მომავალი სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით. ამ მხრივ უკვე არჩეული გვაქვს კონკურენტუნარიანი მიმართულებები, როგორებიც არის სტომატოლოგია, პლასტიკური ქირურგია და კარდიოლოგია. ამ პაკეტის დამუშავებას განვაგრძობთ, რათა არსებული შედეგი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ და დამატებითი ზრდა შემოვიტანოთ ჩვენს ტურისტულ სექტორში“, – განაცხადა ბახტაძემ.

სამედიცინო ტურიზმთან ერთად, საქართველოს პერსპექტივა აქვს გამაჯანსაღებელ ტურიზმშიც, აღნიშნა ბახტაძემ. მისი თქმით, საქართველოში 183 გამაჯანსაღებელი კურორტია დარეგისტრირებული.

„ჩვენ გვჭირდება განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებში და განსაკუთრებით საქართველოს იმ კუთხეებში, სადაც ტურიზმი აქამდე ნაკლებად აქტუალური და პრიორიტეტული იყო“, – განაცხადა ბახტაძემ.

მთავრობის მთელი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს ტურისტული ინფრასტრუქტურისა და მომსახურების სერვისის გაუმჯობესებაზე, აღნიშნა პრემიერმა.

„უკვე რამდენიმე წელია, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ზრდის ერთგვარ ლოკომოტივად იქცა, რომელიც ხელს უწყობს მომიჯნავე დარგებში ახალი ინვესტიციებისა და იდეების მოზიდვას. იცით, რომ ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ინკლუზიურ ზრდას, ანუ ისეთ ზრდას, რომელიც შეეხება ჩვენს ყველა მოქალაქეს“, – განაცხადა ბახტაძემ.

ბახტაძის თქმით, ტურიზმის სექტორია სწორედ ეკონომიკის ის სექტორი, რომელიც ყველაზე მეტად უწყობს ხელს ინკლუზიურ ზრდას, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესში, ხოლო ამ ბიზნესების განვითარების გარეშე შეუძლებელია ყველაზე უფრო მტკივნეული ეკონომიკური გამოწვევის დაძლევა, როგორიცაა სიღარიბე. 

პრემიერი ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს ქვეყანაში საქმიანი ტურიზმის განვითარებას.

„საქმიანი ტურიზმის სექტორი ორიენტირებულია მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვაზე, ამასთან ერთად, იგი ხელს უწყობს სხვადასხვა დარგის განვითარებას და ადგილობრივ დონეზე საერთაშორისო გამოცდილების გადმოტანას, ცოდნის გაზიარებასა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“, – აღნიშნა ბახტაძემ.

საქართველოს მთავრობა ქვეყნის ტურისტულ, სატრანსპორტო და ინტელექტუალურ ცენტრად გარდაქმნას გეგმავს, განაცხადა ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა.

316
თემები:
საქართველო - ტურისტული ცენტრი–2018 (408)
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ლოგოტიპი

UNWTO-ს გენერალური მდივანი: ტურიზმის აღდგენა იწყება

60
(განახლებულია 16:24 17.09.2020)
მსოფლიო ტურიზმის აღმასრულებელმა საბჭომ თბილისის დეკლარაცია მიიღო, რომელიც მხარს უჭერს ტურიზმის განახლების თვალსაზრისით საქართველოს მთავრობის ძალისხმევას.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭო მიესალმება და მხარს უჭერს ქვეყანაში ტურისტული სექტორის ამოქმედების კუთხით საქართველოს მთავრობის ძალისხმევასა და ეფექტურ ზომებს. შესაბამისი დეკლარაცია ორგანიზაციის აღმასრულებელმა საბჭომ თბილისში მიიღო, იუწყება საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახური. 

აღმასრულებელი საბჭოს თბილისის დეკლარაცია UNWTO-ს გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პირადად გადასცა.

დეკლარაციაში ნათქვამია, რომ საბჭო მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას ტურიზმის სფეროს გახსნის მიმართულებით.

„ეს ტურიზმის გლობალურ რუკაზე ქვეყანას გამძლე, სტაბილურ და ძალიან ფასეულ დანიშნულების ცენტრად წარმოაჩენს", – ნათქვამია დეკლარაციაში, რომელიც აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის ფარგლებში იქნა მიღებული.

დეკლარაციის მთავარი მიზანია მსოფლიოში ტურიზმის სტაბილური განვითარების ხელშეწყობა, მასში განსაზღვრულია ტურისტული ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითადი ვექტორი, არსებული გამოწვევების დაძლევის სამომავლო გეგმები.

„დიდად ვაფასებთ და გულწრფელად ვუხდით მადლობას საქართველოს მთავრობას გაერთიანებული ერების მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს საზეიმო სხდომის მოწვევისა და გულთბილი მასპინძლობისთვის, რომელიც პანდემიის შემდეგ იმართება და საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობისა და უნიკალური სტუმარმასპინძლობის ტრადიციის შეგრძნების შესაძლებლობას გვაძლევს“, – აღნიშნულია დეკლარაციაში.

16-17 სექტემბერს თბილისში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომა ტარდება. ეს COVID-19-ის პანდემიის პერიოდში მსოფლიოში უპრეცედენტოდ მაღალი რანგის წარმომადგენლობითი ღონისძიებაა. 

სხდომა გახსნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და UNWTO-ს გენმდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა. დელეგატებს შორის არიან მაღალი რანგის სტუმრები ესპანეთიდან, საბერძნეთან, პორტუგალიიდან, რუმინეთიდან, მაროკოდან, საუდის არაბეთიდან.

„ეს იყო პანდემიის შემდეგ გაეროს ორგანიზაციის პირველი შეხვედრა და ის, რომ საქართველოს 20 სხვადასხვა ქვეყნის დელეგაცია და მაღლი რანგის სტუმრები ეწვივნენ, უფლებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ტურიზმი აღდგენას იწყებს. თუმცა, ამას გარკვეული დრო დასჭირდება“, – განაცხადა პოლოლიკაშვილმა.

მისი თქმით, ეს იყო ტურიზმისთვის ისტორიული დღე და ყოველივე ეს საქართველოში მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა. როგორც პოლოლიკაშვილმა აღნიშნა, ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დასწრება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საქართველო ტურიზმს, როგორც ეკონომიკის ძირითად ლოკომოტივს, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

„სწორედ ეს დეკლარაცია წარმოადგენს მსოფლიო მასშტაბით აღიარებას, რომ საქართველო დაცული და „მწვანე ზონაა“, როგორც მასზე დღეს ევროპის ყველა ქვეყანაში საუბრობენ. ეს კიდევ ერთი მესიჯია იმისა, რომ საქართველოში ჩამოსვლა შეიძლება. ღონისძიებაზე 30-ზე მეტი ქვეყნის დაახლოებით 150 სტუმარი შეიკრიბა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვსურს, რომ ქვეყნებს შორის ეს ურთიერთობები გაგრძელდეს და უფრო გაღრმავდეს“, – აღნიშნა პოლოლიკაშვილმა. 

პოლოლიკაშვილის განცხადებით, აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა თბილისის დეკლარაცია მიიღეს და ყველა დათანხმდა, რომ შეიძლება საზღვრების გახსნა და ქვეყნებს შორის ურთიერთობების დალაგება. დეკლარაცია ეძღვნება სხვადასხვა ინოვაციური პროდუქტების დახმარებითა და სანიტარული ნორმების დაცვით საზღვრების გახსნის შესაძლებლობებს, რათა ადამიანებმა მოგზაურობა დაიწყონ, აღნიშნა მან.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და ორგანიზაციის მმართველ ორგანოს წარმოადგენს. ის უზრუნველყოფს UNWTO-ს ეფექტიან მუშაობას და გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს განიხილავს. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტი საქართველოს ეკონომიკის ყოფილ მინისტრს ზურაბ პოლოლიკაშვილს 2017 წლიდან უკავია. მისი უფლებამოსულების ვადა 2018–2021 წლებს მოიცავს.

60
თემები:
ტურიზმი საქართველოში
გიორგი გახარია

გახარია: საქართველო საერთაშორისო არენაზე ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტურისტული ქვეყანაა

82
(განახლებულია 19:35 16.09.2020)
საქართველო COVID-19-ის პანდემიის პერიოდში მსოფლიოში უპრეცედენტოდ მაღალი რანგის წარმომადგენლობით ღონისძიებას მასპინძლობს.

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. საქართველომ შეძლო მწვანე ქვეყნის სტატუსის მოპოვება და საერთაშორისო არენაზე დღეს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტურისტული ქვეყანაა, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, პოსტკრიზისულ პერიოდში დავიწყოთ ეკონომიკური განვითარების ახალი ეტაპი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სასტუმრო „ბილტმორში“ გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

რა ელის მსოფლიო ტურიზმს კორონავირუსის პირობებში>>

15-17 სექტემბერს საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომას მასპინძლობს. ეს COVID-19-ის პანდემიის პერიოდში მსოფლიოში უპრეცედენტოდ მაღალი რანგის წარმომადგენლობითი ღონისძიებაა.

„პოსტკრიზისულ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მსოფლიოსთვის სწორედ ტურიზმის აღდგენის ტენდენცია იქნება და ჩვენი სურვილია, ამ პროცესში ვიყოთ პიონერები, რის საფუძველსაც გვაძლევს ტურისტულ სექტორში უსაფრთხოების კუთხით დაგროვილი გამოცდილება. ჩვენ ვფიქრობთ, ტურიზმის სექტორში საქართველოსთვის პოსტკრიზისული ეპოქა უნდა იყოს შესაძლებლობა და გვინდა, რომ ეკონომიკური კრიზისი, პანდემია ქვეყნის ტურიზმის განვითარებისთვის ვაქციოთ შესაძლებლობად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეს ტურიზმი წარმოადგენს ერთ-ერთ იმ სექტორს, რომელსაც პანდემიის გავრცელების გამო მსოფლიო მასშტაბით უდიდესი ზიანი მიადგა. 

„მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ კრიზისულმა პერიოდმა საქართველოში ტურიზმის სექტორი ასევე დააზიანა, თუმცა წინა წლების მაჩვენებლებით საქართველო, ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, ერთ-ერთი ლიდერი იყო მსოფლიოში და, რაც მთავარია, ტურიზმის სექტორი ქვეყნის ეკონომიკის 8.1% გახდა“, – აღნიშნა გახარიამ.

დღეს ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმაც.

„მსოფლიო პანდემიის გამო ტურიზმის მიმართულებები რისკის ქვეშ არის, მაგრამ დღეს ნამდვილად ისტორიული ღონისძიებაა, რადგან პანდემიის შემდეგ პირველად იმართება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საბჭოს სხდომა. ჩვენ ერთად ვართ ძლიერები, რაც გვაძლევს ტურიზმის აღდგენისა და ამ პროცესის მართვის უნიკალურ პოტენციალს“, – განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

მისი თქმით, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა შეარბილოს პანდემიით გამოწვეული ნეგატიური შედეგები.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ღონისძიების თბილისში გამართვას „მთავრობის ქმედებების ეფექტურობის ძალიან მაღალი შეფასება“ უწოდა.

„ჩვენ ამაყები ვართ, რომ სწორედ თბილისია დღეს ქალაქი, სადაც მსოფლიო ტურიზმის ლიდერები მსჯელობენ, ამ რთული გამოწვევის პირობებში როგორი მომავალი ექნება ტურიზმს, როგორ დაეხმარონ გლობალურად მსოფლიოში ამ დარგს და საქართველო, რა თქმა უნდა, თავის ღირსეულ სიტყვას იტყვის ამ მიმართულებით“, – განუცხადა ჟურნალისტებს ნათია თურნავამ.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და ორგანიზაციის მმართველ ორგანოს წარმოადგენს. ის უზრუნველყოფს UNWTO-ს ეფექტიან მუშაობას და გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს განიხილავს.

თბილისში ორგანიზაციის სხდომა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გაიდლაინებისა და უსაფრთხოების სრული დაცვით ტარდება.

82
თემები:
ტურიზმი საქართველოში
კენჭისყრა

IRI–ს სადამკვირვებლო მისია საქართველოში ჩამოვა

0
(განახლებულია 17:44 22.09.2020)
IRI–ს სადამკვირვებლო მისია ხუთი კაცის შემადგენლობით საქართველოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოწვევით ჩამოვა

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. აშშ–ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მისია (IRI) 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების დაკვირვების მიზნით საქართველოში ჩამოვა, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

NDI საქართველოში არჩევნების დისტანციურ დაკვირვებას იწყებს>>

მისიის შემადგენლობაშია ხუთი ტექნიკური ანალიტიკოსი. ისინი საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან და მას ყველა დონეზე შეაფასებენ.

„IRI–ს მისია ყურადღებას გაამახვილებს საკვანძო საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის სრულყოფილებისთვის. მათ შორისაა საარჩევნო ადმინისტრაცია, მასმედიის თავისუფლება და გამჭვირვალობა, პოლიტიკური პარტიების კამპანია და დაფინანსება. გარდა ამისა, მისია ყურადღებას გაამახვილებს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის დაწესებული რეგულაციების შესრულებაზე“, – განაცხადა IRI–ს ევრაზიის განყოფილების დირექტორმა სტივენ ნიქსმა.

დამკვირვებლები საქართველოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოწვევით ჩამოვლენ. IRI საქართველოს პარტნიორია დაახლოებით 25 წლის განმავლობაში და ბოლო ათი წლის განმავლობაში თითქმის ყველა არჩევნების მონიტორინგსა და შეფასებას ახორციელებს.

„ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და გამოცდას ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის“, – აღნიშნა ნიქსმა.

არჩევნების შედეგებზე IRI გამოაქვეყნებს ანგარიშს, რომელიც მომზადდება მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან სიღრმისეული ინტერვიუების საფუძველზე.

IRI–ს გარდა, უკვე ცნობილია, რომ არჩევნებს საქართველოში დისტანციურად დააკვირდება აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI).

შსს საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება – მინისტრმა ბრძანება გამოსცა>>

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – 120 დეპუტატს პარტიებიდან აირჩევენ, ხოლო 30–ს – ერთმანდატიან ოლქებში.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020