აღმაშენებლის გამზირი

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ტურიზმის სფეროს ძირითადი გამოწვევა დაასახელა

85
(განახლებულია 18:43 04.01.2019)
საქართველო ტურიზმის სფეროში ერთ–ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად ქვეყნად დასახელდა

თბილისი,  4 იანვარი — Sputnik.  საქართველოში ტურიზმის განვითარების ძირითადი გამოწვევა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ. 

ქობულიამ პრემიერ–მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად  საქართველოში უცხოელი ვიზიტორების შესახებ სტატისტიკური მონაცემების პრეზენტაცია გამართა. 2018 წელს ქვეყანამ 8,6 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი მიიღო, რაც 9,8%–ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით.

მინისტრის განცხადებით, მომსახურების სფეროს გაუმჯობესების მიზნით რიგი ინიციატივებია დაგეგმილი, რომლებიც შეეხება როგორც ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის განვითარებას, ისე მომსახურე პერსონალის გადამზადებას. როგორც ქობულიამ აღნიშნა, წელიწადში დაახლოებით 11 ათასი ადამიანი გადამზადდება.

 „მსოფლიოში ძალიან ცოტაა ქვეყნები, რომლებსაც ტურიზმში ასეთი შედეგი აქვს...მიზნობრივი ბაზრებისთვის შეთავაზებები გვაქვს დაგეგმილი. ვაწარმოებთ მასობრივ სარეკლამო კამპანიას, რომ კიდევ უფრო ავამაღლოთ საქართველოს ცნობადობა და მიმზიდველობა უცხოელი ტურისტებისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.

ბოლო მონაცემების თანახმად, ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 4,7 მილიონს მიაღწია, რაც 16,9%–ით მეტია გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით.

85
თემები:
საქართველო - ტურისტული ცენტრი–2018 (408)
ზურაბ გერმანიშვილი

მარანში ღამით შეპარული სტუმარი, კახური ღვინო და ნივრიანი ხაშლამა კოვიდისგან თავდასაცავად

1805
(განახლებულია 22:27 17.10.2020)
ოქტომბერია, გოგლა ლეონიძის სიტყვებით, “ჩამაჭრდა კახეთს ჰაერი“. ახლა იქ გზებზე ფერადი ხალიჩაა და კახური შემოდგომა თავისკენ გიხმობს...

თელავში ბევრი რამაა სანახავი, უფრო სწორედ, ხელახლა სანახავი და იქ ჩასულ სტუმრებს ამაში ცალკეული ადამიანებიც ეხმარებიან. გერმანიშვილების, პროფესიონალი ექიმების ტრადიციულ ოჯახს ყველა იცნობს. პანდემიამდე მათ არაჩვეულებრივი სასტუმრო „ამელი“ გახსნეს. იქ ჩასულები მარტო პასიურად კი არ ისვენებენ, კახური შემოდგომის ფერხულში უშუალოდაც ებმევიან.

ჯერ ორი სიტყვა მასპინძლებზე მინდა გითხრათ, ბატონი ზურაბ გერმანიშვილი გახლავთ ნეიროქირურგი, რომელიც წლებია თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში მუშაობს და პაციენტებში ნდობითა და პატივისცემით სარგებლობს. ასევე მისი მეუღლე, თამარ ბარამიძეც ექიმია, სამედიცინო ინსტიტუტის პროფესორი და მარდალეიშვილის კლინიკის თავ-კისრის ონკოლოგი. მათი ვაჟი, ასლანი, მამის კვალს გაჰყვა, ნეიროქირურგია და გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში 13 წლის განმავლობაში მუშაობდა, ამჟამად საქართველოშია.

ზურაბ გერმანიშვილი და თამარ ბარამიძე
ზურაბ გერმანიშვილი და თამარ ბარამიძე

როგორც ექიმებმა, კარგად იციან რა არის საჭირო იმისთვის, რომ ადამიანმა ფიზიკურის გარდა, სრული ფსიქოლოგიური რელაქსი განიცადოს. საკუთარი ხელით შექმნილ ედემში საამისო ყველა პირობაა: არაჩვეულებრივი გარემო, გემოვნებით მოწყობილი ლანდშაფტი და სასტუმრო, რომელიც ყოველ სეზონზე, იქ ჩასულებს, ახალ-ახალ სიურპრიზებს სთავაზობს. სასტუროს ხშირად სტუმრობდნენ უცხოელი ტურისტები და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულები, მათ შორის, ბევრი ცნობადი სახეც იყო. დანარჩენს თავად ბატონი ზურაბი გვეტყვის.

სტუმრები ისრაელიდან
სტუმრები ისრაელიდან

- ბატონო ზურაბ, შემოდგომა განსაკუთრებით აქტიურია თქვენთან...

- კოვიდამდე წელიწადის არც ერთ სეზონზე არ ვუჩიოდით სტუმრების ნაკლებობას და ყველა საჭირო პირობის დაცვით, მათ ახლაც ვმასპინძლებთ. ისევე ყოველ ოქტომბერს, ახლაც, 20 ოქტომბრიდან ჩვენთან მასტერ-კლასები დაიწყება. ეს იქნება სასიამოვნო პროცესი, რომლის დროსაც ჩვენთან მოსული სტუმარი ისწავლის: ჩურჩხლის ამოვლებას, პურის ცხობას, მწვადის შეწვას, ხინკლის მოხვევას. რა თქმა უნდა, მათ საშუალება ექნებათ, რომ ჩვენს მიერ დაწურული არაჩვეულებრივი საფერავი და გამოხდილი ჭაჭა დააგემოვნონ. მოკლედ ეს იქნება სახალისო და ამასთან, შემეცნებითი ფორმის დასვენება, რომელიც დაუვიწყარ მოგონებას აჩუქებს. ჩვენ გვინდა სულ სხვა თვალით დანახული თელავი დაგამახსოვროთ.

სტუმრები თონეში პურს აკრავენ
სტუმრები თონეში პურს აკრავენ

- თქვენი კრეატივი, „ფოტოსესია წარსულში“ რას გულისმობს?

- მოგეხსენებათ, როგორი აქტუალურია ფოტო-სესიის მოწყობა, რომლისთვისაც სხვადასხვა საინტერესო გარემოს ეძებენ. მე ვფიქრობ, რომ ის, რასაც ჩვენ ვთავაზობთ ნებისმიერი ასაკის სტუმრისთვის სახალისო იქნება. ჩვენთან შეიძლება ფოტოების გადაღება ძველ, რეტრო გარემოში და ამასთან ქართული ნაციონალური სამოსით. კარგად იცით, რომ ეროვნული ტანსაცმელი ეთნიკური კუთხეების მიხედვით როგორი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მანდილოსნებისთვის გვაქვს ტრადიციული გრძელი კაბები და თავსაბურავები, მამაკაცებისთვის კი- ჩოხა-ახალუხი, გვაქვს ასევე ძველი ქალაქური სამოსიც, მოკლედ არჩევანი თქვენზეა.

ფოტოსესია
ფოტოსესია

-თქვენთან არის თონე, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია საკუთარი ხელით ჩაკრული პური დააგემოვნოს...

- დიახ, თონეც გვაქვს. თავიდან უფრთხიან ხოლმე თონეში პურის ჩაკვრას, მაგრამ უკვე მეორე მცდელობაზე ვატყობთ, რომ ამას სიამოვნებით აკეთებენ. რა ჯობია თონეში საკუთარი ხელით ჩაკრულ პურს?

ეზოში მოწყობილი თონე
ეზოში მოწყობილი თონე

- აქ გაქვთ მარანი, სადაც ვფიქრობ, განსაკუთრებით უცხოელი სტუმრებისთვის, ბევრი გექნებათ სათქმელი...

- ჩვენთან მოსული უცხოელი სტუმრები სიამოვნებით აგემოვნებენ ქვევრის ღვინოს, აქვე, რა თქმა უნდა, მათ ქართული სუფრის ტრადიციაზე ვესაუბრებით, მოგვიანებით კი, ყველაფერს უკვე თვალნათლივ ვაჩვენებთ. განსაკუთრებული ხაზგასმით ვეუბნებით (ვინც იცის, მათ ვახსენებთ) იმ ფაქტს, რომ სიტყვა „ღვინო“ მსოფლიოში ქართული სიტყვისგან გავრცელდა, რადგან საქართველო ღვინის სამშობლოა, სადაც 8000 წელზე უფრო ადრინდელი ყურძნის წიპწებიანი თიხის დოქებია აღმოჩენილი, რომ ჩვენთან ადამიანმა ველური ვაზი „გააკულტურულა და გააშინაურა“.

ამელის მარანი
"ამელის" მარანი

- დარწმუნებული ვარ, რომ ამ მარანში განსაკუთრებით მამაკაცებს უყვართ დაყოვნება...

 - ერთ ასეთ ამბავს გავიხსენებ, რომელიც ცნობილი ფილმის, „ღვინის ქურდების“ ეპიზოდს გაგახსენებთ. ადრე ბალტისპირეთიდან გვყავდა სტუმრები, როდესაც ყველამ დაიძინა, მარნიდან ხმაური შემომესმა. ავდექი და რას ვხედავ?- ჩვენი ერთი სტუმარი მისულია ერთ-ერთ ქვევრთან, რომელსაც შუშა აქვს გადაფარებული და მას ახლოდან აკვირდება. მივედი და ვეკითხები: რა ხდება მეთქი? ასე მიპასუხა: ვერაფრით დავიჯერე, რომ ამ ქვევრებში მართლა ღვინო გაქვთო. მე გადავწიე შუშა და ვაჩვენე. სიცილით მითხრა: გამაგებინეთ, რა გაძინებთ ზემოთ ასე მშვიდად, როდესაც აქ ამდენი ღვინოაო?

ფოტოსესია ამელში
ფოტოსესია "ამელში"

- უკვე წარმომიდგენია, როგორც მოიქცეოდით...

- იქვე დავსხედით, ქვევრიდან ღვინო ამოვიღე და დილამდე მარანში ვიყავით. დილით მისი მეგობრებიც შემოგვიერთდნენ. აქ მარტო ღვინოში არაა საქმე, მათ ჩვენგან წაღებული სითბო და იმ დღის მოგონება, დარწმუნებული ვარ, დიდხანს გაჰყვებათ. ისიც ეცოდინებათ, რომ ქართული სტუმართ-მასპინძლობის ამბავი ლეგენდა არ არის...

ამელის ეზო
"ამელის" ეზო

- თქვენთან ბევრი ცნობადი სახე ყოფილა სტუმრად...

- დიახ, გამორჩეული სტუმრებიც გვყავდა. მარტო ის რად ღირს, რომ ჩვენს როიალზე თავისი ქართული მუსიკა ააჟღერეს ისეთმა კომპოზიტორებმა, როგორებიც არიან: ვაჟა აზარაშვილი და კახა ცაბაძე, მეამაყება, რომ ისინი აქედან ნასიამოვნები წავიდნენ.

რეკვიზიტები ფოტოსესიისთვის
რეკვიზიტები ფოტოსესიისთვის

- როგორც ექიმი, შექნილ ვითარებაში რას ურჩევდით ადამიანებს?

- ძალიან მიკვირს მათი, ვისაც ამ ფონზე, რაც მსოფლიოში და კერძოდ, ჩვენთანაცაა, ჯერ კიდევ ეჭვი ეპარებათ კოვიდის არსებობაში. ყველას მინდა კიდევ ერთხელ ვურჩიო, რომ გაითვალისწინონ ჩემი კოლეგა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები. ჩვენს სასტუმროშიც მათ ზედმიწევნით მკაცრად ვიცავთ. სხვაგვარად არაფერი გამოვა...

ზურან გერმანიშვილი და მისი მეუღლე, თამარ ბარამიძე
ზურან გერმანიშვილი და მისი მეუღლე, თამარ ბარამიძე

- რაიმე, განსაკუთრებული კახური რეკომენდაცია ხომ არ გაქვთ?

- რა თქმა უნდა მაქვს, პროფილაქტიკისთვის ყველას ორას გრამ წითელ ღვინოს და ნივრიან ხაშლამას ვთავაზობთ. საერთოდ კი, მე, როგორც ნეიროქირურგი გირჩევთ, გონება გაათავსუფლონ ნეგატიური აზრებისგან, ატარეთ დამცავი პირბადეები და უარი თქვით ხელოვნური, შინაგანი ნიღბებისგან, რაც ცხოვრებასა და ადამიანებთან ურთიერთობაში ხელს გიშლით...

 

1805

როგორ კლავს კორონავირუსი სარესტორნო ბიზნესს საქართველოს დედაქალაქში ფოტო

109
(განახლებულია 16:57 28.09.2020)
  • ერთი წლის წინ აქ გავლა შეუძლებელი იყო - ყველგან იდგა მაგიდები, სადაც სტუმრები ისხდნენ
  • იქაც კი, სადაც მაგიდები ღია ცის ქვეშ დგას, კლიენტების რაოდენობა ძალიან ცოტაა
  • კრიზისი შეეხო ტურისტულ ცენტრში განთავსებულ ყველა დაწესებულებას, მიუხედავად ფასებისა და საკვებისა და მომსახურების ხარისხისა
  • აქ ადრე თავისუფალი მაგიდის პოვნა ძალიან რთული იყო, ახლა კი საერთოდ შეუძლებელია. დაწესებულება დაკეტილია
  • ისინი, ვისაც უკეთესობის იმედი აქვს, რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდნენ
  • ზოგმა ნაწილობრივ დაკეტვა არჩია, რათა რთული დრო გადააგორონ
  • კატასტროფული მდგომარეობის მასშტაბები ადვილი შესამჩნევია - ამაზე ტურისტების არყოფნა და ცარიელი ქუჩები მეტყველებს
  • დღეს ყველა სირთულეების წინაშე აღმოჩნდა. ტურიზმი სარესტორნო სფეროს აცოცხლებდა და აძლევდა განვითარების საშუალებას
  • ახლა თითქოს ყველაფერი უკან მიედინება
  • რთული სათქმელია, როდის დაუბრუნდება ცხოვრება კალაპოტს
  • კაფეები და რესტორნები ახლა გამუდმებით კლიენტების მოლოდინში არიან, თუმცა მათი მოზიდვა ძალიან რთულია
  • ზოგმა დაწესებულებამ სახლში მიტანის სერვისი დანერგა, თუმცა ეს ყველასთვის არ არის გამოსავალი
  • ეს არ ეხება დაწესებულებებს, რომლებსაც განსაკუთრებული გარემო აქვს და კლიენტები შეგრძნებებისა და ემოციების საძიებლად სტუმრობდნენ მათ
  • ქალაქის ყველაზე პოპულარულ ადგილებზე ხშირად შეხვდებით წარწერებს - „ქირავდება“ და „დაკეტილია“
  • ზოგი უკეთესობის იმედი განაგრძობს მუშაობას, თუმცა კრიზისული სიტუაციის გაძლება ყველასთვის შესაძლებელი არ აღმოჩნდა
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული აკრძალვებისა და შეზღუდვების გამო საქართველოში ტურისტული და სარესტორნო ბიზნესი მძიმე კრიზისში აღმოჩნდა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ რა მდგომარეობაშია ასეთი დაწესებულებები თბილისის ცენტრში.

ტურისტების გარეშე ძველი თბილისის კაფეები და რესტორნები, ფაქტობრივად, ცარიელია. დაწესებულებები, რომლებსაც ადგილობრივები სტუმრობდნენ, ასევე კრიზისულ სიტუაციაში არიან, კლიენტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა, მაგრამ სულ მაინც არ გაჩერებულან. ხოლო ის კაფეები და რესტორნები, რომლებიც მხოლოდ ტურიზმზე იყო გათვლილი, ახლა ან სამუშაო ფორმატს ცვლიან, ან ფასებს ამცირებენ, ან საერთოდ იკეტებიან.

109
  • ერთი წლის წინ აქ გავლა შეუძლებელი იყო - ყველგან იდგა მაგიდები, სადაც სტუმრები ისხდნენ
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ერთი წლის წინ აქ გავლა შეუძლებელი იყო - ყველგან იდგა მაგიდები, სადაც სტუმრები ისხდნენ

  • იქაც კი, სადაც მაგიდები ღია ცის ქვეშ დგას, კლიენტების რაოდენობა ძალიან ცოტაა
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    იქაც კი, სადაც მაგიდები ღია ცის ქვეშ დგას, კლიენტების რაოდენობა ძალიან ცოტაა

  • კრიზისი შეეხო ტურისტულ ცენტრში განთავსებულ ყველა დაწესებულებას, მიუხედავად ფასებისა და საკვებისა და მომსახურების ხარისხისა
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    კრიზისი შეეხო ტურისტულ ცენტრში განთავსებულ ყველა დაწესებულებას, მიუხედავად ფასებისა და საკვებისა და მომსახურების ხარისხისა

  • აქ ადრე თავისუფალი მაგიდის პოვნა ძალიან რთული იყო, ახლა კი საერთოდ შეუძლებელია. დაწესებულება დაკეტილია
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    აქ ადრე თავისუფალი მაგიდის პოვნა ძალიან რთული იყო, ახლა კი საერთოდ შეუძლებელია. დაწესებულება დაკეტილია

  • ისინი, ვისაც უკეთესობის იმედი აქვს, რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდნენ
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ისინი, ვისაც უკეთესობის იმედი აქვს, რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდნენ

  • ზოგმა ნაწილობრივ დაკეტვა არჩია, რათა რთული დრო გადააგორონ
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ზოგმა ნაწილობრივ დაკეტვა არჩია, რათა რთული დრო გადააგორონ

  • კატასტროფული მდგომარეობის მასშტაბები ადვილი შესამჩნევია - ამაზე ტურისტების არყოფნა და ცარიელი ქუჩები მეტყველებს
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    კატასტროფული მდგომარეობის მასშტაბები ადვილი შესამჩნევია - ამაზე ტურისტების არყოფნა და ცარიელი ქუჩები მეტყველებს

  • დღეს ყველა სირთულეების წინაშე აღმოჩნდა. ტურიზმი სარესტორნო სფეროს აცოცხლებდა და აძლევდა განვითარების საშუალებას
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    დღეს ყველა სირთულეების წინაშე აღმოჩნდა. ტურიზმი სარესტორნო სფეროს აცოცხლებდა და აძლევდა განვითარების საშუალებას

  • ახლა თითქოს ყველაფერი უკან მიედინება
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ახლა თითქოს ყველაფერი უკან მიედინება

  • რთული სათქმელია, როდის დაუბრუნდება ცხოვრება კალაპოტს
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    რთული სათქმელია, როდის დაუბრუნდება ცხოვრება კალაპოტს

  • კაფეები და რესტორნები ახლა გამუდმებით კლიენტების მოლოდინში არიან, თუმცა მათი მოზიდვა ძალიან რთულია
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    კაფეები და რესტორნები ახლა გამუდმებით კლიენტების მოლოდინში არიან, თუმცა მათი მოზიდვა ძალიან რთულია

  • ზოგმა დაწესებულებამ სახლში მიტანის სერვისი დანერგა, თუმცა ეს ყველასთვის არ არის გამოსავალი
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ზოგმა დაწესებულებამ სახლში მიტანის სერვისი დანერგა, თუმცა ეს ყველასთვის არ არის გამოსავალი

  • ეს არ ეხება დაწესებულებებს, რომლებსაც განსაკუთრებული გარემო აქვს და კლიენტები შეგრძნებებისა და ემოციების საძიებლად სტუმრობდნენ მათ
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ეს არ ეხება დაწესებულებებს, რომლებსაც განსაკუთრებული გარემო აქვს და კლიენტები შეგრძნებებისა და ემოციების საძიებლად სტუმრობდნენ მათ

  • ქალაქის ყველაზე პოპულარულ ადგილებზე ხშირად შეხვდებით წარწერებს - „ქირავდება“ და „დაკეტილია“
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ქალაქის ყველაზე პოპულარულ ადგილებზე ხშირად შეხვდებით წარწერებს - „ქირავდება“ და „დაკეტილია“

  • ზოგი უკეთესობის იმედი განაგრძობს მუშაობას, თუმცა კრიზისული სიტუაციის გაძლება ყველასთვის შესაძლებელი არ აღმოჩნდა
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ზოგი უკეთესობის იმედი განაგრძობს მუშაობას, თუმცა კრიზისული სიტუაციის გაძლება ყველასთვის შესაძლებელი არ აღმოჩნდა

დოლარები

თავდასხმა ბანკზე ზუგდიდში: მძევლის განცხადებით, თავდამსხმელს თანხა გადაეცა

41
ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, თავდამსხმელი სამ მძევალთან ერთად, სავარაუდოდ, იმ ადგილისკენ გაემართა, სადაც ვერტმფრენი დაეშვა, მანამდე კი თავდამსხმელმა სამის გარდა ყველა მძევალი გამოუშვა.

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძევლად აყვანილმა ერთ-ერთმა პირმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელს პოლიციამ თანხა გადასცა და სამის გარდა ყველა მძევალი თავისუფალია.

ეს პირი სწორედ ის მძევალია, რომელიც თავდამსხმელის მითითებით ტელეკომპანია „მთავარ არხს“ დაუკავშირდა და თავდამსხმელის მოთხოვნები პირდაპირ ეთერში გაახმოვანა. 

როგორც ცნობილია, თავდამსხმელი ნახევარმილიონ დოლარს და ვერტმფრენს მოითხოვდა.

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, თავდამსხმელი სამ მძევალთან ერთად, სავარაუდოდ, იმ ადგილისკენ გაემართა, სადაც ვერტმფრენი დაეშვა, მანამდე კი თავდამსხმელმა სამის გარდა ყველა მძევალი გამოუშვა. სავარაუდოდ, სწორედ დარჩენილ სამ მძევალთან ერთად დატოვა ბოროტმოქმედმა ბანკის შენობა და სავარაუდოდ, ვერტმფრენისკენ გაემართა.

ზუგდიდში უცნობ შეიარაღებულ პირს „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძევლები ჰყავდა აყვანილი. იგი ხელისუფლებისგან ნახევარ მილიონ დოლარსა და ვერტმფრენს ითხოვდა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში დამნაშავე მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმები. სპეცოპერაცია ზუგდიდის ცენტრში ცოტა ხნის წინ დასრულდა. პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიიდან ადამიანების ევაკუაცია განახორციელა.

შსს-მ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო. უწყების ცნობით, ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში დაახლოებით 14:21 საათზე შევიდა. პოლიციის თანამშრომლებმა მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია და დაიწყო დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.

41
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა 19 ადამიანი მძევლად აიყვანა