ტურისტები თბილისის აეროპორტში

საქართველოს ნოემბერში ნახევარ მილიონზე მეტი უცხოელი ეწვია

107
ყველაზე მეტი ტურისტი საქართველოში მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოდის – რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველო მოინახულა 598,3 ათასზე მეტმა უცხოელმა, რაც 6,4%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის ნოემბერში, განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი ჩოგოვაძემ.

რაც შეეხება ტურისტული ვიზიტების რაოდენობას, ნოემბერში ის 307,2 ათასს გაუტოლდა (ზრდა +14%).

ქვეყნების პირველი ხუთეული 2018 წლის ნოემბერში საქართველოში განხორციელებული საერთაშორისო ვიზიტების მიხედვით:

ქვეყანა ვიზიტების რაოდენობა ცვლილება წელიწადში - %
აზერბაიჯანი 106 105 5,4
სომხეთი 98 831 1,3
რუსეთი 92 055 25,2
თურქეთი 65 237 17,4
ირანი 16 541 18,2

 

ოქტომბერში ქვეყანაში ქართული დიასპორის 38 ათასი წარმომადგენელი ჩამოვიდა, რაც 2,4%-ით მეტია, ვიდრე 2017 წლის ოქტომბერში.

ყველაზე მეტი უცხოელი საქართველოში სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტით ჩამოდის.

ტრანსპორტის სახეობები, რომლითაც უცხოელები საქართველოში ჩამოდიან:

ტრანსპორტის სახეობები ვიზიტების რაოდენობა ცვლილება წელიდაში - % წილი ვიზიტების რიცხვიდან - %
სახმელეთო 363 158 - 0,6 74,8
საჰაერო 116 256 31,2 24,0
რკინიგზა 3 182 40,9 0,7
საზღვაო 2 447 11,3 0,6

 

სასაზღვრო პუნქტებს შორის, რომლებსაც უცხოელი ვიზიტორები კვეთენ, ლიდერობენ სარფის, თბილისის აეროპორტის და ყაზბეგის საკონტროლო-გამშვები პუნქტები.

საკონტროლო გამშვები პუნქტები საქართველოს საზღვრებზე - პირველი ხუთეული:

საკონტროლო-გამშვები პუნქტი ვიზიტების რაოდენობა ცვლილება წელიწადში - % წილი ვიზიტების რიცხვიდან - %
თბილისის აეროპორტი 96 616 25,8   19,9
წითელი ხიდი 93 222 11,4 19,2
სადახლო 82 934 6,3 17,1
სარფი 72 220 - 1,4 14,9
ყაზბეგი 67 932 - 1,1 14,0

 

ტურიზმის სფერო საქართველოში აქტიურად ვითარდება, რაც სტატისტიკურ მონაცემებში აისახება. ყოველწლიურად ქვეყანაში იხსნება ახალი სასტუმროები, კვების ობიექტებში ტარდება ხარისხის შემოწმებები, მომსახურე პერსონალის და გიდების გადამზადება მიმდინარეობს.

107
თემები:
საქართველო - ტურისტული ცენტრი (355)