საქართველოს მაღალმთიანი დასახლება მსოფლიოს საუკეთესო ტურისტულ ადგილებს შორის დასახელდა

© photo: Sputnik / Elizabeth Joudroსვანური კოშკები
სვანური კოშკები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტატიის ავტორები მკითხველს სვანეთის ისტორიისა და კულტურის გაცნობას სთავაზობენ

თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. ცნობილმა ყოველკვირეულმა ჟურნალმა ELLE მესტია მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს შორის დაასახელა.

ჟურნალი აქვეყნებს სტატიას „18 საზეიმო მიმართულება, რომელიც 2019 წელს უნდა ნახოთ“. ბრიტანელმა ექსპერტებმა ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილად საქართველო დაასახელეს.

ზუგდიდი - Sputnik საქართველო
კახეთის, სამეგრელოსა და სვანეთის განვითარებაში აზიის განვითარების ბანკი ჩაერთვება

„მოგბეზრდათ ევროპა და აზია? ეწვიეთ საქართველოს“, - წერს ELLE.

სტატიაში ექსპერტები ურჩევენ მკითხველებს მოინახულონ სვანეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი, რათა ადგილობრივ ისტორიას და კულტურას ეზიარონ. ხოლო აქტიურ მოგზაურებს ურჩევენ ნახონ ჭალაადის მყინვარი და უშბის ძირას მდებარე ტბა, საიდანაც საოცარი ხედი იშლება.

ექსპერტები ასევე ყველას ურჩევენ გასინჯონ ადგილობრივი სამზარეულო - კუბდარი და თაშმიჯაბი.

ავტორების თვალსაზრისით, ამინდისა და იაფი ავიაბილეთების კუთხით სამოგზაუროდ საუკეთესო დროა მაისი, ივნისი და სექტემბერი. ექსპერტები ასევე ურჩევენ მკითხველებს კახეთის რეგიონი რთველის დროს მოინახულონ.

The Guardian სვანეთზე: ალპებზე უკეთესი >>

საქართველოს გარდა, სტატიაში მოხვდა ჩრდილოეთ იტალია და შვეიცარიული ალპები, ნეპალი და ბუტანი, მაროკო, სერბეთი, ინდოეთი, ბელარუსი, იაპონია, პანამა, ამაზონი, ახალი ზელანდია, იორდანია, ინდონეზია, უზბეკეთი, მექსიკა, რუანდა, ნიდერლანდები, კოლუმბია.

ყველა ახალი ამბავი
0