ქუთაისსა და პოლონეთის ორ ქალაქს ავიარეისები დააკავშირებს

CC BY-SA 2.0 / Alec Wilson / HA-LWFავიაკომპანია Wizz Air-ის თვითმფრინავი
ავიაკომპანია Wizz Air-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2 აპრილიდან ქუთაისიდან რეისები შესრულდება გდანსკში, ხოლო 18 სექტემბრიდან - კრაკოვში.

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. მომავალი წლიდან დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესაძლებელი იქნება გდანსკსა და კრაკოვში გამგზავრება, იუწყება ტელეკომპანია Imedi „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაზე“ დაყრდნობით.

საქართველოში სულ უფრო მეტი ტურისტი ჩამოდის >>

„ჩვენსა და ავიაკომპანია Wizz air-ს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით ფრენები ამჟამად 14 ქვეყნის 21 მიმართულებით სრულდება. აქედან პოლონეთის სამი ქალაქია. 2019 წლიდან ჩვენი აეროპორტიდან პირდაპირი ფრენები პოლონეთის კიდევ ორ ქალაქში შესრულდება“, - აცხადებენ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.“

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო
საქართველოდან ავიარეისების რაოდენობა ზამთრის სეზონზე ერთი მესამედით გაიზრდება

ქუთაისი-გდანსკი-ქუთაისის მიმართულებით რეისები 2 აპრილიდან სამშაბათობით და შაბათობით შესრულდება, ხოლო ქუთაისი-კრაკოვი-ქუთაისის - 8 სექტემბრიდან ოთხშაბათობით და კვირაობით.

ჯერჯერობით კი ქუთაისიდან შესაძლებელია გამგზავრება ვარშავაში, ვროცლავსა და კატოვიცეში.

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი საქართველოში პოპულარობით მეორე აეროპორტია, საიდანაც მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით რეისებს ლოუკოსტერი კომპანიები ახორციელებენ. დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ქალაქიდან დასავლეთით, 14 კმ-ში მდებარეობს. აეროპორტის ოფიციალური გახსნა 2012 წლის სექტემბერში გაიმართა.

ქუთაისის აეროპორტის პრიორიტეტს საქართველოს ავიაბაზარზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მოზიდვა და კონკურენტული გარემოს შექმნა წარმოადგენს.

 

ყველა ახალი ამბავი
0