სპა ქართულად: ექსპერტებმა ქართული ბალნეოლოგიის პრობლემები განიხილეს

© FB / Sairme Resortბალნეოლოგიური კურორტი საირმე
ბალნეოლოგიური კურორტი საირმე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალისტები აცხადებენ, რომ საქართველოში სამკურნალო ტურიზმის განვითარებას ნაკლები ყურადღება ეთმობა.

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. თბილისში გაიმართა კონფერენცია „სპა, ბალნეოლოგია, კურორტოლოგია – მსოფლიო გამოცდილების გამოყენება საქართველოში, სომხეთში“.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საკურორტო კლინიკების, ბალნეოლოგიური ცენტრების ხელმძღვანელები, მთავარი ექიმები, ბალნეოლოგიის, ფიზიოთერაპიის განყოფილებების სამედიცინო დეპარტამენტების ხელმძღვანელები, თერაპევტები, სპა-თერაპევტები, რეაბილიტოლოგები, ფიზიოთერაპევტები, სპორტული მედიცინის ექიმები, ბალნეოთერაპევტები საქართველოდან, სომხეთიდან და რუსეთიდან.

პრემიერი მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
ბახტაძე: ჩვენ არ ვართ კმაყოფილი კურორტების მზადყოფნის დონით

„ჩვენ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ ბალნეოლოგიური საზოგადოების ელიტარული წარმომადგენლები, ისეთი ცენტრები, როგორიცაა წყალტუბო, საირმე, ბორჯომი-ლიკანი, ლოპოტა“, – უამბო „Sputnik-საქართველოს“ კონფერენციის ორგანიზატორმა იულია შაპოშნიკოვამ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ ღონისძიების მონაწილეების შეკრება საკმაოდ გაუჭირდათ.

© Sputnik / Alexander Imedashviliკონფერენცია ბალნეოლოგიის საკითხებზე
სპა ქართულად: ექსპერტებმა ქართული ბალნეოლოგიის პრობლემები განიხილეს - Sputnik საქართველო
კონფერენცია ბალნეოლოგიის საკითხებზე

„ძალიან გაგვიძნელდა სპა-ინდუსტრიის წარმომადგენლების შეკრება. ძალიან საწყენი და დასანანია, რომ სწავლა არავის უნდა. ჩამოვიყვანეთ ვარსკვლავები, ადამიანები, რომლებმაც მთელი ცხოვრება ბალნეოლოგიაში გაატარეს. მათ რჩევებს ეკითხებიან ყველა წამყვანი ბალნეოლოგიური და სპა ცენტრები, რომლებიც ამერიკაში, იაპონიაში, საფრანგეთში მდებარეობს“, – განაცხადა ორგანიზატორმა.

ჩინელებმა საქართველოზე ათობით ვიდეორგოლი გადაიღეს >>

ადგილობრივი მასმედიის ინფორმაციით, საქართველოში 102 სამკურნალო კურორტიდან დარჩენილია 24. ამ კურორტებშიც ინფრასტრუქტურა და მომსახურება სათანადოდ განვითარებული არ არის.

საქართველოს სამკურნალო კურორტებზე დაბალი მოთხოვნის მთავარ მიზეზად სპეციალისტები და მომხმარებლები მაღალ ფასებს და სათანადო საკურორტო ინფრასტრუქტურის არარსებობას ასახელებენ.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში, სადაც ტურიზმი სწრაფად იზრდება, სამკურნალო ტურიზმის განვითარებას ყურადღება ნაკლებად ეთმობა. ამ კუთხით ქვეყანას დიდი, მაგრამ აუთვისებელი პოტენციალი გააჩნია. ინფრასტრუქტურა არ არის განვითარებული ისეთ ცნობილ კურორტებზეც კი, როგორებიცაა საირმე და აბასთუმანი. დამსვენებლები მომსახურებისა და ფასების შეუსაბამობას უჩივიან.

ქართული მინერალური წყლები: ისტორია და სასარგებლო თვისებები >>

სპეციალისტები დარწმუნებული არიან, რომ საქართველოს დასჭირდება წლები, რათა მსოფლიოში ის როგორც განვითარებული სამკურნალო ტურიზმის ქვეყანა გაიცნონ. გარდა ამისა, აღნიშნულ სფეროს ესაჭიროება ახალი მარკეტინგი, მძლავრი საინფორმაციო კამპანია, აღნიშნავენ დარგის ექსპერტები.

ყველა ახალი ამბავი
0