„პობედამ“ რუსეთიდან საქართველოში რეისების შესრულების ნებართვა მიიღო

© photo: Sputnik / Sergey Pivovarov / გადასვლა მედიაბანკშიავიაკომპანია „პობედას“ თვითმფრინავი და სტიუარდესები
ავიაკომპანია „პობედას“ თვითმფრინავი და სტიუარდესები - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის ოთხი ქალაქიდან თბილისის მიმართულებით ფრენები სრულად განხორციელდება

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია „პობედამ“, რომელიც ჯგუფ Аэрофлот-ში შედის, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან რუსეთის რიგი რეგიონებიდან თბილისის მიმართულებით ფრენების განხორციელების ნებართვა მიიღო.

რატომ აღარ იფრენს თბილისში ავიაკომპანია „პობედა“ >>

ურალის ავიახაზები - Sputnik საქართველო
სოჭსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყება

მანამდე ავიაკომპანიაში განაცხადეს, რომ 2018 წლის 1 ნოემბრამდე იძულებულები არიან გააუქმონ დაგეგმილი რეისები თბილისის მიმართულებით სანქტ-პეტერბურგიდან, ეკატერინბურგიდან, ყაზანიდან და პერმიდან, რადგან საქართველოს საავიაციო ხელისუფლებამ უარი განაცხადა აღნიშნული მარშრუტებით ფრენების განხორციელებაზე ნებართვის გაცემაზე.

„დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „პობედა“ სრული მოცულობით განახორციელებს ყველა რეისს თბილისის მიმართულებით სანქტ-პეტერბურგიდან, ეკატერინბურგიდან, ყაზანიდან და პერმიდან, რომელიც 2018 წლის 2 ნოემბრიდან არის დაგეგმილი. საქართველოს ავიახელისუფლებამ ყველა მარშრუტით ფრენების განხორციელებაზე ნებართვა გასცა“, - აღნიშნულია გადამზიდავის განცხადებაში.

„პობედა“ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის მიმართულებით სანქტ-პეტერბურგიდან, ეკატერინბურგიდან, ყაზანიდან და პერმიდან ყველა რეისის გაფრენის დრო კორექტირებულია.

შესაბამისი ინფორმაცია თითოეულ კლიენტს ინდივიდუალურად მიეწოდება, აღნიშნეს ავიაკომპანიაში.

თბილისი-მოსკოვის მიმართულებით კომპანია „პობედას“ ავიაბილეთების ღირებულება 140-დან 600 ლარამდე მერყეობს - რეისის თარიღის მიხედვით.

ყველა ახალი ამბავი
0