MedCruise შავი ზღვის საკრუიზო მარშრუტში საქართველოს ჩართვას გეგმავს

© Sputnik / Seyran Baroyanსაკრუიზო ლაინერი ბათუმის პორტში
საკრუიზო ლაინერი ბათუმის პორტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლები საკრუიზო წრეში ბათუმის ჩართვის შესახებ მოლაპარაკებებს გამართავენ.

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საკრუიზო პორტების საერთაშორისო ასოციაცია MedCruise შავი ზღვის საკრუიზო წრიულ მარშრუტში საქართველოს ჩართვას გეგმავს, წერს გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა".

ასოციაციის პროექტის მიხედვით, საკრუიზო ლაინერები თურქეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, საქართველოსა და უკრაინის პორტებში შევლენ. პროექტის პრეზენტაცია 2019 წელს აშშ-ში გაიმართება.

მახუნცეთის ჩანჩქერი - Sputnik საქართველო
აჭარის ტურისტული პოტენციალი პოლონეთში წარადგინეს

MedCruise-ის პრეზიდენტის აირამ დიას პასტორის განცხადებით, ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნება შავ ზღვაში წრიული საკრუიზო მარშრუტის შექმნა, რომელშიც გაერთიანდებიან სამუშაო ჯგუფში ჩართული პორტები.

„ამჟამად ასეთი ოთხი პორტია: ოდესა, ვარნა, ბურგასი და კონსტანცა, თუმცა, სრულფასოვანი საკრუიზო მარშრუტის დასაგეგმად ხუთი-ექვსი პორტია საჭირო", – განაცხადა პასტორმა.

ამ პროექტში საქართველოსა და თურქეთის ჩასართავად ასოციაციის წარმომადგენლები ბათუმსა და სტამბულში შეხვედრებს გამართავენ.

MedCruise მსოფლიოში უდიდესი ასოციაციაა, რომელიც აერთიანებს ხმელთაშუა ზღვისა და მისი მეზობელი ზღვების საკრუიზო პორტებს, ასევე საკრუიზო კომპანიებს. ასოციაცია 1996 წელს შეიქმნა და მისი მიზანია ხმელთაშუა ზღვის პორტების განვითარების ხელშეწყობა და, ზოგადად, საკრუიზო დარგის დახმარება.

 

ყველა ახალი ამბავი
0