რატომ აღარ იფრენს თბილისში ავიაკომპანია „პობედა“

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშიავიაკომპანია „პობედას“ თვითმფრინავის მომსახურება აეროპორტ „ვნუკოვოში“
ავიაკომპანია „პობედას“ თვითმფრინავის მომსახურება აეროპორტ „ვნუკოვოში“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაუქმებულია დაგეგმილი რეისები თბილისის მიმართულებით სანქტ-პეტერბურგიდან, ყაზანიდან, ეკატერინბურგიდან და პერმიდან

თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია „პობედამ“, რომელიც ჯგუფ Аэрофлот-ში შედის, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან რუსეთის რიგი რეგიონებიდან თბილისის მიმართულებით ფრენების განხორციელების ნებართვა ვერ მიიღო, ნათქვამია ლოუკოსტერის განცხადებაში.

უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით „პობედამ“ მიიღო ნებართვა რეისების შესრულებაზე თბილისის მიმართულებით სანქტ-პეტერბურგიდან, ეკატერინბურგიდან, ყაზანიდან და პერმიდან. 2018 წლის ივლისიდან ბილეთების გაყიდვაც დაიწყო, ამ მომენტისთვის 17 ათასზე მეტი ბილეთია დაჯავშნული.

 რუსული ავიაკომპანია „ურალის ავიახაზების“ თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
ეკატერინბურგი-თბილისის რეისების რაოდენობა გაორმაგდება

„იმის გამო, რომ საქართველოს საავიაციო ხელისუფლებამ უარი განაცხადა იმ მარშრუტებით ფრენების განხორციელებაზე ნებართვის გაცემაზე, რომლებზეც „პობედა“ რუსეთის ფედერაციის სახელით დანიშნულ გადამზიდავს წარმოადგენს, 2018 წლის 1 ნოემბრამდე „პობედა“ აუქმებს დაგეგმილ რეისებს თბილისის მიმართულებით სანქტ-პეტერბურგიდან, ეკატერინბურგიდან, ყაზანიდან და პერმიდან“, - ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების პირობებით ახსნა, იუწყება Новости-Грузия.

საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების განხორციელება „სამკუთხედის სქემით“ დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათში არ ფიგურირებენ თბილისი და მოსკოვი. შესაბამისი ოქმი ქვეყნებს შორის 2016 წლის 10 ივნისს გაფორმდა.

საქართველოს თავზე სულ უფრო მეტი თვითმფრინავი დაფრინავს >>

„იმის გამო, რომ Pobeda Airlines-ის მიერ წარმოდგენილ ფრენების განრიგში „სამკუთხედის სქემაში“ ფიგურირებდა თბილისი, ზემოაღნიშნული ოქმის მერვე პუნქტის საფუძველზე საქართველოს საავიაციო ხელისუფლებამ ავიაკომპანიას არ მისცა ნებართვა განახორციელოს რეგულარული ფრენები შემდეგი მიმართულებებით: სანქტ-პეტერბურგი-თბილისი-პერმი-თბილისი-სანქტ-პეტერბურგი, სანქტ-პეტერბურგი-თბილისი-ეკატერინბურგი-თბილისი-სანქტ-პეტერბურგი და სანქტ-პეტერბურგი-თბილისი-ყაზანი-თბილისი-სანქტ-პეტერბურგი“, - განაცხადა სააგენტოს წარმომადგენელმა.

ამასთან, 24 ოქტომბერს „პობედამ“ მიიღო ნებართვა განახორციელოს ფრენები როსტოვი-თბილისი-როსტოვის მიმართულებით.

ავიაკომპანია Wizz Air-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
ცრუ შეტყობინება ბომბის შესახებ: სიდედრი სიძეზე იყო გაბრაზებული

„სამოქალაქო ავიაციის სააგენტო სრულ მზადყოფნას გამოხატავს განიხილოს და დააკმაყოფილოს Pobeda Airlines-ის მიმართვა იმ შემთხვევაში, თუ ავიაკომპანიის განაცხადი ოქმის პირობების შესაბამისი იქნება, რომელიც ორი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებამ გააფორმა“, - განაცხადა სააგენტოს თანამშრომელმა.

ლოუკოსტერის ინფორმაციით, ყველა ზემოაღნიშნულ მარშრუტებზე ფრენების განხორციელების უფლება მოიპოვა ქართულმა ავიაკომპანია Georgian Airways-მა.

ავიაკომპანია კლიენტებს ატყობინებს რეისების გაუქმების შესახებ და თანხების სრულ დაბრუნებას იწყებს.

ყველა ახალი ამბავი
0