რის სანახავად ჩამოვიდა ტიმატი თბილისში: ფანების ვერსიები

© photo: Sputnik / Said Tsarnaev / გადასვლა მედიაბანკშიმომღერალი ტიმატი
მომღერალი ტიმატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში კიდევ ერთი რუსი-სელებრითი სტუმრობს - ფოტოები ძველი ქალაქის ფონზე

თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. თბილისს ესტუმრა პოპულარული რუსი შემსრულებელი, მუსიკალური პროდიუსერი და მეწარმე ტიმატი - ფოტო ლეღვთახევის ფონზე არტისტმა საკუთარ Instagram-ზე ატვირთა.

ტიმატის მრავალრიცხოვანი ფანები მაშინვე დაინტერესდნენ, მოასწრო თუ არა მომღერალმა ხინკლისა და კუბდარის გასინჯვა ან გოგირდის აბანოების დათვალიერება. ხოლო უფრო თავგამოდებული ფანები ეკითხებიან თავიანთ კუმირს, სად შეიძლება მისი გამოჭერა.

View this post on Instagram

Тбилиси ⚡️

A post shared by Black Star (@timatiofficial) on

ზოგიერთები კი ტიმატის ვიზიტს თბილისში სწრაფი კვების რესტორნების ქსელის ახალი ფილიალის Blackstar Burger Tbilisi-ის გახსნას უკავშირებენ. ეს ქსელი ტიმატის ეკუთვნის.

ტიმატი (ტიმურ იუნუსოვი) ჰიპ-ჰოპის რუსი შემსრულებელი და მუსიკალური ლეიბლის Black Star Inc. თანადამფუძნებელია. ის რუსული მუსიკალური პრემიების არაერთგზის გამარჯვებულია. 2014 წელს მიიღო საერთაშორისო დონის პრემია World Music Awards (Best Russian Artist, Best R'n'B Artist Of Russia).

აღსანიშნავია, რომ ტიმატი თბილისში 2009, 2012 და 2015 წლებშიც არის ნამყოფი.

ყველა ახალი ამბავი
0