გუდაურში ახალი საბაგიროები შენდება

© courtesy of RedCoკურორტი ახალი გუდაური
კურორტი ახალი გუდაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე ტურისტების რაოდენობა შვიდ წელიწადში ოთხჯერ გაიზარდა

თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტზე შენდება ექვსი საბაგირო და სათხილამურო არეალი 20%-ით იზრდება, ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.

გუდაური - Sputnik საქართველო
ამიერიდან გუდაური კლიმატზე დამოკიდებული აღარ იქნება

გუდაური საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამთო-სათხილამურო კურორტია, რომელმაც მსოფლიო აღიარება მიიღო. 2023 წელს აქ მსოფლიო ჩემპიონატი ფრისტაილსა და სნოუბორდში ჩატარდება.

„ახალი საბაგიროების მშენებლობით კურორტზე 3,5-ჯერ გაიზრდება გამტარუნარიანობა, რაც იმას ნიშნავს, რომ საბაგიროები გაცილებით მეტი მოთხილამურის ერთად მიღებას შეძლებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კურორტზე ასევე მიმდინარეობს ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მეორე ფაზის მშენებლობა, რომელიც ზამთრის სეზონისთვის დასრულდება. ხელოვნური გათოვლიანების პირველი ფაზა გუდაურში 2015 წელს განხორციელდა.

ბახტაძე: ჩვენ არ ვართ კმაყოფილი კურორტების მზადყოფნის დონით >>

ტურისტების ნაკადი საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება. ტურისტების რაოდენობა საქართველოს ოთხ სამთო-სათხილამურო კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, სვანეთი) 2011 წლიდან ექვსჯერ გაიზარდა.

ყველა ახალი ამბავი
0